თბილისი:
მანჩესტერი:
6-02-2018, 15:45
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1545,
კომენტარები: 8
პრემიერ ლიგაში ცვლილებები იგეგმება
განრიგში მალე ცვლილებები შევა.
პრემიერ ლიგაში ცვლილებები იგეგმება
BBC ამტკიცებს, რომ სატელივიზიო ტრანსლიაციების განხილვისას პრემიერ ლიგამ 2020 წლიდან ზამთრის პაუზის დანერგვის ინიციატივა გამოხატა.

პრემიერ ლიგის მესვეურებმა გამორიცხეს ზამთრის არდადეგების შეტანა განრიგში, სანამ 2019 წლის ზაფხულს მოქმედი სატელივიზიო შეთანხმება არ ამოიწურებოდა.

მომდევნო კვირას პრემიერ ლიგის წარმომადგენლები ძირითად ტრანსლიატორებთან ერთად მოლაპარაკების მაგიდაზე დასხდებიან ახალი სატელევიზიო კონტრაქტის პირობების განსახილველად. სხდომაზე ასევე წამოიჭრება ზამთარში მატჩების განრიგში პაუზის წარმოშობის საკითხიც, რასაც ბევრი მწვრთნელი და ფეხბურთელი ითხოვს.

მიმდინარე წელს ამ იდეას მხარდაჭერა გამოუცხადეს "მანჩესტერ სიტის" მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ და "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ. ამ აზრს კი დიდი ხანია იზიარებენ არსენ ვენგერი და სემ ელერდაისი.

ყველა სხვა წამყვან ჩემპიონატში არსებობს ზამთრის პაუზა. მაგალითად, მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში ასეთი შესვენების დრომ 22 დღე შეადგინა.

წყარო: bbc
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: bziki
6 თებერვალი 2018 16:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ისევ სკაი და ბიბისი თუ ჩაერევიან თორე მწვრთნელები უკვე ათ წლეილებია წუწუნებენ მაგაზე მარა ფას სუ ეკიდა,სკაის და ბიბის მილიარდებზე შეილება უარი ვერ თქვან
0
№2
ავტორი: Manuille
6 თებერვალი 2018 16:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
კარგი იქნება ეგ პაუზა ზამთარში თორე ისეთი გრაფიკია კვირაში მინიმუმ 2 თამაში გვიწევს და ძაალიან დამღლელია
0
№3
ავტორი: Svanchester
6 თებერვალი 2018 16:20
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
კარგი აზრია, მისცენ ფეხბურთელებს დასვენების საშუალებაც.
0
№4
ავტორი: ikeoni
6 თებერვალი 2018 16:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
Kaia cotas amoisuntqeben Ra ubedurebaa Aba es
0
№5
ავტორი: dybbuk
6 თებერვალი 2018 18:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
არ მეგონა ამ დღეს თუ მოვესწრებოდი, თვითონაც ნახავენ როგორ გაუმჯობესდება ინგლისური გუნდების შედეგები ევროპაში
0
№6
ავტორი: GeorgeBest
6 თებერვალი 2018 21:03
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მეეჭვება მაინც ეს მოხდეს. არადა რამდენი ხანია ამაზე მიდის საუბარი, არა და ძაან კარგი იქნებოდა
0
№7
ავტორი: kaja
7 თებერვალი 2018 09:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 76
კარგი აზრია ფეხბურთელებისთვის და მწვრთნელებისთვის, მაგრამ პირადად ჩემთვის არა ! პრემიერლიგის ხიბლი ზუსტად ამ ნიუანსებშია და ამეების ამოგდება მაგრად გამიტყდება მე ლიჩნად...
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
7 თებერვალი 2018 12:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
იმედია მართლა შეიტანენ ამ ცვლილებას
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top