"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხაა, რომ ის არ აღიარებდა ჩემპიონობისთვის ბრძოლაში დამარცხებას, ჟოზე მოურინიოს სიტუაციაში რომ ყოფილიყო.
შუა კვირაში "ტოტენჰემთან" 2:0 დამარცხების შემდეგ "იუნაიტედი" "სიტის" უკვე 15 ქულით ჩამორჩება, ამ მატჩის შემდეგ კი პორტუგალიელმა სპეციალისტმა აღიარა, რომ მის გუნდს "ქალაქელების" დაწევის შანსი აღარ აქვს და მხოლოდ მეორე ადგილის შენარჩუნებისთვის უნდა იბრძოლოს.
ამ მოსაზრებას არ ეთანხმება გვარდიოლა:
"არა, არ ვფიქრობ, რომ მის ადგილას დამარცხებას ვაღიარებდი. ეს არასოდეს მოხდებოდა. ამ სეზონში წაგებულ ორ მატჩშიც კი ვაჩვენეთ, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ.
ყოველ შეხვედრას იმის გამო ვატარებთ, რომ ჩვენს საქმიანობას აზრი მივცეთ. ვიცი, 15 ქულა ძალიან დიდი უპირატესობაა ამჟამად. ასეთივე უპირატესობა გვქონდა 6 მატჩის წინ. თუმცა, ფეხბურთში და ზოგადად სპორტში ყველაფერია შესაძლებელი. დღეს კარგი ხარ, ხვალ - ცუდი.
ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ კონცენტრაციას ვინარჩუნებთ. ჩემი გამოცდილება მკარნახობს, რომ სანამ საქმეს არ გააკეთებ, ყველაფრისთვის უნდა იყო მზად", - განაცხადა გვარდიოლამ.
ინტერვიუები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.