თბილისი:
მანჩესტერი:
5-02-2013, 14:48
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2224,
კომენტარები: 13
ინტერვიუ ჰენრიკ ლარსონთან!
ჰენრიკ ლარსონის ინტერვიუ...
ინტერვიუ ჰენრიკ ლარსონთან!
2007 წლის იანვარში კლუმა ჰენრიკ ლარსონი არენდით აეყვანა, რაც საზოგადოებისთვის ძალიან დიდი სიურპრიზი გამოდგა. დროდადრო, აშკარავდებოდა, რომ ეს გადაწყვეტილება სერ ალექსმა აზრიანად მიიღო. თქვენს ყურადღებას იპყრობს ჰენრიკ ლარსონის ინტერვიუ, როგორც "მანჩესტერ იუნაიტედის" მოთამაშე, რომელიც დათარიღებულია 2007 წლით...


ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ "ბარსელონას" შემადგენლობაში, თქვენ გადაწყვიტეთ სამშობლოში დაბრუნება კლუბ "ჰელსინბორგში", რის შემდეგაც თქვენ მოულოდნელად "ოლდ ტრაფორდზე" მოხვდით არენდის სახით. გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები?

ეს წარმოუდგენელი იყო. თავდაპირველად, მე არ ვაპირებდი პროფესიულ ფეხბურთში დაბრუნებას. "ბარსელონას" შემდეგ მე შვედეთში აღმოვჩნდი, ხუთი კვირის განმავლობაში მე შანსი მქონდა ჩემი ახლობლები მენახა. ამის შემდეგ ძნელი იყო ვარჯიშებს დავბრუნებოდი. თუმცა ახლა "ოლდ ტრაფორდზე" ვვარჯიშობ.

როდის გაიგეთ პირველად თქვენდამი "იუნაიტედის" ინტერესზე? როგორი იყო თქვენი რეაქცია?

პირველად ამის შესახებ იმ დროს გავიგე, როდესაც "ჰელსინბორგის" მწვრთნელი ჩემთან მოვიდა და მკითხა მინდოდა თუ არა მანჩესტერში გამგზავრება. რათქმაუნდა ჩემი პირველი სიტყვა "დიახ" იყო. ძალიან ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ეს საკითხი ოჯახთან ერთად უნდა გადამეწყვიტა. როდესაც ჩვენ ეს ყველაფერი განვიხილეთ, ისინი ეგრევე დამთანხმდნენ. მე კარგად გავაცნობიერე ყველაფერი და მივხვდი, რომ ასეთ ასაკში ასეთი შემოთავაზების მიღება, წარმოუდგენელი იყო.

გაგიკვირდათ, რომ კლუბმა კონტრაქტი ასეთ ასაკში შემოგთავაზათ?

მე ძალიან გახარებული ვიყავი, მაგრამ ეს ყველაფერი ცოტა უცნაურადაც კი მეჩვენებოდა. მე შვედეთში დავბრუნდი და დასვენება გადავწყვიტე. მაგრამ "იუნაიტედისგან" მივიღე შემოთავაზება, რაზეც ძნელი იყო არ დათანხმება.

"იუნაიტედის" ფეხბურთელებზე გქონდათ რაიმე ინფორმაცია, სანამ ამ კლუბში გადმოხვიდოდით?

მე ბევრი ვიცოდი მათზე, მაგრამ პირადად არც ერთს არ ვიცნობდი.მე და ოლე სოლსკიაირი მსოფლიოს ერთი ნაწილიდან ვიყავით, ასე რომ ბევრს ვლაპარაკობდით ერთმანეთში. ერთ დროს მე "ფენეიორდშიც" ვთამაშობდი, სადაც გერმანული ენა შევისწავლე, ეს დამეხმარა ენდვინ ვან დერ სართან საერთო ენის გამონახვაში.

ყველაზე მეტად, "იუნაიტედის" შემადგენლობიდან, რომელ ფეხბურთელთან გსურთ თამაში?

პრაქტიკულად, ყველასთან. თუ მე გიგზს დავასახელებ, მაშინ სქოულზის დასახელებაც მომიწევს. სქოულზის დასახელებით, კი სოლსკიაირის დასახელებაც მომიწევს. ისინი კლუბში დიდი ხანი თამაშობენ და ლეგენდები არიან. მე მათ თამაშებს ტელევიზორით ვადევნებდი თვალს და ამით ვტკბებოდი. ახლა მათ შემადგენლობაში რონალდოა, რომელიც საკმაოდ კარგად თამაშობს.

ერთ დროს თქვენ რონალდინიოს პარტნიორი იყავით. როგორ ფიქრობთ უეინ რუნისთანაც ასეთი პარტნიორობა გექნებათ?

ყოველთვის ადვილია მსოფლიო კლასის ფეხბურთელებთან თამაში. რონალდინიო და რუნი, ორი ტალანტია. მათ ღვთისგან ბოძებული ნიჭი აქვთ. რონალდინიოსთან თამაშის დროს, როდესაც მას ბურთი ჰქონდა ვიცოდი, რომ ყველაფერს სწორად გააკეთებდა. უეინთან ერთად უკვე ჩავატარე მატჩი "ასტონ ვილას" წინააღმდეგ და საკმაოდ კმაყოფილი დავრჩი, მისი მინდორზე მოქმედებით.

იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ ევროპული დიდება გვიან მოგივიდათ, არ გაოცებთ, რუნის და რონალდოს ასეთი წარმატება?

ეს ცუდია (იცინის). "იუნაიტედის" მაისურით თამაში, მათ მხოლოდ დიდ წარმატებას მოუტანთ. რათქმაუნდა, ეს მათი კარიერაა და ბოლო სიტყვაც მათი გადასაწყვეტია. მაგრამ ასეთ კლუბში თამაშით ისინი სამუდამოდ განვითარდებიან.

