თბილისი:
მანჩესტერი:
4-02-2018, 09:32
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1393,
კომენტარები: 9
ფელაინიმ ოპერაცია გაიკეთა
მარუან ფელაინი გუნდს დიდი ხანი ვერ დაეხმარება.
ფელაინიმ ოპერაცია გაიკეთა
მარუან ფელაინი დიდი ხანი იუქმებს მოედანზე, ვინაიდან ოპერაციის გაკეთება გახდა საჭირო, რათა მუხლზე მკურნალობა დაიწყოს.

ბელგიელმა ფეხბურთელმა "უემბლიზე" "ტოტენჰემთან" მატჩში მხოლოდ 7 წუთი გაატარა მოედანზე და მომდევნო ტურის შეხვედრა გამოტოვა.

ოპერაცია 30 წლის ფეხბურთელს გუშინ დილას გაუკეთდა და მარცხენა ფეხის მუხლიდან დაზიანებული ფრაგმენტი ამოაცალეს. პროცედურამ წარმატებით ჩაიარა და ახლა მკურნალობას იწყებს. კლუბის მოლოდინით იგი ექვს კვირაში დაბრუნდება.

მატჩის შემდეგ გაკეთებულ კომენტარში ჟოზე მოურინიომ დაადასტურა, რომ მას ფელაინის იმედი უახლოეს მომავალში ვეღარ ექნება და ასევე ივარაუდა, რომ ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატსაც არ გამოტოვებს.

"დღეს დილას ოპერაცია გაიკეთა. არ მინდა, ძალიან სპეციფიური ვიყო. მირჩევნია, ექიმმა მოგაწოდოთ ოფიციალური ინფორმაცია, რომელსაც ჩვენს ვებ-გვერდზე გამოვაქვეყნებთ. მაგრამ ეს სეზონის დასასრული არ არის მისთვის. სულაც არა.

მას გარკვეული სახის პრობლემა აქვს მუხლზე და მინდა მჯეროდეს, რომ მარტის ბოლოს დაგვიბრუნდება. და თუ დაბრუნდება, იმედი მაქვს, რომ წინ დიდი აპრილი და დიდი მაისი გვექნება სხვა ტურნირზე თამაშის წყალობით".
ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Manuille
4 თებერვალი 2018 12:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
ძალიან უცნაურია ეს ყველაფერი...თუ ასე იყო საქმე მოუმ საერთოდ რატო გამოიყვანა ან განაცხადში რატო შეიყვანა რაა დავიჯერო იმ 7წუთში გაუხდა მუხლი საოპერაციო ? სრული ქაოსია ფელაინის თავს :/
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
4 თებერვალი 2018 13:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ასე მგონია დატოვებს კლუბს სეზონის ბოლოს
0
№3
ავტორი: Buk777
4 თებერვალი 2018 13:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 649
ნუ ეს უნდა წავიდეს ერერაც უნდა მიაყოლოს ტყუილათ იკავებენ ადგილებს სათადარიგოზე დარმიანიც და ბლინდიც გააყოლოს და ამ ოთხი ფეხბურთელიდან ერთ კაი მცველს დაითრევს

ეს ბაილი ზან ტრანვიანობს არადა ზან სერიოზული მცველია ეგ როხო სმოლინგი ჯონსი ბაილს უნდა მოარგოს რომელიმე

დეხეა. ვალენსია, ბაილი, ჯონსი, შოუ. სანჩესი, მარტიალი, მატიჩი, მატა, პოგბა. ლუკაკუ,აი კარგი სასტავია ეგრე ჩემი აზრით
1
№4
ავტორი: ikeoni
4 თებერვალი 2018 14:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
იმედია მალე გამოჯამრთელდება
0
№5
ავტორი: shotkin
4 თებერვალი 2018 17:18
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ერთხელ და სამუდამოდ გაუშვან რა ეს ნაყარ ნუყარი ხალხი ბლინდის , ფელაინის და კიდე რამოდენიმეს თაოსნობით, შეიძლება რაღაც დონეზე კარგი ფეხბურთელი იყო მარა ყველა გუნდს ვერ მოერგები არაა რა ეს კაცი ამ გუნდის სტილი.
0
№6
ავტორი: F1RSTA
4 თებერვალი 2018 18:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 90
ბლინდი.დარმიანი. ორივე გასაშვებია და ერერა მაგრად მევასება
0
№7
ავტორი: Svanchester
4 თებერვალი 2018 22:49
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
დასასრულს მიუახლოვდა ფელაინის მანჩესტერული კარიერა
0
№8
ავტორი: stepno
5 თებერვალი 2018 00:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
რაღაც არამგონია ამის დაბრუნების არ მჯერა:)) ალბათ ეს სეზონი ვეღარ ითამაშებს და ზაფხულში წავა სადმე თურქეთში ან ისევ ინგლისში რომელიმე საშუალო დონის კლუბში სადაც ფელოს ადგილიაა რეალურად:)))
0
№9
ავტორი: vale13
5 თებერვალი 2018 10:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 77
5-6 pexburteli gasashvebia zapxulshi
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top