თბილისი:
მანჩესტერი:
3-02-2018, 02:02
ავტორი: Goginashvili777,
ნანახია: 1482,
კომენტარები: 5
გასული თვის საუკეთესო მოთამაშე
ხმა მიეცით იანვრის, თვის საუკეთესო მოთამაშეს.
გასული თვის საუკეთესო მოთამაშე
"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური საიტი ტრადიციულად ყოველი თვის საუკეთესო მოთამაშეს ასახელებს. გასული თვეში "იუნაიტედის" მოთამაშეებმა 6 შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა, რომელშიც მხოლოდ ერთხელ დამარცხდენ, ხოლო დარჩენილ ხუთ შეხვედრაში გამარჯვებას მიაღწიეს.

გასული თვის საუკეთესოს წოდებაზე ლუკ შოუ, ენტონი მარსიალი და ჯესი ლინგარდი იბრძოლებენ.

ლუკ შოუ: 4 ჩატარებული მატჩი, 0 გოლი.

ინგლისელმა მცველმა მრავალხნიანი ტრამვის შემდეგ, მოახერხა ძირითად გუნდში დაბრუნება, რასაც ხელი შეუწყო ეშლი იანგის სამ მატჩიანმა დისკვალიფიკაციამ. შოუ გასულ თვეს მაყურებელმა 4-ჯერ იხილა მინდორზე, სადაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა და გუნდს მნიშვნელოვნად დაეხმარა მშრალი სერიის გახანგრძლივებაში. ამის გათვალისწინებით, მაყურებელთა დიდმა ნაწილმა Twitter-ის მეშვეობით, სწორედ შოუს დაუჭირა მხარი თვის საუკეთესოს პრეტენდენტობის კანდიდატათ წარსდგენისთვის.

ენტონი მარსიალი: 4 ჩატარებული მატჩი (1 სათ.სკამი), 3 გოლი.

ფრანგი კვლავ შთამბეჭდავად გამოიყურება. მისი ბრწყინვალე თამაშით "იუნაიტედმა" მნიშვნელოვან მატჩებში შეძლო სამი ქულის აღება. მარსიალმა თავის გამოჩენა "ევერტონთან", "სტოკთან" და "ბარნლისთან" შეძლო. მიმდინარე სეზონზე ენტონი ჰეთ-რიკის შესრულებას შეეცდება აღნიშნული ტიტულის მოსაპოვებლად. მოგეხსენებათ, სექტემბრისა და ოქტომბრის თვეში, სწორედ ფრანგი დაეუფლა თვის საუკეთესოს წოდებას.

ჯესი ლინგარდი: 5 ჩატარებული მატჩი (1 სათ.სკამი) 3 გოლი.

ჯესი ლინგარდმა თვის საუკეთესოს ჯილდო პირველად გასულ თვეს, დეკემბერში მოიგო და ფორმის შენარჩნუებაც შეძლო. ახალი წლის შემდეგ "იუნაიტედის" მეთოთხმეტემ თავი "ევერტონთან", "დერბისთან" და "იოვილთან" გამოიჩინა. გარდა ამისა, მისი შთამბეჭდავი ფორმით, იგი "იუნაიტედის" ძირითად და შეუცვლელ მოთამაშად ჩამოყალიბდა.


ხმის მისაცემად დააჭირეთ აქ

წყარო: Manutd.com


რომელია თვის საუკეთესო მოთამაშე?

ლუკ შოუ
ენტონი მარსიალი
ჯესი ლინგარდი

ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: kantona-7
3 თებერვალი 2018 09:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ლინგარდია საუკეთესო ჩემიაზრით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№2
ავტორი: SANDROGRIGA
3 თებერვალი 2018 12:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მარსიალი კარგი იყო მარა შოუმ ისე მოინდომაჩემი ხმა ლუკს
0
№3
ავტორი: glory28
3 თებერვალი 2018 13:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
ენტონი <3

ენტონი <3
0
№4
ავტორი: ikeoni
3 თებერვალი 2018 13:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Mainc marsiali:))
0
№5
ავტორი: Svanchester
3 თებერვალი 2018 15:02
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
მარსიალს კარგი თვე ქონდა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top