''მანჩესტერ იუნაიტედმა'' ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ერთადერთი, მაგრამ უმნიშვნელოვანესი ტრანსფერი განახორციელა და შეტევის ხაზი ჩილელი უნივერსალით გააძლიერა.გუნდის რიგები მხოლოდ არენდის სახით დატოვეს აკადემიის აღზრდილმა ჯეიმს უილსონმა, აქსელ ტუანზებემ და დემეტრი მიჩელმა.
თავის მხრივ იაქტიურა "სევილიამ", რომელმაც სამივე რგოლი გააძლიერა. დაცვაში პორტოდან მიგელ ლაიუნი დაეხმარება მონტელას გუნდს, მიუხედავად იმისა, რომ დიდი სათამაშო პრაქტიკა არ ქონდა, მექსიკის ეროვნულ ნაკრებში შეუცვლელი ფიგურაა და რეგულარული სათამაშო დრო ეძლევა. ნახევარდაცვაში ნავასი, ბანეგა, ნზონზის ტრიოს, სუონსიდან იჯარით ნათხოვარი როკე მესა დაემატა, რომელმაც პრემიერ ლიგის ეგიდით გამართულ 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა ''გედების'' მაისურით, თუმცა გოლით ან საგოლე გადაცემით თავი არ გამოუჩენია.
საინტერესო იყო სანდრო რამირესის დამატება, რომელიც სეზონის დასაწყისში, "იუნაიტედის" ლეგენდის, უეინ რუნის მხარდამხარ თამაშობდა ''ევერტონის'' მაისურით და ''ოლდ ტრაფორდზე'' გამართულ შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ინგლისური კარიერა კარგად ვერ აეწყო, ''მალაგაში'' ასპარეზობა მხოლოდ და მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს, 22 წლის ახალგაზრდაა ესპანელი ამჯერად ვისემ ბენ იედერთან ერთად შეეძლება დავიდ დე ხეას კარის დალაშქვრას.
რაც შეეხება ზოგადად "სევილიას", გუნდი 21 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, 33 ქულით მეექვსე პოზიციაზეა, გატანილი აქვს 27 გოლი, საკუთარ კარში კი 29 აქვს მიღებული (ანალოგიური რაოდენობა რამდენიც მაგალითად "ლივერპულმა" მიიღო საკუთარ კარში, თუმცა მერსისაიდელებს 4 მატჩით მეტი აქვთ ჩატარებული)
მონტელას შეგირდები სახლში და გარეთ, ორი სხვადასხვა გუნდია, სახლში ჩატარებული 10 შეხვედრიდან გუნდი მხოლოდ ერთხელ, ისიც ანდალუსიურ დერბიში დამარცხდა ''ბეტისთან'', გასვლით 11 ტურში კი გუნდმა 7 მარცხი განიცადა. იგივე ფაქტს ადასტურებს მათი უსუსური თამაში მოსკოვში, ადგილობრივი ''სპარტაკის'' წინააღმდეგ სადაც 5-1 განადგურდა და რამდენიმე დღეში ვერც ''მარიბორი'' დაამარცხა და ფრეს დასჯერდა, რომელიც კიდევ ერთხელ "ლივერპულის" მაგალითზე 7-0 დამარცხდნენ საკუთარ კედლებშივე.
როგორც სტატისტიკიდან ჩანს ყველაფერი ''ოცნებების თეატრში'' უნდა გადაწყდეს. სადაც ''წითელი ეშმაკები'' ნებისმიერ მეტოქესთან უპირობო ფავორიტებად ითვლებიან. შეგახსენებთ პირველი მატჩი ''სევილიასა'' და ''იუნაიტედს'' შორის 21 თებერვალს, განმეორებითი კი 13 მარტს გაიმართება.
სიახლეები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.