"იუნაიტედის" ბელგიელი თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ, კმაყოფილებას გამოხატავს "წითელი ეშმაკების" ჩილელი შემტევით ალექსის სანჩესით. მისი თქმით სანჩესის სწრაფვამ გამარჯვებისთვის, მასზე დიდი სთაბეჭდილება მოახდინა.
"მისი თამაშის დროს ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ მისი მოწოდება "იუნაიტედში" თამაშია. ალექსისი უმაღლეს დონეზე თამაშს იმსახურებს. ხალხი მას ხშირად აკრიტიკებს, რომ თითქოს მას მოედანზე რაიმე განსხვავებული ახირებები აქვს თუმცა ეს ნამდვილად ასე არ არის.
მისმა სწრფვამ გამარჯვებისკენ ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ჩვენ ერთმანეთს ესპანურ ენაზე ვესაუბრებით, თუმცა მან ინგლისურიც შესანიშნავად იცის. მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი გუნდი ყოველთვის ცდილობს, კომფორტული სიტუაცია შეუქმნას მათ, ვინც ჩვენს რიგებში პირველად მოდის.
ვფიქრობ, სანჩესი უკვე თავს შესანიშნავად გრძნობს ახალ კლუბში, დარწმუნებული ვარ ის მაღლ დონეზე ასპარეზობას კვლავინდებურად შეძლებს".- ციტირებს "წითელი ეშმაკების" ფორვარდის სიტყვებს Sky Sports.
წყარო: euro-football.ru
ინტერვიუები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.