თბილისი:
მანჩესტერი:
3-02-2018, 13:27
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1444,
კომენტარები: 4
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ
მოურინიომ ტრავმირებულთა შესახებ ისაუბრა.
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ
ჟოზე მოურინიომ დაადასტურა, რომ მარუან ფელაინი "ტოტენჰემთან" მატჩში მიღებული ტრავმის გამო შაბათს "ჰადერსფილდთან" მატჩს გამოტოვებს.

გუშინ კლუბის ოფიციალური ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ჟოზემ განაცხადა, რომ ბელგიელი ნახევარმცველის გარდა სხვა არავინაა ტრავმირებული.

"გუნდის სამედიცინო ჯგუფი ჯერ კიდევ მუშაობს ამაზე. ტრავმა აქვს და ვწუხვარ მის გამო პირადად და გუნდის გამოც, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.

ახალი სათქმელი არაფერი მაქვს, რადგან არ მინდა, ახალი ამბავი პირად მოსაზრებაზე დავაფუძნო. მაგრამ არც ის მგონია, რომ ახალი ამბავი სასიამოვნო იყოს. მუხლზე აქვს პრობლემა - იგივე მუხლია, რომელიც ადრე ტკიოდა, მაგრამ ამჯერად იგივე წერტილი არ არის. მანამდე შიდა ტკივილები იყო, ახლა კი გარეა, ამიტომ რამდენიმე დღე უნდა მოვიცადოთ, ხვალ კი, რა თქმა უნდა, ვერ ითამაშებს.

ის გვჭირდება და ჩემპიონთა ლიგაც გვიახლოვდება, წინ ბევრი რთული მატჩია. რამდენიმე კვირა ნამდვილად ვერ დაგვეხმარება, მაგრამ ვერ გეტყვით, ეს რამდენიმე კვირა რამდენია. ახლა ვერაფერს დავაზუსტებ".


ეს ნიშნავს, რომ ფელაინი დიდი ხნის ტრავმირებულ ერიკ ბაიისა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს შეუერთდება. რაც შეეხება ამ წყვილს, მოურინიომ მათ შესახებ შედარებით უფრო პოზიტიური განცხადება გააკეთა.

"მოედანზე უკვე ვარჯიშობენ, მაგრამ არა ჯგუფთან ერთად, არამედ ცალკე, რაც ნიშნავს, რომ ჯერ ვერ დაგვიბრუნდებიან. თუმცა, მინდა მჯეროდეს, რომ თვის ბოლოს, ჩემპიონთა ლიგის მატჩებისთვის დაგვიბრუნდებიან".
ახალი ამბები
4 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
3 თებერვალი 2018 13:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ბააი ძაან აკლია დაცვას, ფელაინის ტრამვა კიდე იმდენად არაა პრობლემა
0
№2
ავტორი: gache1991
3 თებერვალი 2018 13:57
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
რა კაცია მოკეტეო უთხარი და კონტრაქტი გააგრზელეო:)))) როგორ ევასება ერთი ობი მიკელის აზრს ვერ ვხედავდი გუნდში და მეორე ამისი და :)) გაუშვით რა ფელაინი კერიკი წავა მატიჩიც უკვე უკან უკან წავა გაუჭირდება ესეთი სისწრაფით და დაიერი დაგვხატავს ამოავსებბს ყველაფერს.
0
№3
ავტორი: Svanchester
3 თებერვალი 2018 15:05
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ჟოზე წელს რამე მსუყე ტიტული უნდა დადო, კარგი იქნება ჩემპიონთა ლიგას თუ გაგვახსენებ :))))
0
№4
ავტორი: ikeoni
3 თებერვალი 2018 16:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
baili dzaan tramviania raa:(((
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top