ჟოზე მოურინიომ განაცხადა, თუ რატომ არის მიუნხენის კატასტროფა მისი ცხოვრების ნაწილი და როგორ გახდა უფრო მნიშვნელოვანი მას შემდეგ, რაც "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი გახდა.
დღეს 60 წელი გავიდა იმ მძიმე დღიდან, როცა თვითმფრინავის გაუმართაობას 23 ადამიანი ემსხვერპლა. ამ დღის გასახსენებლად "ოლდ ტრაფორდზე" ბევრი ღონისძიება იგეგმება, მწვრთნელმა კი თავისი გულისტკივილი კომენტარით გამოხატა და აღნიშნა, რომ პრემიერ ლიგის ბოლოს ტურის მატჩში გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო გულშემატკივართა გასახარებლად.
"ვფიქრობ, ამან ფეხბურთელებზე გავლენა მოახდინა. თუკი დაღუპულთა ოჯახები მატჩს უყურებენ, ეს კიდევ ერთი მიზეზი უნდა ყოფილიყო ბედნიერი დღისთვის, კარგი თამაშისთვის და "იუნაიტედის" ფერების მანიფესტაციისთვის. რა თქმა უნდა, წუთიერი დუმილი მათ, მაგრამ მიმაჩნია, რომ მათ გაუხარდებოდათ ბედნიერება, გართობა, "მანჩესტერ იუნაიტედის" გამარჯვება, ქულები, გოლები... ვფიქრობ, მოეწონებოდათ.
სანამ "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი გავხდებოდი, როგორც სპორტსმენისთვის, ეს ჩემი ცხოვრების ნაწილი მანამდეც იყო. ჯერ კიდევ დაბადებამდე ვიცოდი ყველაფერი ამის და "მანჩესტერ იუნაიტედის" რეაქციის შესახებ. მას შემდეგ კი, რაც "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი გავხდი, უფრო მნიშვნელოვანი გახდა და ჩემთვის და ყველა ფეხბურთელისთვის განსაკუთრებული დღეა.
ერთ-ერთი უდიდესი ტრაგედიაა, მაგრამ ამავდროულად "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში გადამწყვეტი მომენტიც - ის რეაქცია, ის სიძლიერე, ის ერთიანობა შექმნილ ვითარებაში".
ინტერვიუები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.