მედია ხშირად იუწყება იმის შესახებ, რომ ბეილი მადრიდული კარიერის დასასრულთან ახლოს არის. მას ასევე ხშირად უკავშირებენ ინგლისურ გრანდ "მანჩესტერ იუნაიტედს" რომელიც თავის მხრივ დაინტერესბულია ფეხბურთელის გადმობირებით.
უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი და "იუნაიტედის" ექს-ფეხბურთელი რაიან გიგზი აღნიშნულ თემას შეეხო და განაცხადა, რომ ბეილი "რეალში" ბედნიერია და არ სურს კარიერის სხვა კლუბში გაგრძელება.
"ის "რეალში" ბედნიერია. მას არ სურს კლუბის დატოვება, ეჭვი იმისა, რომ მას კლუბის დატოვება სურდა უსაფუძვლოა. მან კრგად იცის და გრძნობს, რომ მწვრთნელი და კლუბი მას დიდ პტივს ცემენ.
გარეთი მადრიდის დატოვებას არ გეგმავს და ამასთანავე არც კლუბს სურს მისი გაყიდვა. ფაქტია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" მისთვის შესანიშნავი ვარიანტი იქნებოდა, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ეს ვარიანტი ეხლა აქტუალურია".- ციტირებს As უელსელის სიტყვებს.