თბილისი:
მანჩესტერი:
1-02-2018, 19:04
ავტორი: Human,
ნანახია: 1622,
კომენტარები: 10
ბლინდი: "ჟოზეს დეილი ბლინდის გაშვება არ უნდა"
დანი ბლინდი თავის შვილზე საუბრობს
ბლინდი:
დანი ბლინდი "იუნაიტედის" ფეხბურთელზე და თავის შვილზე დეილი ბლინზე საუბრობს და აცხადებს, რომ მისი შვილით დაინტერესებულია "რომა", თუმცა ჟოზემ ყველას ნათლად აუხსნა, რომ ამ სეზონის ბოლომდე არავის გაშვებას არ გეგმავს. შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული ჰოლანდიელი დანი ბლინდი მისი შვილის აგენტია.

"დღეს სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეა და დრო სწრაფად გადის." - მის სიტყვებს ციტირებს ESPN. "მე ვადასტურებ ინფორმაციას, რომ "რომას" სურს დელეი ბლინდი თავის შემადგენლობაში იხილოს, თუმცა "მანჩესტერ იუნაიტედი" წინააღმდეგია მის იჯარაზე. განიხილება მხოლოდ მისი ტრანსფერი."

"ამასთან ერთად "იუნატირედი" მზაადა ბლინდი მხოლოდ ზაფხულში გაუშვას. წინადადება, რომელსაც "რომა" სთავაზობს "იუნაიტედის" მესვეურებს აკმაყოფილებს, თუმა ტრასნფერის განხროციელება დღეს საკმაოდ რთული იქნება. ჟოზეს ბლინდის გამოყენება სამივე ტურნირზე შეუძლია და ახლა მათ შეკრული გუნდი ჰყავთ, ამიტომაც არ უნდათ, რომ გუნდიდან ვინმე წავიდეს."

"დეილისთვის იტალია მიმზიდველი ვარიანტია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "იუნაიტედი" გიგანტური კლუბია, რომელიც თავის ფეხბურთელებს არ ჰყიდის იმის გამო, რომ ფული იშოვოს. მოურინიოს სურს შეინარჩუნოს ის გუნდი, რომელიც ეხლა ჰყავს სეზონის ბოლომდე. შესაძლებელი იქნებოდა ამ ტრანსფერის განხორციელება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ერთი კვირა ან რამოდენიმე დღე მაინც გვექნებოდა, თუმცა სატრანსფერო ფანჯრის დაკეტვამდე საათებია დარჩენილი და ამ ტრანსფერის განხორციელება ძალიან ძალიან რთული იქნება." - დაამთავრა ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა.



წყარო: manutd.ru
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
1 თებერვალი 2018 19:33
  • სიახლეები: 2946
  • კომენტარები: 3956
ბლინდის გაშვების მომხრე ვარ.
0
№2
ავტორი: F1RSTA
1 თებერვალი 2018 20:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 90
მეც მინდა რომ გავუშვათ მაგრამ ზაფხულში
0
№3
ავტორი: ikeoni
1 თებერვალი 2018 20:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11616
Savaraudod zafxulshiii Uechveli wava
0
№4
ავტორი: Alexis7
1 თებერვალი 2018 20:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 54
ზაფხულამდე არაა ადვილი ასეთი დაცვით ითამაშო... სანჩესთან ერთად ვინმე მცველი უნდა დაეთრია მოურინიოს.. ლიგაზე სევილია უნდა გაიგდონ და ეგრეც მოხდება მაგრამ შემდეგ ეტაპზე რო გავლენ იქ რომელიმე გრანდს შეხვდებიან და მერე ყოველ შეტევაზეც იგივე რაღაცეები უნდა დაემართოთ როგორც ტოტენჰემთან? უნდა იმუშავოს ჟოზემ ოთხივე მცველთან და გამოასწორებინოს თამაში.. დაცვა როცა საიმედოა მერე წინ მყოფ ფეხბურთელებსაც ნაკლები სანერვიულო აქვთ და ბევრად იმედიანად თამაშობენ.. ნუ მეკარეზე არაფერს ვამბობ დე ხეასთან პირისპირ მთელი გუნდი რო გავიდეს მაინც იმედი მაქვს რო გადაარჩენს გუნდს.. დარჩენილ პერიოდში უნდა მოიხოდოს გუნდი აუცილებლად რო ლიგაზე იმედი იყოს რამე
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
1 თებერვალი 2018 21:30
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ზაფხულში წავა ასე მგონია
0
№6
ავტორი: kantona-7
1 თებერვალი 2018 21:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
მევასება ბლინდი ჭკვიანი ფეხბურთელია და ცოდოა ასე სკამზე ზის ტყუილად როცა ბევრ გუნდს დახატავდა, ასერომ უნდა წავიდეს აუცილებლად
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№7
ავტორი: stepno
2 თებერვალი 2018 03:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
blindi smolingi roxo darmiani erera moaahoret
0
№8
ავტორი: JuanMata
2 თებერვალი 2018 15:43
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Alexis7


რა აზრი აქვს მცველის ყიდვას, 4 ცენტრალური მცველი გვყავს და პლიუს 2 მცველი, რომელსაც ცენტრში შეუძლია თამაში, ჯონსს ერთ-ერთი საუკეთესო სტატისტიკა აქვა ინგლისში.

