"მანჩესტერ იუნაიტედი" იუგოსლავიის დედაქალაქ ბელგრადიდან მიუნხენში ჩაფრინდა - ჩემპიონთა თასის გათამაშების 1/4 ფინალში კლუბმა გადალახა "ცრვენა ზვეზდას" წინააღმდეგობა, ორი მატჩის ჯამში 5:4 და უკან, მომავალ ტიტულებზე ფიქრით ბრუნდებოდა.
1958 წლის 6 თებერვალი სამუდამოდ დარჩა შავ ფურცლად, როგორც კლუბის ისტორიაში, ასევე გულშემატკივრების მეხსიერებაში. ''იუნაიტედის'' თვითმფრინავმა, ორი წარუმატებელი აფრენის მცდელობის შემდეგ, მესამე მცდელობაზე კატასტროფა განიცადა და შეიწირა 23 ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის 8 ფეხბურთელი.
''ჰადერსფილდთან'' მოახლოებულ მატჩს "იუნაიტედის" ფეხბურთელები, შავი სამკლაურებით ჩაატარებენ, რითაც პატივს მიაგებენ მიუნხენის ტრაგედიის დროს გარდაცვლილ ადამიანებს.
პორტუგალიელმა სპეციალისტმა, მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა 60 წლის წინ მომხდარ ტრაგედიაზე და ფეხბურთელებს მოუწოდა, განსაკუთრებულად დახარჯულიყვნენ მოედანზე. სატურნირო სიტუაციის გარდა, მოპოვებული გამარჯვება ''იუნაიტედის'' გულშემატკივრებს, თებერვლის პირველ კვირას, ტრაგედიისგან განსხვავებულ, დადებით ემოციებს დაუტოვებს.
წყარო : manchestereveningnews.co.uk
სიახლეები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.