იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ, მოურინიომ შემადგელობაში, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს, ახალი ფეხბურთელი დაამატა ალექსის სანჩესის სახით.
ფიფას წესების მიხედვით, ფეხბურთელს რომელსაც მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ნათამაშები არ აქვს, უფლება ეძლევა ახალ გუნდთან ერთად იასპარეზოს. როგორც ცნობილია, უკანასკნელ დასრულებულ სეზონში, "არსენალმა" ოთხეულში შესვლა ვერ მოახერხა და მხოლოდ ევროპა ლიგის საგზურს დასჯერდა.
''სევილიას'' წინააღმდეგ გასამართი ორ მატჩიანი დუელისთვის მოემზადებიან :
მცველები : ვიქტორ ლინდელოფი, ერიკ ბაილი, ფილ ჯონსი, კრის სმოლინგი, მარკოს როხო, დეილი ბლინდი, ლუკ შოუ, ანტონიო ვალენსია, მატეო დარმიანი, აქსელ ტუანზებე.
ნახევარმცველები : პოლ პოგბა, ხუან მატა, ჯესი ლინგარდი, ნემანია მატიჩი, მაიკლ კერიკი, ეშლი იანგი, ანდერ ერერა, მარუან ფელაინი, დემეტრი მიჩელი, სკოტ მაკტომინი.