თბილისი:
მანჩესტერი:
3-02-2018, 13:34
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1460,
კომენტარები: 5
მოურინიო იბრაჰიმოვიჩის წასვლას გამორიცხავს
ზლატანი კლუბის დატოვებას არ აპირებს.
მოურინიო იბრაჰიმოვიჩის წასვლას გამორიცხავს
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ არ სჯერა კლუბიდან ზლატან იბრაჰიმოვიჩის ნაადრევად წასვლის.

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შვედი ფეხბურთელი ამერიკის შეერთებულ შტატებში აპირებს კარიერის გაგრძელებას, მისით დაინტერესებული გუნდი კი "ლოს-ანჯელეს გელექსია".

თუმცა, მოურინიო ასე არ ფიქრობს და იმედოვნებს, რომ ზლატანი გუნდის დახმარებას კიდევ მოახერხებს.

"მას ყოველდღე ვხვდები. მასთან პირდაპირ არ ვმუშაობ, მაგალითად, დღეს მხოლოდ ის ვნახე, თუ როგორ ვარჯიშობს ფიზიოთერაპევტთან ერთად.

არასოდეს უხსენებია მსგავსი რამ ჩემთან საუბრისას. არასოდეს გამოუთქვამს თავისი აზრი და არც კომენტარი გაუკეთებია, ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს სიცრუეა. ალბათ, მე ყველაზე პირველად მეტყოდა, ასე რომ ყოფილიყო. ამიტომაც ვერ წარმომიდგენია, რომ წავიდეს",
- განაცხადა მოურინიომ.
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
3 თებერვალი 2018 13:39
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ზაფხულშ დაუმთავრდება კონტრაქტი და წავა კიდეც დიდი ალბათობით
1
№2
ავტორი: gache1991
3 თებერვალი 2018 13:54
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
უნდა წავიდეს და გრიზმანი დიბალადან რომელიმეს მოსვლა კიდე უფრო აუცილებლობა გახდება,ძაან კარგად და ღირსეულად მოიქცა გუნდი რო ცუდ დროს არ მიატოვა მარა ამ სეზონის მერე არც ამის ამხელა ხელფასის ხდას აქ დიდი აზრი და არც შემადგენლობაში ყოფნას
0
№3
ავტორი: Svanchester
3 თებერვალი 2018 15:06
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ეს ზაფხულში უეჭველი წავა.
0
№4
ავტორი: ikeoni
3 თებერვალი 2018 16:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
imedia isev vixilavt sharshandel zlatans
0
№5
ავტორი: gaga1987
3 თებერვალი 2018 17:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
zafxulshi cava es kaci manamde arsad.ligis mogebaze ichalichebs ak tugamouvida
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top