თბილისი:
მანჩესტერი:
6-02-2018, 11:21
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1424,
კომენტარები: 4
60 წელი ტრაგედიიდან: ღონისძიებები "ოლდ ტრაფორდზე"
"მანჩესტერ იუნაიტედი" კლუბის ისტორიაში ყველაზე მძიმე დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს გამართავს.
60 წელი ტრაგედიიდან: ღონისძიებები
"მანჩესტერ იუნაიტედი" სპეციალურ ღონისძიებებს გამართავს დღეს, 6 თებერვალს, რათა მიუნხენის ტრაგედიიდან გასული 60 წლისთავი გაიხსენოს.

ცერემონიაზე დასწრება შეეძლება ნებისმიერ ადამიანს, ვინც კი ისურვებს, მათ კი შეუერთდებიან კლუბის მიერ მოწვეული სპეციალური სტუმრები და კლუბში დასაქმებული პირები, ასევე იმ ადამიანთA ოჯახის წევრები, რომლებიც 1958 წელს კატასტროფულ ფრენას შეეწირა.

მცირე ღონისძიება გაიმართება ადგილობრივი დროით 14:40 სთ-ზე, აღმოსავლეთ ტრიბუნის კარიბჭე კი 13:30 სთ-დან იქნება ღია.

წუთიერი დუმილით მიაგებენ პატივს 1958 წელს დაღუპულებს 15:04 სთ-ზე, რის შემდეგაც სიტყვით გამოვლენ კლუბის დირექტორი სერ ალექს ფერგიუსონი, მაიკლ ედელსონი და ედ ვუდვორდი. წუთიერი დუმილის შემდეგ იგალობენ Flowers of Manchester, რის შემდეგაც თავის ნაწარმოებს შეასრულებს "მანჩესტერ იუნაიტედის" ფონდის ახალგაზრდული გუნდი, ისევე, როგორც ელიოტ ბრასი.

გულშემატკივრებს შევახსენებთ, რომ ცერემონიაზე გამოყენებული იქნება უსაფრთხოების ზომები და აღმოსავლეთ ტრიბუნის გარეთ დაიდგმება სპეციალური კარადა, სადაც შესაძლებელი იქნება ჩანთების შენახვა, რადგანაც დიდი ჩანთების მქონე ადამიანები არ დაიშვებიან ცერემონიაზე.

როგორც კი ცერემონია სტარტს აიღებს 14:40 სთ-ზე, კარიბჭე დაიკეტება. თუმცა, ნებისმიერი, ვინც ამის შემდეგ მოვა, სტადიონის გარეთ მიუნხენის საათთან ახლოს დამონტაჟებულ მონიტორზე მიადევნებს თვალ ცერემონიის მიმდინარეობას.

კლუბის ოფიციალური ტელევიზია 14 საათიდან 16 საათამდე გადასცემს სპეციალურ გამოშვებას, რაშიც გადმოცემული იქნება არა მარტო "ოლდ ტრაფორდზე" მიმდინარე მოვლენები, არამედ ბელგრადსა და მიუნხენში გამართული ღონისძიებაც. რაც შეეხება სრული დღის პროგრამას, მისი ხილვა შესაძლებელი იქნება დიდ ბრიტანეთსა და ირნალდიაში Sky-ს 418-ე არხზე.

ორსაათიანი შოუ მოგვიანებით ხელმისაწვდომი გახდება MUTV-ზე სრულიად უფასოდ, რათა მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა იხილოს "ოლდ ტრაფორდზე" მიმდინარე მოვლენები.

გულშემატკივრებს ასევე შეეძლებათ თვალი მიადევნონ მიმდინარე მოვლენებს კლუბის ოფიციალურ Facebook, instagram, და twitter გვერდებზე, ისევე, როგორც manutd.com-ის ლაივ ბლოგზე თბილისის დროით 15 საათზე.
ახალი ამბები
4 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
6 თებერვალი 2018 13:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Sashineli tragedia :(((
0
№2
ავტორი: Svanchester
6 თებერვალი 2018 16:30
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
სამწუხაროა იუნაიტედის ისტორიაში მსგავსი ფაქტი რომ ფიქსირდება.
0
№3
ავტორი: GeorgeBest
6 თებერვალი 2018 21:02
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დღეს

0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
7 თებერვალი 2018 12:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ამ ღონისძიებებზეც გამოჩნდა რამდენად დიდი კლუბია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top