თბილისი:
მანჩესტერი:
11-10-2012, 17:39
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2585,
კომენტარები: 0
ბრაიან მაკლეირი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდები: ბრაიან მაკლეირი
ბრაიან მაკლეირი
დაიბადა 1963 წლის 8 დეკემბერს შოტლანდიის ქალაქ ბელშილში
დაასრულა თუ არა სკოლა, ბრაიან მაკლეირი 1980 წელს ბირმინგემის "ასტონ ვილაში" ჩაირიცხა, მაგრამ 1981 წლის გაზაფხულზე ჩემპიონობით მოგებული სიხარული თანაგუნდელებთან ერთად ვერ გაიზიარა - წუთი რაა, სეზონის მანძილზე ის არ უთამაშია. 1981-83 წლებში ის შოტლანდიის "მადერუელში" ასპარეზობდა, 1983-87 წლებში კი გლაზგოს "სელტიკის" ღირსებას იცავდა. "მანჩესტერ იუნაიტედში" ის სწორედ გლაზგოდან გადაბარგდა: ოლდტრაფორდელებმა მის სანაცვლოდ 850 ათასი გადაიხადეს, მიუხედავად იმისა რომ "სელტიკი" თავდაპირველად 2 მილიონს ითხოვდა... ინგლისში ტრანსფერისწინა სეზონი მაკლეირისთვის ბრწყინვალე გამოდგა: შოტლანდიის ჩემპიონატის 44 მატჩში 35 გოლი გაიტანა და ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული ჟურნალისტთა და ფეხბურთელთა ვერსიებით მოიგო... "ოლდ ტრაფორდზე" შოტლანდიის ნაკრების წევრმა 11 სეზონი გაატარა და 468 ოფიციალურ მატჩში 126 გოლი შეაგდო. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" ჩატარებულ ბოლო რამდენიმე სეზონში ის მძაფრ კონკურენციას ვერ უძლებდა და უკიდურესად იშვიათად ასპარეზობდა...
ინგლისურ კლუბში სადებიუტო სეზონში ბრაიან მაკლეირმა ჩემპიონატში 24 გოლი შეაგდო. ლეგენდარული ჯორჯ ბესტის შემდეგ (1967-68) ის გახდა "იუნაიტედის" პირველი მოთამაშე, რომელმაც პირველობის მატჩებში ერთ სეზონში 20-ზე მეტი გოლი გაიტანა... 1991 წელს სერ ალექს ფერგიუსონის გუნდმა ისტორიაში პირველად აღმართა ევროპის სუპერთასი. გადამწყვეტ შეხვედრაში ბელგრადის "ცრვენა ზვეზდას" გამარჯვების გოლი სწორედ მანჩესტერელთა შოტლანდიელმა ფორვარდმა გაუტანა. ფინალებში გოლების შეგდება მას ნამდვილად ხელეწიფებოდა: 1992 წელს ლიგის თასის გადამწყვეტ მატჩში ერთადერთი გოლი გაუტანა "ნოტინგემ ფორესტს", 1994 წელს კი უკვე ასოციაციის თასის ფინალში, ლონდონის "ჩელსის" კარი დალაშქრა, ორივე შემთხვევაში ის შეცვლაზე შევიდა... 1997-98 წლების სეზონის დასრულებისთანავე ბრაიან მაკლეირმა "მანჩესტერ იუნაიტედი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა - ნახევარი წლით დაუბრუნდა "მადერუელს", შემდეგ კი კარიერა დაასრულა.
დღეს შოტლანდიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" საფეხბურთო აკადემიის დირექტორია.

ბრაიან ჯონ მაკლეირი
კლუბთან ერთად მოგებული ტიტულები
ინგლისის ჩემპიონი - 1993, 1994, 1996, 1997
ინგლისის თასი - 1990, 1994, 1996
ინგლისის ლიგის თასი - 1992
ინგლისის სუპერთასი - 1990, 1993, 1994, 1996, 1997
თასების მფლობელთა თასი - 1991
ევროპის სუპერთასი - 1991
ლეგენდები
0 კომენტარი

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top