თბილისი:
მანჩესტერი:
1-02-2018, 17:53
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1218,
კომენტარები: 6
პოგბას საოცარი სერია დასრულებულია
ფრანგი ფეხბურთელი "იუნაიტედთან" ერთად, გუშინდელ დღემდე დიდი ხანია არ დამარცხებულა.
პოგბას საოცარი სერია დასრულებულია
ინგლისის ჩემპიონატის 25- ე ტურის ცენტრალური შეხვედრა "უემბლიზე" გაიმართა. "დეზები" "წითელ ეშმაკებს" მასპინძლობდნენ, შეხვედრა პოჩეტინოს შეგირდების სასარგებლოდ, ანგარიშით 2-0 დასრულდა.

აღნიშნულ შეხვედრაში, ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა "იუნაიტედის" ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა. მისი შესანიშნავი სერია რომელიც "იუნაიტედთან" ერთად მისი ძირითადში ყოფნის დროს დაუმარცხებლობაზე მეტყველებდა, დასრულებულია.

პოგბას ძირითადში ყოფნის დროს, "წითლები" 465 დღის განმავლობაში არ დამარცხებულან. ბოლოს ფრანგთან ერთად "მანჩესტერი" გასულ წელს ლონდონის "ჩელსისთან" დამარცხდა. მას შემდეგ ეს შესანიშნავი სერია გრძელდებოდა, თუმცა "უემბლიზე" ეს ყველაფერი შეწყდა.

აქამდე "იუნაიტედს" პოგბას ძირითადში ყოფნის დროს 23 მატჩი მოგებული ქონდა, ხოლო 13 შეხვედრა ფრედ დასრულებული. გუშინდელ შეხვედრაში პოგბა, არადამაკმყოფილებელი თამაშის გამო, გუნდის მთავარ მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ, შეხვედრის 63- ე წუთზე მატას მეშვეობით ჩაანაცვლა.



წყარო: euro-football.ru
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
1 თებერვალი 2018 18:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Aravin tavis tavs ar gavda:(((
0
№2
ავტორი: Svanchester
1 თებერვალი 2018 18:23
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
პოგბას გუშინდელი თამაშის ფონზე ნამდვილად იმსახურებდა ამ სერიის შეწყვეტას.
0
№3
ავტორი: manchestereli777
1 თებერვალი 2018 20:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 19
ეს ლინგაარდი როდის გაასხამს გუნდიდან !!! მატა თავიდანვე დაეყენებინა ****კოს ნაცვლად პოგბას რას ერჩოდა ... მაგარი აცჰრილები იყვნენ რა !
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
1 თებერვალი 2018 21:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ადრე თუ გბიან დასრულდებოდა კიდეც
0
№5
ავტორი: stepno
2 თებერვალი 2018 03:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
mainc momkali daa gimils mgvris pogba ro gaiyvana matichi datova mere felaini gamoiyvana reshfordi datova mere fela gaiyvanaa:-))) ras gavda es?
0
№6
ავტორი: JuanMata
2 თებერვალი 2018 15:34
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ცოტა მოძრავი ცენტრი გვჭირდება, მატიჩის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ფაბინიო ზაფხულში მიდის მონაკოდან და თუ წამოვიყვანთ, ურიგო არ იქნება.
და ერთი ვინმე კანტესნაირიც გვინდა.

არ იყვნენ მზად იმისთვის რაც მოხდა და საერთოდ, ჟოზეს არ აქვს გეგმა რა უნდა ქნას გუნდმა, როცა აგებს, ბურთის დათმობას და კონტრაზე თამაშს აზრი ეკარგება, პოზიციური შეტევა 0-ია საერთოდ.

დაცვამ შეცდომა დაუშვა, მაგრამ მეეჭვება, არსებობდეს სადმე ისეთი მცველები, რომელიც შეცდომას არ უშვებენ და სულ იმის იმედად, რომ გოლი არ გაგვივა, ვერ ითამაშებ, მითუმეტეს ლიგაზე ძაან გაგვიჭირდება ამ ფილოსოფიით თამაში და თუ მწვრთნელმა ვერ მოახერხა და ნორმალური პოზიციური სწრაფი შეტევა ვერ დააყენა, შორს ვერ წავა ასე გუნდი.

საკმარისია ოდნავ ძლიერ მეტოქეს შევხვდეთ და მაშინვე ყველაფერი ირევა, მითუმეტეს გასვლას საშინლად თამაშობს გუნდი. იოვილთანაც კი გაგვიჭირდა გოლის გატანა, რომ არა ის უაზრო შეცდომა, არავინ იცის მეორე ტაიმში რას იზამდნენ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top