თბილისი:
მანჩესტერი:
5-02-2018, 11:52
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1467,
კომენტარები: 9
"იუნაიტედი" კოვაჩიჩის შეძენასაც ეცდება
"წითლები" ნახევარდაცვის გაძლიერებას სერიოზულად გეგმავენ.
გარდა იმისა, რომ ჟოზე მოურინიოს "ბარსელონას" ნახევარმცველ ივან რაკიტიჩის შეძენა სურს, გუნდის ინტერესი მადრიდის "რეალის" ბანაკსაც გადასწვდა და მატეო კოვაჩიჩზე გავრცელდა.

ხორვატ ფეხბურთელს ძალიან უჭირს ზინედინ ზიდანის გუნდის სასტარტო შემადგენლობაში თავის დამკვიდრება, რასაც აქტიურად აკვირდებიან ევროპული გრანდები.

ესპანური გამოცემა AS ამტკიცებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ერთ-ერთი "იუვენტუსით", მილანის "ინტერითა" და "ტოტენჰემით" დაკომპლექტებულ ოთხეულში, რომელიც ფეხბურთელის შეძენას გეგმავს.

"იუნაიტედი" კოვაჩიჩს გაცილებით მეტ სათამაშო დროს ჰპირდება, ვიდრე "რეალი" და გამოცემა იმასაც ამტკიცებს, რომ მატეოს გასულ სეზონშიც სურდა "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგება.

მადრიდის "რეალის" პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ურყევია და გუნდი კოვაჩიჩის გაყიდვას არ აპირებს, თუმცა შეუძლია მისი გამოყენება დავიდ დე ხეას მისაღებად, რის შესახებაც დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ "წითლები" ჯერჯერობით ესპანელ მეკარესთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უფრო მუშაობენ, ვიდრე კოვაჩიჩის შეძენაზე.
ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: bziki
5 თებერვალი 2018 12:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
დეხეაზე ნურავინ ინერვიულებს რომც არ გაახანგრძლივოს კონტრაქტი დარწმუნებული ვარ რო აღარ დაჯდებიან რეალთან მოლაპარაკების მაგიდაზე,მორატაზე ისეთები იკადრეს თან დიმარიას მერე.სიტუაციით ისარგებლეს ბიჭებმა და ფული აკეთეს მანჩესტერით,მოტარაზე საერთოდ დამამცირებელი იყო მაგათი საქციელი. შეილება თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდეს მარა შეთავაზება არა მგონია განიხილონ რამე რეალის.
და საერთოდ არც მინდა რეალთან რაიმე სახის თანამშრომლობა გინდა კროოსი დათმონ, გაირჭონ კოვაჩიჩი და იტრიალონ, გაუპრიალოს სკამი ზიდანს,გაასხმევინონ ამ უამბიციო რეალის სკამისთვის განწირული ვითომ ვარსკვლავებს მონის მენტალიტეტით კოვაჩიჩიდან დაწყებული ისკოთი დამთავრებული,რეალის გარდა ნებისმიერ გუნდში რო ვითომ ლიდერები იქნებიან.
მორატა იმენა ლიდერაა:Dიქ კიდე ხამესს აკაჩავებენ უკვე მოგებულ ბუნდესლიგაში რო როგორმე შეაჩვიონ გუნდს,ერთი ეგაა ლიდერა კიდე
0
№2
ავტორი: Svanchester
5 თებერვალი 2018 12:53
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
არ იქნება ცუდი ვარიანტი ნამდვილად.
0
№3
ავტორი: vale13
5 თებერვალი 2018 13:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 77
Kovachichi kargia
0
№4
ავტორი: K1llsw1tch
5 თებერვალი 2018 13:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 423
ეს ხორვატია და მატიჩი სერბი, მემგონი დახოცავენ ერთმანეთს :დდდ
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
5 თებერვალი 2018 13:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
პერესის ამბავი რო ვიცი 90 მილიონს დაადებს ამას wink
0
№6
ავტორი: vale13
5 თებერვალი 2018 14:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 77
50 girs meti ara
0
№7
ავტორი: ikeoni
5 თებერვალი 2018 16:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Ise ar iqneboda cudi amis yidva
0
№8
ავტორი: gogita1991
5 თებერვალი 2018 20:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
რა კოვაჩიჩი ხალხო დაიერი გვინდა უეჭველი, ეხლა მაგაზე მანერვიულეთ რეალის ზამენა როგორ მოერგება პრემიერლიგას რა
0
№9
ავტორი: gela-manchesteri777
5 თებერვალი 2018 22:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
არამგონია ამან მანჩეში გაქაჩოს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top