როგორ ფიქრობთ, "იუნაიტედში" თამაში კიდევ შეგძენთ სასარგებლო გამოცდილებას?

რათქმაუნდა. ასეთ კლუბში თამაში ფანტასტიკურია. გასახდელში შესანიშნავი ატმოსფერო იგრძნობა. დამიჯერეთ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. "ოლდ ტრაფორდის" და "კარინგტონის" მაგვარს მსოფლიოში ვერსად ნახავთ.

მიამბეთ, თუ რა ხდება გასახდელში?

როდესაც გასახდელში ვიმყოფები, უმეტესად ჩუმად ვარ და თანაგუნდელების ხუმრობებს ვუსმენ. როდესაც სიცილს ვიწყებ, მაშინვე მათ ვუერთდები. მაგრამ იუმორში კარგი არ ვარ. ბიჭები ცდილობდნენ რამოდენიმეჯერ ჩემთან გახუმრებას. მათ უნდოდათ პატარა სკეჩ–შოუ მომეწყო გასახდელში. ამ ჟანრს, ისინი მოდურად მიიჩნევენ.(იცინის)

აქამდე თქვენ გითამაშიათ "ოლდ ტრაფორდზე", მაგრამ როგორც მოწინააღმდეგეს. რა გრძნობა დაგეუფლათ, როდესაც თქვენს მაისურზე "იუნაიტედის" ემბლემა აღმოჩნდა?


ჩემი დებიუტი ფანტასტიკური გამოდგა. გასახდელიდან გამოსვლის შემდეგ, მე ვიგრძენი სტადიონი და ატმოსფერო. "სელტიკ პარკი" რაღაცით "ოლდ ტრაფორდს" ჰგავს, გულშემატკივრების მხრივ. ესპანეთში გულშემატკივრობის სხვა კულტურაა. იქ კლუბის გულშემატკივრები იშვიათად დაყვებიან კლუბს გასვლით მატჩებზე.

როგორ მოგწონთ მანჩესტერი? განსხვავდება ის ბარსელონასგან?

ქალაქი ბოლომდე არ მინახავს, მაგრამ ძალიან მსურს მისი დათვალიერება. მე და ჩემი ოჯახის წევრები ქალაქის ცენტრში, ერთ სასტუმროში ვცხოვრობთ. ასე რომ, ჩვენი მოგზაურობა რესტორანში ან სუპერმარკეტში ჩასვლით განისაზღვრება. ჩემს შვილს ძალიან უყვარს საყიდლებზე სიარული.

"იუნაიტედის" მიმდინარე შემადგენლობაში ხედავთ რაიმე პოტენციალს? შეუძლიათ მათ ჩემპიონთა ლიგის მოგება?

მათ ყველაფერი აქვთ ამისთვის. მაგრამ გუნდს გამოცდილებასთან ერთად, გამართლებაც უნდა. გამართლება ამ ტურნირში საჭიროა.

რა შთაბეჭდილებები დაგრჩათ სერ ალექსზე?

ის ფანტასტიკური ადამიანია. ეს მისი გუნდია და მან მასზე ყველაფერი იცის.

გრძნობთ თუ არა რაიმე ზეწოლას, ინგლისში რომ გადმოხვდეით სათამაშოდ?

ზეწოლა ყოველთვისაა. მაგრამ მე შემოთავაზება "იუნაიტედისგან" მივიღე და ვიცოდი, რომ ეს ასე იქნებოდა. მე აქ იმიტომ ვარ, რომ ფეხბურთი ვითამაშო და კლუბს წარმატება მოვუტანო.


წყარო:http://redevils.ru
ახალი ამბები
13 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
4 თებერვალი 2013 23:32
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ბოლო ნაწილი რატო გამუქდა არ ვიცი შემისწორეთ ეს მოდერებო მე რო ვასწორებ იგივეს მიგდებს მაინც....ეს ინტერვიუ 2007 წელს ჩაიწერა, ვინც ვერ მიხვდებით....ხელები აღარ მივარგა...

სურათზე რო აწერტ ქართულად გაალამაზეთ რა გთხოვთ)) მოდერებო
0
№2
ავტორი: Esi
4 თებერვალი 2013 23:38
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
Lado Ghonghadze,

სურათს სხვა მიხედავს)) ჩასწორებულია...

ყოღაც ლადო :)

0
№3
ავტორი: ლადო
5 თებერვალი 2013 00:09
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
Esi,
გაიხარე ძმაო))) მაგრად ვიწვალეო ვერ ვიტყვი უფრო დავიღალე wink2
0
№4
ავტორი: UTD-Rule
5 თებერვალი 2013 09:39
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
საღოლ ლადო საინტერესო იყო ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№5
ავტორი: love united
5 თებერვალი 2013 14:53
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
საღოლ ლადო!..საინტერესო ინტერვიუა...
0
№6
ავტორი: Luka Gelashvili
5 თებერვალი 2013 14:56
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
საღოლ ლადო ! feel
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№7
ავტორი: ლადო
5 თებერვალი 2013 15:46
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
UTD-Rule,
love united,
TrueDeviL ,

გაიხარეთ ბრატცი))) love
0
№8
ავტორი: GeorgeBest
5 თებერვალი 2013 15:55
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ყოჩაღ ავტორ! winked
0
№9
ავტორი: ლადო
5 თებერვალი 2013 15:59
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
GioO_o,
გაიხარე ადმინისტრატორ hi2
0
№10
ავტორი: buka oboladze
5 თებერვალი 2013 16:30
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
Lado Ghonghadze,
საღოლ საინტერესო ინტერვიუა fellow
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top