თბილისი:
მანჩესტერი:
3-02-2018, 00:45
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3801,
კომენტარები: 10
მოურინიო და გვარდიოლა - ოდესღაც "ბარსელონაში"
თანამედროვეობის ორი ყველაზე გამორჩეული მწვრთნელის "ბარსელონაში" გატარებული პერიოდის შესახებ.
მოურინიო და გვარდიოლა - ოდესღაც
ბობი რობსონმა "ბარსელონას" ჩაბარების შემდეგ გადაწყვიტა გუნდში ჟოზე მოურინიო მოეყვანა. "ბარსელონას" იმჟამინდელი პრეზიდენტი ნუნიესი ყოველივე ამის წინააღმდეგი იყო. საქმე იმაში გახლდათ, რომ ნუნიესმა უკვე დაუნიშნა რობსონს თანაშემწე, რომლის შენახვაც გარკვეულ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, ხოლო კიდევ ერთი თანაშემწის შენახვა მისთვის დამატებით ხარჯებს ნიშნავდა. საბოლოოდ რობსონმა თავისი გაიტანა და ჟოზე გუნდში მიიყვანა. "ჟოზემ პირველი თვეები ჩემს ოტელში გაატარა, სრულიად უფასოდ. როდესაც ჟოზემ გვაჩვენა, რომ თარჯიმნობაზე მეტი შეეძლო, ჩვენ მას მაშინვე გავუზარდეთ ანაზღაურება" - ამბობდა "ბარსას" მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტი ჟოან გასპარი. საბოლოოდ პორტუგალიელს ხელფასი თვეში 3 000 ფუნტამდე გაუზარდეს.

ის, რომ ჟოზეს თარჯიმნობაზე მეტი შეეძლო პირველად AS-ის ჟურნალისტმა სანტი ხიმენესმა შეამჩნია. ამ უკანასკნელმა საკმაოდ კარგად იცოდა ინგლისური და ხშირად გვეუბნებოდა, რომ პრესკონფერენციებზე ჟოზე უბრალოდ კი არ თარგმნიდა, არამედ საინტერესოდ განავრცობდა რობსონის მოსაზრებებს. მოუმატეს რა ხელფასი ჟოზე საცხოვრებლად სიჯესში გადავიდა. იქვე ცხოვრობდა ბობი რობსონიც. მაშინ სიჯესი გეი ტურიზმის ცენტრი იყო. ერთ-ერთ ინტერვიუს დროს ხიმენესმა პორტუგალიელს შემდეგი რამ უთხრა: "ჟოზე, შენ რობსონს ყველგან დაჰყვები. შენ რა, მისი ბოიფრენდი ხარ ?" "მომიყვანე შენი და სიმართლეს მისგან გაიგებ" - მიუგო ჟოზემ.

მოურინიოსა და რობსონის ურთიერთობა კი შემდეგნაირად დაიწყო...

რობსონის გაცნობამდე ჟოზე "ვიტორიის" ახალგაზრდულ გუნდს წვრთნიდა სეტუბალში. 1990-იან წლებში "ვიტორიის" მწვრთნელი მანუელ ფერნანდეში გახლდათ, რომელმაც შემდგომში კარიერა "ეშტრელში" განაგრძო. "ვიტორიიდან" მან ერთი თანაშემწე გაიყოლა თან და ეს სწორედ ჟოზე მოურინიო იყო. ფერნანდეშის თქმით ჟოზეს განსაკუთრებული სამწვრთნელო ხედვები ჰქონდა. “ეშტრელში” მათი ასპარეზობა წარუმატებელი გამოდგა. გუნდმა ჩემპიონატი მე-18 პოზიციაზე დაასრულა და დაქვეითდა. ფერნანდეში გაანთავისუფლეს, ის “ოვარენსში” გადავიდა. ფერნანდეშმა ახლაც მოინდომა ჟოზეს თან წაყვანა, მაგრამ მოურინიომ უარი განაცხადა, ის “ეშტრელში” დარჩა. მოურინიო ფეხბურთელების ფიზიკურ მომზადებას მეთვალყურეობდა ჟეზუალდო ფერეირას შტაბში. ეს უკანასკნელი მოურინიოს ლექტორი გახლდათ სამწვრთნელო კურსებზე. 1 წლის შემდეგ ფერნანდეში და მოურინიო კვლავ გაერთიანდნენ. “სპორტინგის” პრეზიდენტმა სოუზა სინტრამ ფერნანდეში მთავარი მწვრთნელის - ბობი რობსონის ასისტენტად დანიშნა, ფერნანდეშმა კი მოურინიო გუნდში თარჯიმნის პოზიციაზე მიიწვია.

