თბილისი:
მანჩესტერი:
7-02-2018, 02:39
ავტორი: Alexis7,
ნანახია: 1417,
კომენტარები: 9
10 საინტერესო ფაქტი ალექსის სანჩესზე
გთავაზობთ 10 საიტერესო ფაქტს "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეულ ჩილელ ფეხბურთელზე, ალექსის სანჩესზე.
10 საინტერესო ფაქტი ალექსის სანჩესზე
გთავაზობთ 10 საიტერესო ფაქტს "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეულ ჩილელ ფეხბურთელზე, ალექსის სანჩესზე.

1. ალექსის სანჩესი დაიბადა ჩილეს ძალიან პატარა და ღარიბ ქალაქში, "ტოკოპილიაში". მან ფეხბურთის თამაში პატარაობიდანვე დაიწყო, თუმცა როდესაც პატარა ალექსისი წამოიზარდა ძალიან რთული ფინანსური მდგომარეობის გამო, მას ოჯახის სარჩენად არაერთ ადგილას მოუწია მუშაობა. სანჩესი ხშირად მშენებლობაზეც კი მუშაობდა, ასევე რეცხავდა მანქანებს თუმცა ეს სიღარიბედან თავის დასაღწევად საკმარისი არ ყოფილა. როგორც მისი ინტერვიუებიდან არის ცნობილი, სანჩესს ხშირად ბუცის საყიდლადაც კი არ ჰყოფნიდა ფული.

2. ალექსისი 2015 წელს ჩილეს ყველაზე სექსუალურ ფეხბურთელად დასახელდა.

3. როდესაც სანჩესი 14 წლამდელთა ტურნირს იწყებდა, მისი მატერიალური მდგომარეობის გამო, მან ვერ შეძლო ბუცების შეძენა, რის გამოც მისმა დედამ ქალაქის მერს თხოვნით მიმართა, რამდენიმე დღეში კი ქალაქის მერი თავად ესტუმრა ალექსის და საჩუქრად ნანატრი ბუცები გადასცა.

4. ტოკოპილიაში მცხოვრებმა ხალხმა, რომლებსაც ალექსისისგან დახმარება არაერთხელ მიუღიათ, მათ თავიანთ გმირს საკუთარი სახელობის ქუჩა გაუხსნეს.

5. სანჩესი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია ჩილეს ისტორიაში, რომელმაც ითამაშა ეროვნულ ნაკრებში. მისი დებიუტი 17 წლის ასაკში შედგა.

6. ალექსის სანჩესმა საკუთარ ნაკრებთან ერთად უდიდესი ტურნირის მოგება მოახერხა. საუკუნის "კოპა ამერიკა", რომელიც 100 წელიწადში ერთხელ ტარდება. ის ერთადერთი ცოცხალი ფეხბურთელია რომელიც ამ ტურნირის საუკეთესოდ დასახელდა, რადგანაც აქამდე ჩატარებული ტურნირის ის ფეხბურთელები ცოცხლები აღარ არიან, ხოლო დღევანდელი თაობა კი ამის გაკეთებას სამომავლოდ ვეღარ მოახერხებენ.

7. ჩილელის საყვარელი მოთამაშე გახლავთ, ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდო. ალექსისის თქმით პატარაობაში ხშირად ცდილობდა მისი თამაშის იმიტაციას, რადგანაც ბრაზილიელი მასში საოცარ აღტაცებას იწვევდა, სწორედ ამ ფაქტის ნიშნად თამაშობდა იგი "ბარსელონაში" 9 ნომრიანი მაისურით.

8. ალექსისი ფეხბურთელობასთან ერთად, ასევე კარგი მუსიკოსიც გახლავთ. იგი ძალიან კარგად უკრავს პიანინოზე.

9. სანჩესი ერთადერთი ფეხბურთელია ისტორიაში, რომელმაც ჰეთ-თრიკის შესრულება სერია A-ში, პრიმერა დივიზიონში და პრემიერ ლიგაში მოახერხა.

10. 2017 წელს ალექსის სანჩესს, ეროვნულ ნაკრებთან ერთად დიდი წარმატებების შემდეგ, მისმა თანამემამუალეებმა, ტოკოპილიაში ძეგლი დაუდგეს.
ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
7 თებერვალი 2018 08:56
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ალექსისი 2015 წელს ჩილეს ყველაზე სექსუალურ ფეხბურთელად დასახელდა.


საწყალი ჩილელი ხალხი
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: LASHQARA
7 თებერვალი 2018 10:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ალექსისი თვითონ საინტერესო ფაქტია love ღირსეული 7-იანი am
0
№3
ავტორი: PaLoMo
7 თებერვალი 2018 11:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ise magari fexburteleb umetes wilad garibebi arian da bucis fulic ki ar qondat bavsjvobashi:)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№4
ავტორი: GeorgeBest
7 თებერვალი 2018 11:14
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
2. ალექსისი 2015 წელს ჩილეს ყველაზე სექსუალურ ფეხბურთელად დასახელდა.

0
№5
ავტორი: ikeoni
7 თებერვალი 2018 12:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Sagol aleqsis yvelafertan ertad kargi adamianic yofila❤️
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
7 თებერვალი 2018 12:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
პიანინოზე იმ ვიდეოში თვითონ აშკარად არ უკრავს wink
0
№7
ავტორი: stepno
7 თებერვალი 2018 17:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
უმაგრესი 7 იანი გვყავსსს
0
№8
ავტორი: Svanchester
7 თებერვალი 2018 17:28
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
წარმატებები მონდომებით მიიღწევა. სანჩესმა ეს შეძლო და სწორედაც ყველაზე დიდებული გუნდის მაისური აცვია ეხლა.
0
№9
ავტორი: gela-manchesteri777
7 თებერვალი 2018 22:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top