თბილისი:
მანჩესტერი:
6-02-2018, 10:50
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1708,
კომენტარები: 8
გულშემატკივართა პასუხი მოურინიოს
"იუნაიტედის" გულშემატკივრებმა მოურინიოს კრიტიკას უპასუხეს.
გულშემატკივართა პასუხი მოურინიოს
"მანჩესტერ იუნაიტედის" მხარდამჭერთა ჯგუფმა ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომლითაც ჟოზე მოურინიოს შენიშვნას უპასუხა.

გასულ უიქენდზე მოურინიომ უკვე მეოთხედ გამოხატა უკმაყოფილება "ოლდ ტრაფორდის" ატმოსფეროთი. ჟოზემ აღიარა, რომ მის ფეხბურთელებს მოსწონთ საშინაო სტადიონზე თამაში, მაგრამ ატმოსფერო ვერაფრით შეედრება "პორტსმუთის" პატარა სტადიონზე არსებულ ატმოსფეროს.

მეორე დღეს გულშემატკივართა ორგანიზაციამ ოფიციალური განცხადება გააკეთა და პორტუგალიელს უპასუხა.

"ვეხმაურებით ჩვენი მწვრთნელის კომენტარს, რომელმაც კიდევ ერთხელ დაიჩივლა "ოლდ ტრაფორდზე" არსებულ ატმოსფეროზე "ჰადერსფილდთან" საშინაო მატჩის დროს.

ატმოსფეროს გაუარესება არ ეხება მხოლოდ "ოლდ ტრაფორდს", ეს პრობლემა მთელი ინგლისის კლუბებს ეხება. და, რა თქმა უნდა, ეს პრობლემა არ ეხება მხოლოდ ჩვენს ქომაგებს - ჩვენი გულშემატკივრობა გასვლით მატჩებში ინგლისში საუკეთესოდაა აღიარებული.

დარწმუნებულები ვართ, რომ სტადიონზე არსებული ატმოსფერო პირველ რიგში გულშემატკივართა და კლუბის ურთიერთობაზეა დამოკიდებული, ამაში კი იგულისხმება ფანების ჩართულობა და მათი პასუხისმგებლობის დონე.

სანამ ამ საკითხში ცვლილებები არ არის, სხვა საკითხებზე კონცენტრირებას ვცდილობთ, სადაც გავლენას მოვახდენთ მოკლევადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაზე.

ამ მიზნით გასულ კვირაში შევხვდით დირექტორთა საბჭოს და სტადიონის ხელმძღვანელობას იმის გასაგებად, თუ რისი გაკეთება შეგვეძლო სიტუაციის გამოსასწორებლად. შეხვედრის დეტალებს უახლოეს პერიოდში გაგიმხელთ",
- განაცხადა MUST-მა (Manchester United Supporters Trust)


ახალი ამბები, ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Tyeshela
6 თებერვალი 2018 11:49
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 104
ანუ ბოლობოლო რა არის მიზეზიო? რო არ დაააჯარიმონ მაგის ეშინიათ?
მეგონა გუნდის მოსაწყენ თამაშის სტილზე გააკეთებდნენ კომენტარს მარა არამგონია რამეში დახმარებოდა გუნდს. sad
0
№2
ავტორი: LASHQARA
6 თებერვალი 2018 12:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ჩაგვიყვანეთ ოლტრაფორდზე და ვერანაირი ჯარიმა და ვერანაირი სანქცია ვერ გაგვაჩუმებს. am სტადიონი ის ადგილია სადაც ხმამაღლა უნდა გამოხატო შენი გვერდში დგომა გუნდის მიმართ, აბა მეტი ქომაგს რა შეუძლია. love
1
№3
ავტორი: SANDROGRIGA
6 თებერვალი 2018 12:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
გამოსასწორებელი როა სიტუაცია ფაქტია, ამ ბოლო დროს მართლა ჩუმია ოლდ ტრაფორდი და სტუმარი გუნდის გულშემატკივრების ხმა უფრო ისმის
0
№4
ავტორი: ikeoni
6 თებერვალი 2018 13:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Sainteresoa ras ityvian
0
№5
ავტორი: misteryou
6 თებერვალი 2018 15:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
მთელი 45 წუთის განმავლობაში, ჰადერსფილდთან 1ხელ რომ ვერ დაარტყამ კარის მიმართულებით რომელ ქომაგობაზეა ლაპარაკი თუ ძმა ხარ...თამაში გამოასწორონ და ცოტა სწრაფად ითამაშონ, ბოლოსკენ მყოფ კრისტალ პალასს აქვს ხოლმე მეტი შეტევა და სისწრაფე ვიდრე ჩვენ
0
№6
ავტორი: bziki
6 თებერვალი 2018 16:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ყვრლაფრის თავი არაბები არიან,ყველაზე მაგარი ადგილები აქვთ დათრეული თან ათასობით მგონი ინგლისელებზე მეტნიც არიან ხოლმე.არაბმა რა უნდა უქომაგოს ზის და სემიჭკას აკნაწუნებს
ფანკლუბი კი აქტიურობს მუდმივად მარა ეგ რას ეყოფა მაქსიმუმ 15 ათასნი იყვენენ,დალშე 60 ათასია კიდე საიდანაც ნახევარზე მეტნი არაბები არიან და ნახევარი ტურისტები

მაშინ უნდა მოხდეს აბონიმენტების გაზრდა რო მეტ ადგილობრივს შეეძლოს მისვლა მინიმუმ 40 ათასამდე უნდა გაზარდონ აბონიმენტევის რიცხვი და მერე იქნება გუგუნი თუნდაც ერთი ფეხზე მდგომთა ტრიბუნება რო გაკეთდეს 3 ჟერ მეტნი დაეტევიან და იმ ფულსაც ამოიღებენ რასაც ტურუსტით და არაბით შოულობენ.ამას გარე თვალი რო ვიძახით იასნია მანჩესტერში ბევრად დიდი გამოხმარეუბეა და პროტესტი იქნება ვარიანტებივ მეტი ექნებათ:) მარა მაინც არა მგონია რამე დათმობაზე წავიდეს კლუბის ადმინისტრაცია
0
№7
ავტორი: Svanchester
6 თებერვალი 2018 16:29
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
ინგლისში ცხოვრებას ვნატრობ
0
№8
ავტორი: levionok
6 თებერვალი 2018 19:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
გამარჯობა ყველა მანჩესტერელს! ერთი რაღაცა მონდა ვუთხრა იმ ხალხს ვინც სტადიონის სიჩუმე განპორობებულოა გინდოს თამმაშის ხარისხსე ამა თუ იმ კონკრეტულ თამაშში,არასწორი მიდგომაა და ეს არ არის გულშემატკივრობა ეს არის როცა უყურებ ნეიტრალური გულშემატკივრები და ისინი გულშემატკივრობენ არა გუნდს არამედ კარგ თამაშს! სულ რო ვერ დაარ*** და აქეთ 10 გაგვიტანონ ინდა გაამხნევო და შემდეგ გააკრიტიკე მათი თამაში გააპროტესტე არა სიჩუმით არამედ ემოციით,ასე მგონია მე ეს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top