როდესაც რობსონი ლისაბონს ეწვია, აეროპორტში მას სწორედ სოუზა სინტრა და ჟოზე მოურინიო დახვდა. იმის იმედად, რომ პორტუგალიურს შეისწავლიდა რობსონმა სთხოვა ჟოზეს, რომ მასთან ნაკლებად ესაუბრა, მაგრამ ჟოზე პირიქით, რობსონთან ხშირად ურთიერთობდა. გარდა თარჯიმნობისა ის ხშირად ესწრებოდა სამწვრთნელო სესიებს და მეკარეების გაწვრთნაში ღებულობდა აქტიურ მონაწილეობას. “გაცნობისას მითხრა, რომ მისი მამა მეკარე იყო, თვითონ კი მწვრთნელის დიპლომი ჰქონდა. ჩვენ კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს და ოჯახებითაც დავახლოვდით” - აღნიშნავდა რობსო თავის ავტობიოგრაფიაში.

მოურინიო და გვარდიოლა - ოდესღაც "ბარსელონაში"

1993 წელს სოუზა სინტრამ რობსონის ნების მიუხედავად პაულო სოუზა და ანტონიო პაშეკა “ბენფიკაში” გაუშვა, რამაც გუნდის პრეზიდენტსა და მწვრთნელს შორის კონფლიქტი გამოიწვია. “სპორტინგი” ჩემპიონატს ლიდერობდა, თუმცა თასების მფლობელთა თასებზე “ზალცბურგთან” 0-3 მარცხის შემდეგ სინტრამ თვითმფრინავში განაცხადა, რომ რობსონი გუნდიდან გათავისუფლებული იყო. რა თქმა უნდა, ყოველივე ეს მან პორტუგალიურ ენაზე განაცხადა, ამიტომ ეს შოკისმომგვრელი სიახლე რობსონს სწორედ მოურინიომ ამცნო. ლისაბონში ჩასვლისას რობსონმა გამოსამშვიდობებელი საღამო მოაწყო. საღამო რობსონმა ძლიერ ნასვამმა დატოვა, “სპორტინგის” ერთ-ერთი ფეხბურთელი სერგეი შერბაკოვი კი უფრო მეტიც, ავარიაში მოხვდა და 22 წლის ასაკში დაინვალიდდა.

სულ მალე ბობი რობსონმა “პორტო” ჩაიბარა, ასისტენტად კი მან არა ფერნანდეში, არამედ ჟოზე მოურინიო აიყვანა. წელიწადში ჟოზე ანაზღაურების სახით 35 000 ფუნტს ღებულობდა. მას ქვეყნის ყველაზე მაღალანაზღაურებად თარჯიმნად იცნობდნენ, სინამვდილეში მისი მთავარი საქმიანობა მოწინააღმდეგეების შესწავლა გახლდათ.

