"მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარმა ენტონი მარსიალი იანვრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა - მიმდინარე სეზონში მან უკვე მესამედ მოიგო თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო.
როგორც ყოველთვის, ათასზე მეტმა გულშემატკივარმა მიიღო მონაწილეობა გამოკითხვაში კლუბის ოფიციალურ ტვიტერ-გვერდზე, მარსიალმა კი მათი ხმების ნახევარი მიიღო. მეორე ადგილზე გავიდა ჯესი ლინგარდი, რომელსაც ხმების 35% ერგო, ხოლო მესამე ადგილს ლუკ შოუ დასჯერდა 15%-ით.
2018 წლის პირველივე თვეში საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებულმა მარსიალმა მიმდინარე სეზონში ოქტომბერსა და სექტემბერშიც მიიღო, მისი გოლი "ტოტენჰემის" კარში კი, რომელმაც გუნდს გამარჯვება მოუპოვა, ოქტომბრის საუკეთესო გახდა.
თვის საუკეთესო ფეხბურთელად მიმდინარე სეზონში მარსიალის გარდა სულ სამი ფეხბურთელი დასახელდა: პოლ პოგბა (აგვისტო), ეშლი იანგი (ნოემბერი) და ჯესი ლინგარდი (დეკემბერი).