"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდები, მწვრთნელები, მოთამაშეები და გულშემატკივრები გუშინ ერთად შეიკრიბნენ "ოლდ ტრაფორდზე", რათა მიუნხენის ტრაგედიიდან გასული 60 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიას დასწრებოდნენ.
ჟოზე მოურინიო და მის ფეხბურთელები სრული შემადგენლობით დაესწრნენ სპეციალურ ცერემონიას, რომელიც ღია იყო ყველა მსურველისთვის. ცერემონიაზე იყვნენ ასევე კატასტროფას გადარჩენილი სერ ბობი ჩარლტონი და ჰარი გრეგი, ხოლო სერ ალექს ფერგიუსონი, ედ ვუდვორდი და მაიკლ ედელსონი მოგვიანებით სიტყვითაც გამოვიდნენ.
სურათები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.