“პორტოსთან” მოპოვებული 2 საჩემპიონო ტიტულის შემდეგ რობსონმა “ბარსელონაში” იოჰან კროიფი ჩაანაცვლა. ბობი კარგად იცნობდა “ბარსას” ვიცე-პრეზიდენტ ჟოაო გასპარს. ეს უკანასკნელი რობსონს ხშირად ესაუბრებოდა ლუიშ ფიგუს შესაძლო ტრანსფერზე. “პორტოში” ხელფასებისა და პრემიების გადახდას აყოვნებდნენ. ერთ-ერთ საღამოზე რობსონმა აღმოაჩინა, რომ გუნდის გამორჩეული ფეხბურთელი ემერსონი წვეულებაზე არ იმყოფებოდა. შემდეგ მან მოურინიოსგან გაიგო, რომ ყოველგვარი მწვრთნელთან შეთანხმების გარეშე გუნდის ხელმძღვანელობამ ის 6 მილიონ ფუნტად “მიდლსბროში” გაუშვა. “ეს ხომ ძალიან კარგია. ეს იმას ნიშნავს, რომ პრემიებს მივიღებთ” - გაიხუმრა რობსონმა.

“ბარსასთან” მოლაპარაკების გამართვაში რობსონს მოურინიო დაეხმარა. შემდეგ ის სეტუბალში დაბრუნდა, სადაც მისი მეუღლე მშობიარობდა. გზაში მოურინიოს ჩაეძინა და ავარიაში მოჰყვა, თუმცა მსუბუქად დაზიანდა. ტრავმას მისთვის არ შეუშლია ხელი, რომ რობსონის სამწვრთნელო შტაბში შესულიყო. ამ სამუშაოსთვის ჟოზე განსაკუთრებულად მოემზადა და სულ რაღაც 2 თვეში კატალონიური ენის შესწავლაც კი მოახერხა.

მოურინიო და გვარდიოლა - ოდესღაც "ბარსელონაში"

ამ მომენტისთვის გვარდიოლა “ბარსელონაში” იმყოფებოდა.

80-იან წლებში ის სოფელ სანპედორის კათოლიკურ სკოლაში სწავლობდა, ასრულებდა ანგელოზის როლს თეატრალურ წარმოდგენებში და კვირაში სამჯერ ვარჯიშობდა “ხიმნასტიკ მანგრასში”. ბაბუა “ესპანიოლის” გულშემატკივარი იყო, მაგრამ გვარდიოლას მაინც “ბარსელონასკენ” მიუწევდა გული. 12 წლის ასაკში მესამე მცდელობით ის სინჯებზე მოიწონეს და გუნდში აიყვანეს. მშობლები თვლიდნენ, რომ სახლიდან ამ ასაკში წასვლა მისთვის სახიფათო იყო, მაგრამ გუნდმა ის გამოიძახა და იძულებული იყო მშობლები დაეტოვებინა. საბოლოოდ გვარდიოლა “ბარსას” აკადემიაში ჩაირიცხა. იმ დროისთვის კი აკადემიაში ერთადერთ გასართობს ადგილობრივი მეძავები წარმოადგენდნენ, რომლებიც მრავლად იყვნენ. მათი მთავარი სამიზნე აკადემიის ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ. 18 წლის ასაკში ამხანაგურ მატჩში პეპის დებიუტი შედგა, თუმცა ეს დებიუტი მას კარგად ვერ ემახსოვრება. “ბებიაჩემზე ნელი ხარ” - მიაძახა მას კროიფმა.

შემდეგი შანსი პეპს დაახლოებით 1.5 წლის შემდეგ მიეცა, როდესაც გუნდის ცენტრალური ნახევარმცველი ლუკას მილია “რეალში” გადავიდა, ხელმძღვანელობამ კი უარი განაცხადა მის სანაცვლოდ “ლივერპულიდან” იან მელბიუ შეეძინა. 1.5 წლის შემდეგ კი გვარდიოლამ “ბარსასთან” ერთად უკვე ჩემპიონთა თასის მოგება მოახერხა. კროიფი გვარდიოლას უკვე ისე აფასებდა, რომ რომარიოსთან ვახშამზეც კი წაიყვანა. როდესაც რომარიო საპირფარეშოში გავიდა კროიფმა გვარდიოლას მკაცრად მიუგო: “ისე ნუ გამოიყურები, თითქოს რომარიოს 15 წლის გულშემატკივარი იყო” - აღნიშნავს ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში ესპანელი ჟურნალისტი გილემ ბალაგე.

