ჟოზე მოურინიოს მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" სრულად აკონტროლებდა "ჰადერსფილდთან" მოგებულ შეხვედრას იმ დღეს, როცა 60 წლის მიუნხენის კატასტროფაში დაკარგული ადამიანები გავიხსენეთ. ყოველთვის კონტროლირებადი
"ვფიქრობ, პირველ ტაიმში ბურთის ფლობის დაახლოებით 80 პროცენტი გვქონდა, მაგრამ არა გოლი. შესვენებაზე გასული კი ასეთ მდგომარეობაში მცირე ზეწოლას განიცდი, ამიტომ მნიშვნელოვანი იყო მეორე ტაიმში სიმშვიდის შენარჩუნება, ჩვენი თამაშის გაგრძელება და იდენტურობის არ დაკარგვა, კვლავ შეტევაში წასვლა, რადგან ჩვენ ისეთი ფეხბურთელები გვყავს, რომლებიც კარგად გრძნობენ თავს პასებისა და შემტევი მოქმედებების დროს. მეორე ტაიმში ოდნავ უფრო მეტ ინტენსიურობას მივმართეთ, ბურთს უფრო მაღლა ვიჭერდით და უფრო სწრაფად ვამოძრავებდით, რასაც პირველი გოლი მოჰყვა. 1-0 ანგარიშზეც ვგრძნობდი, რომ მატჩი უკვე მოგებული გვქონდა, რადგან ბურთს ძალიან ხშირად ვფლობდით. ამიტომაც ვფიქრობ, რომ სოლიდური მატჩი ჩავატარეთ; დაცვაშიც კი გუნდი ბურთს მოედნის სიღრმეში იჭერდა".
გოლების ანალიზი
"დიდებული პრესინგი მატიჩისგან, ბურთის კარგად დაფარვა, კარგი ჩაწოდება და შემდეგ, რა თქმა უნდა, კარგი მოძრაობა და შესრულება. პენალტის გაფუჭებამ ლამის გულის შეტევა მიმაღებინა, მაგრამ მეორე გოლიც მნიშვნელოვანი იყო თამაშის მოსაკლავად."
მაკტომინეის საკამათო ეპიზოდი პირველ ტაიმში
"არ ვიცი - ტელევიზორში არ მინახავს. შეიძლება კი, შეიძლება არა. არ მომეწონა, რომ ვან ლა პარამ ითვალთმაქცა, თითქოს ტრავმირებული იყო და მერე ბურთი მიიღო - ეს მინიმუმ ყვითელი ბარათია. მაგრამ ძალიან კარგად იბრძოდნენ; მათ 24 ქულა აქვთ და ყველა ქულას ოქროს ფასი აქვს, ამიტომაც იბრძოდნენ".
ალექსისი დინამიკისგან სიამოვნებას იღებდა
"ალექსისმა სამი მატჩი ჩაატარა და მათგან მხოლოდ ერთი შედგა "ოლდ ტრაფორდზე". მაგრამ არ მინდა ინდივიდუალიზება, რადგან შემტევი ტიპის ფეხბურთელებში ძალიან დიდი ხარიხსია; ჩვენ გვყავდა მარსიალი და რეშფორდი, რომლებიც სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთვებოდნენ. მომავალში მათთვის უფრო ადვილი იქნება ერთად თამაში. ალექსისი სიამოვნებას იღებდა გუნდის დინამიკიდან. ის ფანტასტიკური მოთამაშეა, მაგრამ პრიმა დონა არ არის. მოკრძალებული ბიჭია, რომელსაც არ ავიწყდება, საიდან დაიწყო. დარწმუნებული ვარ, რომ ჩილეში თამაშისას მას გარკვეულ ადგილებზე უჭირდა თამაში და რთული მეტოქეებიც ჰყავდა, ასე რომ, ამას მიჩვეულია."
პოგბა კარგი ბიჭი იყო
"პენალტის დარტყმის გადაწყვეტილება პოგბასა და სანჩესს უნდა მიეღოთ. ვფიქრობ, პოგბა კარგი ბიჭივით მოიქცა, რომ მას დაუთმო, რადგან ესმოდა გოლის გატანის მნიშვნელობა. არა მგონია, ალექსისს ოცნების გოლი გაეტანა - ალბათ, ყველას ურჩევნია, რომ პენალტი სეივისა და მეორე მცდელობის გარეშე გაიტანოს, მაგრამ მან დეტალებისადმი ყურადღება გამოავლინა და ეს ძალიან მსიამოვნებს".
შედეგისთვის ბრძოლა მიუნხენის წლისთავის აღსანიშნავად?
"შედეგს არავითარი კავშირი არ აქვს ამ მოგონებასთან და პატივისცემასთან იმ ხალხისა, ვინც პირდაპირ და ირიბად იყო ჩართული მოვლენებში. ვფიქრობ, უბრალოდ კარგია სახლში თამაში, მოგება და დარჩენა იმ პოზიციაზე, რომელიც არ არის ჩვენი ამბიციის ნაწილი, მაგრამ ახლა ამ პოზიციაზე ვართ და მის შესანარჩუნებლად უნდა ვიბრძოლოთ".
ინტერვიუები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.