თბილისი:
მანჩესტერი:
7-02-2018, 11:41
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1318,
კომენტარები: 6
მიუნხენის "ბაიერნმა" სპეციალური ცერემონია გამართა
გერმანიაში დაღუპულთათვის პატივის მისაგებად სპეციალური ცერემონია გაიმართა.
მიუნხენის
სამშაბათს 60 წლისთავი იყო მიუნხენის ტრაგედიისა, რომელმაც "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები შეიწირა. 1958 წლის 6 თებერვალს თვითმფრინავი, რომელსაც გუნდი "რედ სტარ ბელგრადთან" გასვლითი ევროპული მატჩიდან სახლში უნდა ჩაეყვანა გუნდი და ავარაიული დაჯდომით შემდეგ მიუნხენ-რიემის აეროპორტიდან სცადა აფრენა, ჩამოვარდა. 44 მგზავრიდან 23, მათ შორის 8 ფეხბურთელი, კატასტროფის შედეგად გარდაიცვალა. "ბასბის ჩვილები" - მათი მწვრთნელის, მეტ ბასბის გამო დარქმეული სახელი - იმ დროს კლუბის ისტორიაში ყველაზე ნიჭიერ გუნტად ითვლებოდა.

სამშაბათს გარდაცვლილთათვის პატივის მისაგებად მიუნხენში ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას "ბაირნის" მდივანი კარლ-ჰაინც რუმენიგე, პრეზიდენტი ოული ჰოენეფი და მიუნხენის მერი დიტერ რაიტერი დაესწრენ. საფეხბურთო ოპერაციების დირექტორი ალან დოუსონი და კლუბის ელჩი დენის ირვინი წარმოადგენენ ინგლისის რეკორდსმენ ჩემპიონთა მხარეს ბავარიის დედაქალაქში.

"მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემთვის, როგორც ფეხბურთელისთვის, ცხოვრების რეფერენტული მხარე გახდა",
- განაცხადა რუმენიგემ 1000-ზე მეტი ადამიანის წინაშე სიტყვის გამოსვლისას მანჩესტერპლაცზე, რომელიც გარდაცვლილთა ხსოვნისთვის იქნა აშენებული 2004 წელს.

"იუნაიტედი" იყო და არის მეტი, ვიდრე მოგებები, წაგებები, ტიტულები და დაკარგული თასები. "იუნაიტედი" წარმოადგენს უჩვეულო ლოიალურობას, უდიდეს სიამოვნებას და ღრმა მწუხარებას. დღეს მოხიბლული ვარ იმის ხილვით, თუ როგორ გადადის გარდაცვლილთა მოგონებები "იუნაიტედის" ერთი თაობიდან მეორეში. ისინი შესანიშნავ მაგალითს წარმოადგენენ იმისა, თუ როგორ უნდა სცე პატივი მათ, ვინც ჩვენთან აღარ არიან: ყოველთვის გახსენებით."

"არც ჩვენ გვავიწყდება 60 წლის წინანდელი მოვლენები. ფრანც ბეკენბაუერი, ული ჰოენეფი და მეც ყოველთვის ვალდებულებად ვთვლიდით 609 ფრენის კატასტროფაში დაღუპულთა მოსაგონებლად რამის გაკეთებას. ძვირფასო, "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებოდი, იმედი მაქვს, უფლებას მომცემთ, რომ გარდაცვლილებს მივმართო ამ დღეს, როცა ყველანი დამწუხრებულები ვართ და დავპირდე: ჩვენ არასოდეს დაგივიწყებთ - Wir werden Euch nie vergessen."


ჰოენეფმა ცერემონიას "საოცარი და ემოციური ღონისძიება" უწოდა და უდიდესი სიმპატია გამოხატა. "ფეხბურთი არის კონკურენცია, მეგობრობა და პატივისცემა. ჩვენი ქმედება პატივისცემის გამოხატულებაა ამ უდიდესი კლუბისა და მისი გულშემატკივრების მიმართა. ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენი გონება ახლა გარდაცვლილებთან და კლუბთან ერთადაა. ამ ორ კლუბს შორის ურთიერთობა ყოველთვის უდიდეს მეგობრობას განასახიერებდა დღევანდელ დღემდე".

მიუნხენის "ბაიერნმა" სპეციალური ცერემონია გამართა


წყარო: fcbayern.com
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: gaga1987
7 თებერვალი 2018 12:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
მარადიული ხსოვნა მათი.
გგმუ საუკეთესოები ყველგან და ყოველთვის.
0
№2
ავტორი: ikeoni
7 თებერვალი 2018 12:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Dasafasebelia yoveltvis eseti saqcieli Sxva gundis mxridan
1
№3
ავტორი: SANDROGRIGA
7 თებერვალი 2018 12:33
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: ikeoni
Dasafasebelia yoveltvis eseti saqcieli Sxva gundis mxridan


ნამდვილად, იმავეს ვიტყოდი
0
№4
ავტორი: temo-scholes
7 თებერვალი 2018 15:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
Respect..!!!
0
№5
ავტორი: Svanchester
7 თებერვალი 2018 17:31
  • სიახლეები: 2775
  • კომენტარები: 3861
ისევ და ისევ Respect
0
№6
ავტორი: gela-manchesteri777
7 თებერვალი 2018 22:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
love

love

მარადიული სასუფეველი მათ სულებს

მარადიული სასუფეველი მათ სულებს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top