მოურინიო და გვარდიოლა - ოდესღაც "ბარსელონაში"

“ბარსელონადან” კროიფის წასვლის შემდეგ აქ მისი შვილი, ჟორდი კროიფი დარჩა. ჟორდიმ რობსონს დაპირდა, რომ ის გუნდისთვის და მისთვის ყველაფერს გააკეთებდა, მაგრამ მოურინიო რობსონს ურჩევდა, რომ ახალი გუნდის ჩამოყალიბებისთვის მისი დარჩენა სახიფათო იყო და სჯობდა მას ის გაეყიდა. M.E.N -ის ჟურნალისტი კიერან კელი იხსენებს, რომ ჟოზე ისე იყო ჟორდის გაშვებით დაინტერესებული, რომ კიდეც ესწრებოდა ალექს ფერგიუსონთან და “იუნაიტედის” იმჟამინდელ პრეზიდენტთან მარტინ ედვარდსთან შეხვედრას უმცროსი კროიფის მანჩესტერში გაყიდვის თაობაზე.

უმცროსი კროიფის გაშვებას გულშემატკივრები უარყოფითად შეხვდნენ. 1997 წლის 12 მარტს ესპანეთის თასის ¼ ფინალურ დაპირისპირებაში “ბარსა” საკუთარ მოედანზე “ატლეტიკოსთან” პირველ ტაიმში ანგარიშით 0-3 მარცხდებოდა. გულშემატკივრებმა თეთრი პლაკატები ააფრიალეს (ესპანეთში ამით გულშემატკივრები მწვრთნელის გაშვებას ითხოვენ). მეორე ტაიმში პოპესკუსა და ბლანის ნაცვლად მოედანზე სტოიჩკოვი და პიცი გამოვიდნენ. საბოლოოდ ის მატჩი “ბარსამ” ანგარიშით 5-4 მოიგო. მეორე დღეს გაზეთები წერდნენ, რომ ეს ცვლილებები თვითონ ფეხბურთელებმა განახორციელეს, თუმცა ეს ინფორმაცია გვარდიოლამ მაშინვე უარყო.

გილემ ბალაგე კი კვლავ ირწმუნებოდა, რომ ესპანეთის თასის ფინალში “ბეტისთან” პირველი ტაიმის შემდეგ გასახდელში სტრატეგიას მეორე ტაიმისთვის გვარდიოლა და მოურინიო არჩევდნენ, ბობი რობსონი კი კუთხეში იჯდა მშვიდად. მან უკვე იცოდა, რომ მის ნაცვლად ლუი ვან გაალის მოყვანას გეგმავდნენ. ბალაგეს თქმით რობსონმა გასახდელი პირველსავე დღეებში დაკარგა. “რობსონი შემტევი სტილის მოყვარულია. თუ მოედანს სამ ნაწილად დაჰყოფთ, ის აუცილებლად აირჩევს ყველაზე ბოლოს (შემტევს). ჩემი საქმიანობა დაცვაზე იყო ორიენტირებული” - აცხადებდა მოურინიო The Time -სთან ინტერვიუში.