ისეთ მცველს თუ მოიყვანს, ყველა შეტევას, რომ გაუმკლავდება, თორემ ერთი გოლის გაშვება და მთელი გუნდი პანიკაში ვარდება.

მოედნის ცენტრს ვაგებთ, ბურთს ვერ ვიჭერთ, იოვილს და სტოკს თუ არ ვეთამაშებით, და შეტევაში გააზრებული კომბინაციები არ გვაქვს, ვინმეს ინდივიდუალურმა მოქმედებამ თუ არ შექმნა რამე, ისე არაფერი გამოდის.

ამას მცველი ვერ უშველის, ან ჟოზემ უნდა გაანძრიოს ერთი ადგილი და ნორმალურად ავარჯიშოს ფეხბურთელები, ან დაველოდოთ 2020 წელს და ახალ მწვრთნელს.
0
№9
ავტორი: Alexis7
2 თებერვალი 2018 21:45
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 54
ციტატა: JuanMata
რა აზრი აქვს მცველის ყიდვას, 4 ცენტრალური მცველი გვყავს და პლიუს 2 მცველი, რომელსაც ცენტრში შეუძლია თამაში, ჯონსს ერთ-ერთი საუკეთესო სტატისტიკა აქვა ინგლისში.

ისეთ მცველს თუ მოიყვანს, ყველა შეტევას, რომ გაუმკლავდება, თორემ ერთი გოლის გაშვება და მთელი გუნდი პანიკაში ვარდება.

მოედნის ცენტრს ვაგებთ, ბურთს ვერ ვიჭერთ, იოვილს და სტოკს თუ არ ვეთამაშებით, და შეტევაში გააზრებული კომბინაციები არ გვაქვს, ვინმეს ინდივიდუალურმა მოქმედებამ თუ არ შექმნა რამე, ისე არაფერი გამოდის.

ამას მცველი ვერ უშველის, ან ჟოზემ უნდა გაანძრიოს ერთი ადგილი და ნორმალურად ავარჯიშოს ფეხბურთელები, ან დაველოდოთ 2020 წელს და ახალ მწვრთნელს.

ეხლა შენ გაიხსენე მანჩესტერის ძველი დაცვის ცენტრი და მერე დღევანდელს შეადარე.. შეიძლება მსგავსი დონის მცველი ვერ მოიყვანონ მაგრამ ისეთი მაინც რომლის იმედიც გექნება და დიდ თამაშებშიც საიმედო იქნება.. ასევე ერთი კაი ნახევარმცველიც არ აწყენდა კიდევ გუნდს..
0
№10
ავტორი: JuanMata
3 თებერვალი 2018 00:48
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Alexis7

ეხლა შენ გაიხსენე მანჩესტერის ძველი დაცვის ცენტრი და მერე დღევანდელს შეადარე.. შეიძლება მსგავსი დონის მცველი ვერ მოიყვანონ მაგრამ ისეთი მაინც რომლის იმედიც გექნება და დიდ თამაშებშიც საიმედო იქნება.. ასევე ერთი კაი ნახევარმცველიც არ აწყენდა კიდევ გუნდს..


ვიდიჩი-ფერდინანდი არ გვყავს, მაგრამ ფაქტია სიტისთან ერთად ყველაზე ცოტა გოლი გვაქვს გაშვებული ლიგაში. (ესეც უცნაურია რომ სიტის ცუდი დაცვა ჰყავს და ძალიან ცოტას უშვებს.)
ჩვენ არ გვაქვს ისეთი პრობლემები დაცვაში, როგორც ლივერპულს, რომელიც 3-0-ს ვერ ინარჩუნებს.
იმ ძველ დროში მახსოვს 3-0 შემოვუტრიალეთ ტოტენჰემს და 5-3 მოვუგეთ, ახლა წარმოგიდგენია ასეთი რამე რომ ქნას მანჩესტერმა?
ეს მატჩი, რომ შემოგვეტრიალებინა და 5-2 მოგვეგო (მე პირადად ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი, იმაზე უფრო ბედნიერი ვიდრე, თუნდაც 3-0 მოგებაზე.), დიდად არავინ შეხედავდა იანგის და ჯონსის შეცდომას, ვიტყოდით, რომ უშეცდომო არავინაა და ერთი შეცდომა დაუშვა, მაგრამ გამოვასწორეთ.

მე უბრალოდ არ მომწონს თამაშის ეს სტილი, არ გავუშვათ გოლი და ჩვენ კონტრაზე გავიტანოთ, ერთი შეცდომა და მერე ყველაფერი თავდაყირა დგება. დაცვა იწყება შეტევიდან, როცა ბურთს კარგავ და მაშინვე იწყებ მეტოქის შევიწროებას, რომ წაართვა, ან უმისამართოდ მოიგერიოს, ჩვენ ძალიან დიდ სივრცეს და დროს ვაძლევთ წინ მეტოქეს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top