მოურინიო და გვარდიოლა - ოდესღაც "ბარსელონაში"

“ბარსელონას” გულშემატკივრებმა მოურინიო “ატლეტიკის” მწვრთნელთან ინციდენტის დროს შეიყვარეს. “ატლეტიკის” თავკაცი ლუიშ ფერნანდეში უკმაყოფილო იყო იმით, რომ კატალონიელთა სამწვრთნელო შტაბის ერთ-ერთი წევრი მსაჯზე ახდენდა ზეგავლენას. ამ დროს საქმეში კი ჟოზე მოურინიო “ჩაერთო”. სეზონის ბოლოს, როცა “ბარსამ” ესპანეთის თასი მოიგო გულშემატკივრები სკანდირებდნენ მოურინიოს სახელს, საპასუხოდ კი ჟოზესგან შემდეგს გაიგონებდით: “დღეს, ხვალ და ყოველთვის - “ბარსელონა” ჩემს გულში”. გუნდის ამ წარმატებებმა მოურინიო რთული მდგომარეობიდან გამოიყვანა, რადგანაც იმ პერიოდში მას 37 წლის და გარდაეცვალა.

ვან გაალის მოსვლის შემდეგ “ბარსელონაში” რობსონიც დარჩა და მოურინიოც. ბობიმ გუნდში მთავარი სკაუტის თანამდებობა დაიკავა. სწორედ მან ურჩია ვან გაალს სტივ მაკმანამანის ნაცვლად გუნდში “დეპორტივოდან” რივალდო მოეყვანა. მან ურჩია ასევე ვან გაალს, რომ ამ უკანასკნელს ჟოზე მოურინიო შტაბში დაეტოვებინა. ჟოზე ხშირად კამათობდა ვან გაალთან იმაზე, რაც არ მოსწონდა. ვან გაალს მოსწონდა ყოველივე ეს და შემდგომში ის თანაშემწეებიდან ჟოზეს ყველაზე მეტად ენდობოდა.

სეზონის პირველივე მატჩში “სკონტოსთან” ჩემპიონთა ლიგის დაპირისპირებაში გვარდიოლამ ტრავმა მიიღო. ტრავმის გამო მან დაახლოებით 1.5 წელი გამოტოვა, მაგრამ გუნდის ახალ კაპიტნად ჰოლანდიელმა მაინც პეპი დაასახელა. ვან გაალსა და ხრისტო სტოიჩკოვს შორის მაშინ ურთიერთობა გაფუჭდა და ჰოლანდიელმა ეს უკანასკნელი მეორე გუნდში დააქვეითა. გვარდიოლა კაპიტნის კვალობაზე ცდილობდა ეს ამბავი არ გამჟღავნებულიყო და მან სთხოვა ვან გაალს სტოიჩკოვისთვის კიდევ ერთი შანსი მიეცა. ვან გაალმა სტოიჩკოვს მართლაც მისცა ეს შანსი, თუმცა მათ შორის ურთიერთობა კვლავ დაიძაბა და საბოლოოდ ფეხბურთელი საუდის არაბეთში გადაბარგდა.

მოურინიო და გვარდიოლა - ოდესღაც "ბარსელონაში"

ვან გაალი ენდობოდა გვარდიოლას და დაეხმარა კიდეც მას ახალი კონტრაქტის მიღებაში. ძალიან მალე “ბარსა” მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. გუნდი ზედიზედ აგებდა თამაშებს. გვარდიოლას დაბრუნებამაც შედეგი ვერ გამოიღო. ერთ-ერთ ვარჯიშზე კი გვარდიოლასა და რივალდოს შორის შეკამათება მოხდა. ამას ვან გაალის უკმაყოფილება დაემატა, რომელიც გამუდმებით გაიძახოდა, რომ პრობლემა ფეხბურთელების მიერ დაშვებულ შეცდომებში იყო და არა იმ სისტემაში, რომლითაც გუნდი თამაშობდა.

1999 წელს ვან გაალმა აკადემიის შემდეგი ფეხბურთელები დააწინაურა: სელადესი, ბუსქეტსი,ოსკარ და როჟერიო გარსიები. იმავე სეზონში ჰოლანდიელმა გვარდიოლას სათამაშო დრო შეუმცირა, მის ნაცვლად მოედანზე უკვე 19 წლის ხავი ჩნდებოდა. იმავე წლის მაისში კატალონიის თასის ნახევარფინალში “ლეიდის” წინააღმდეგ ვაან გაალმა გუნდის მომზადება ჟოზე მოურინიოს დაავალა. ეს იყო ხავის სადებიუტო მატჩი, რომელშიც “ბარსამ” შეძლო გამარჯვების მოპოვება. მეტოქის მხრიდან ერთადერთი გოლის გატანა ტიტო ვილანოვამ მოახერხა. კატალონიის თასის ფინალში “ევროპის” წინააღმდეგ მოურინიოს დისკვალიფიკაციის გამო როჯერ გარსია და ჯოვანი გამოაკლდა. საბოლოოდ გუნდი 11 მეტრიანების სერიაში დამარცხდა. გადამწყვეტი პენალტი სწორედ ხავიმ გააცუდა.

1999 წლის ზაფხულში ჟოზე მოურინიოს უკვე იუპ ჰაინკესმა დაუძახა “ბენფიკაში”. მაშინ ვან გაალმა მოურინიოს შემდეგი მიუგო: “უთხარი მათ, რომ იქ მხოლოდ მაშინ წახვალ თუ მთავარ მწვრთნელად მიგიწვევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემთან დარჩები”. ვან გაალი კიდევ უფრო მეტად ენდობოდა მოურინიოს. ჟოზემ 2000 წელს მაინც შეძლო კატალონიის თასის მოგება. ფინალში მან 17 წლის ტიაგო მოტაც კი ათამაშა.

მოურინიო და გვარდიოლა - ოდესღაც "ბარსელონაში"

2 წარმატებული სეზონის შემდეგ ვაან გაალმა და გუნდის პრეზიდენტმა “ბარსა” დატოვეს. ახალმა მწვრთნელმა სერა ფერერამ შეადგინა იმ ფეხბურთელთა სია, რომელთაც გუნდი უნდა დაეტოვებინა. გაშვებული ფეხბურთელებიდან ერთ-ერთი იყო იარი ლიტმანენი, რომელიც შემდეგს იხსენებს: “სერა ფერერასთან საუბრის შემდეგ ჟოზე გაცხარებული გამოვიდა კაბინეტიდან, 3 ენაზე ილანძღებოდა.” გუნდიდან წასვლის შემდეგ მოურინიომ უარი განაცხადა რობსონთან ერთად “ნიუკასლში” მუშაობაზე. მცირედი პაუზის შემდეგ მან “ბენფიკა” ჩაიბარა მთავარი მწვრთნელის რანგში. გვარდიოლა კი კვლავ ტრავმირებული იყო. საბოლოოდ მისი “იუვენტუსში” ტრანსფერი ჩაიშალა და მან კარიერა იტალიურ “ბრეშაში” განაგრძო. მალე მას აკრძალული პრეპარატები აღმოუჩინეს, რის გამოც ის დისკვალიფიცირებულ იქნა და აღარ შეეძლო ფეხბურთის თამაში. მხოლოდ და მხოლოდ 2007 წლის 23 ოქტომბერს გაამართლა ბრეშის სააპელაციო ტრიბუნალმა გვარდიოლა.

იმ დროისთვის პეპი “ბარსელონას” დუბლებს წვრთნიდა, მოურინიო კი “ჩელსიდან” იყო გათავისუფლებული. ერთი თვის შემდეგ “ბარსა” ჩემპიონთა ლიგაზე “ლიონს” ეთამაშებოდა, მატჩი ფრედ დასრულდა. 80-ე წუთზე შეხვედრის არბიტრმა გუნდის იმჟამინდელი მწვრთნელი ფრენკ რაიკაარდი გადამეტებული პროტესტისთვის მოედნიდან გააძევა, საქმე ეხებოდა “ბარსას” კარში დანიშნულ 11 მეტრიანს. “ბარსას” იმჟამინდელმა ვიცე-პრეზიდენტმა მარკ ინგლმა და სპორტულმა დირექტორმა ჩიკი ბეგირისტაინმა სავარაუდო მწვრთნელების 6 კაციანი სია შეადგინეს. თავიდან ვენგერის, პელეგრინის, ვალვერდეს და ლაუდრუპის კანდიდატურები განიხილებოდა. ბოლოს კი მხოლოდ და მხოლოდ 2 კანდიდატი დარჩა: ჟოზე მოურინიო და პეპ გვარდიოლა.

2008 წლის იანვარში “ბარსელონას” მესვეურები ჟოზე მოურინიოს ლისაბონში შეხვდნენ, სადაც მათ ჟოზემ გუნდის განვითარების 27 პუნქტიანი გეგმა წარუდგინა. ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებდა რონალდინიოს გაშვებას, რომელსაც ჟოზეს აზრით შეეძლო უარყოფითი ზეგავლენა მოეხდინა მესის განვითარებაზე. პრეზიდენტმა ლაპორტმა არჩევანი საბოლოოდ გვარდიოლაზე შეაჩერა, თუმცა მოურინიოს რჩევა გაითვალისწინა და რონალდინიო მართლაც გაუშვა გუნდიდან.

დღეს ჟოზეს ყველაზე უფრო რთული მეტოქე სწორედ პეპ გვარდიოლაა. 19 მატჩში მის ანგარიშზე მხოლოდ და მხოლოდ 4 გამარჯვებაა, 9 მარცხი და 6 ფრე. კვირას ჩვენ ამ სერიალის კიდევ ერთ ეპიზოდს ვიხილავთ.

შენიშვნა: აღნიშნული სტატია გამოქვეყნებულია 2017 წლის დეკემბერში "მანჩესტერ სიტისთან" მატჩამდე. მოგეხსენებათ, აღნიშნულ მატჩში ჟოზე მოურინიო და "მანჩესტერ იუნაიტედი" გვარდიოლას "სიტისთან" სახლში ანგარიშით 2-1 დამარცხდა.

თარგმნა: დავით სირაბიძე
სტატიები
10 კომენტარი
№1
ავტორი: abrama
3 თებერვალი 2018 01:20
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
დაცვაზე რომ იყო ეს ორიენტირებული პორტუგალიაში მაგიტომაც ევასება ალბათ ამ ჩემისას დაცვითი სტილი :D
0
№2
ავტორი: gaga1987
3 თებერვალი 2018 09:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
madloba statistvis.
0
№3
ავტორი: ikeoni
3 თებერვალი 2018 13:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Sagol avtor
0
№4
ავტორი: BaChOo
3 თებერვალი 2018 14:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 43
შენი და მოიყვანეო რა გაუძრო
0
№5
ავტორი: Svanchester
3 თებერვალი 2018 15:00
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
თანამედროვეობის ორი უდიდესი მწვრთნელი.
0
№6
ავტორი: JosephAcuro
26 თებერვალი 2018 03:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 27
efek samping viagra biru
viagra generic availability
cay thuoc viagra
<a href="http://viagrarow.com">generic viagra at walmart</a>
spiking a drink with viagra
0
№7
ავტორი: Brusanhearo
12 ივნისი 2018 17:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 27
Народ кто желает играть в современные игры на высоких настройках с динамичными теняими
даже на самых слабых ПК или ноутах. Без лагов и фризов (Но нужен более менее нормальный инет).
Читайте статья по настройке компа здесь.
Видео по установке и настройке смотрите тут.
Играю уже пол года на ведре 2005 г. Буду рад кому помог разорить буржуев игровой индустрии!!!
0
№8
ავტორი: Haroldlic
12 ივლისი 2018 20:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
kamagra 100mg tablets for sale in us
<a href="https://www.kamagradax.com/">kamagra</a>
kamagra oral jelly wirkung frauen
buy kamagra
kamagra bestellen nederland
0
№9
ავტორი: AnnaBerkova
21 ივლისი 2018 22:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 22
№10
ავტორი: AllaGlotova
1 ოქტომბერი 2018 03:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 21
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top