თბილისი:
მანჩესტერი:
31-01-2018, 17:12
ავტორი: scholes22,
ნანახია: 2228,
კომენტარები: 11
ჟოზე: "სანჩესის მოსვლა რეშფორდს დაეხმარება"
ჟოზე მოურინიო მიიჩნევს, რომ სანჩესის მოსვლა, რეშფორდს დაეხმარება ახალ დონეზე ავიდეს.
ჟოზე:
ჟოზე მოურინიო მიიჩნევს, რომ გუნდში ჩილელი ფეხბურთელის მოსვლა რეშფორდს ახალ დონეზე აიყვანს.

"მარკუსმა შეძლო და დააგროვა უდიდესი გამოცდილება ყველა ტურნირზე. მას აქვს უდიდესი მომავალი და ეს უკვე ფაქტია და ხმები იმის შესახებ, რომ სანჩესის მოსვლა მას შეაკავებს ეს სიცრუეა. პირიქით ის დაეხმარება, რომ უფრო მაღალ დონეზე ავიდეს და ისწავლოს მისგან."- ნათქვამია კლუბის ოფიციალურ საიტზე.

"რეშფორდმა თავის კარიერა დაიწყო ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ, ხოლო შემდეგ მოვედი მე "ბავშვების მკვლელი" და მან განაგრძო თამაში და მონაწილეობას იღებს ყველა მატჩში. ეს ყველაფერი იმაზეა აგებული, რომ მარკუსი ვერ იღებს საკმარის სათამაშო დროს. არ აქვს მნიშვნელობა ის თამაშობს შეცვლაზე თუ გამოჩნდება სასტარტოში, ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა და ყველა მატჩში იღებს მონაწილეობას, ეს იქნება ცენტრ ფორვადად თუ მარჯვენა ან მარცხენა ვინგერად. "

შეგახსენებთ, რომ მარკუს რიშფორდი გუნდის ერთადერთი მოთამაშეა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ამ სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედის" 36 მატჩში.




წყარო: manutd.ru
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: gaga1987
31 იანვარი 2018 18:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ბავშვების მკვლელი ))))))მაგრად ღადაობს ხოლმეეეეე ჯოზეფინა.
0
№2
ავტორი: ikeoni
31 იანვარი 2018 19:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Sagol joze Ra kaciaa:))
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
31 იანვარი 2018 19:13
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
საინტერესოა სანჩესის პოზიცია სად იქნება
0
№4
ავტორი: fergia
31 იანვარი 2018 19:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 108
მაგარია რეში დიდი მომავალი აქვს...
თან არ იღებს ტრავმებს რაც ძალიან კარგია... love
0
№5
ავტორი: PaLoMo
31 იანვარი 2018 19:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
როგორც იქნა Mომივიდა ტელეფონი.მომენატრა აქ კომენტარის დაწერა.დგეს ციგებთ უეჭველად.არამგონია სანჩო Pირდაპირ სასტარტოში დააყენოს,მაგრამ ზამენაზე შემოვა.

ისე სიტიმ ლაპორტე დაიტრია belay
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№6
ავტორი: K1llsw1tch
31 იანვარი 2018 19:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 423
ფაქტია, რომ აკადემიის დიდი ფანი არასდროს ყოფილა, მაგრამ ამ სიტუაციაში ჟოზეს პრაგმატიზმი გასაგებიცაა და მისაღებიც. გუნდი ძველ სიმაღლეებს უნდა დაუბრუნდეს ნელ-ნელა და ჯერ არ არის ექპერიმენტების დრო.
0
№7
ავტორი: Svanchester
31 იანვარი 2018 19:32
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
სანჩესი მაგალითი უნდა იყოს რეშფორდისთვის
0
№8
ავტორი: dzia_David
31 იანვარი 2018 20:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
კონკურენციის ზრდა და ასეთი დონის იგროკთან ერთად თამაში ყველა ვარიანტში პროგრესში უნდა დაგეხმაროს თუ ნორმალუარდ უდგება ფეხბურთელი საკითხს....

საინტერესო ფაქტები

"მანჩესტერ იუნაიტედს" "ტოტენჰემის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში 80 მატჩი აქვს მოგებული. ამაზე უკეთესი შედეგი მანკუნიანელებს მხოლოდ "ასტონ ვილასთან" (85) და "არსენალთან" (82) აქვთ.

მაურისიო პოჩეტინოს ხელმძღვანელობით "ტოტენჰემმა" "მანჩესტერ იუნაიტედს" პრემიერ ლიგის 7 თამაშიდან 2 მოუგო (1 ფრე, 4 წაგება). მანამდე კი "ქათმებს" "წითელი ეშმაკების" 2-ჯერ დასამარცხებლად 26 თამაში დასჭირდათ.

ნოემბერში ალექსის სანჩესმა "ტოტენჰემს" ლონდონის "არსენალის" (2:0) მაისურით გაუტანა და თუ დღეს, სადებიუტო შეხვედრაში, გამოიჩენს თავს, გახდება მხოლოდ მესამე მოთამაშე, რომელიც "დეზებს" ერთი სეზონის განმავლობაში 2 სხვადასხვა გუნდის მაისურით გაუტანს (ერიკ კანტონა 1992/93 და ბენიტო კარბონი 1999/00).

ჰარი კეინს ინგლისის პრემიერ ლიგაში მე-100 გოლის გასატანად მხოლოდ 1 ბურთი აკლია.

"ტოტენჰემს" "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ ბოლო ორი საშინაო მატჩი აქვს მოგებული. "დეზებმა" "წითელი ეშმაკები" შინ ზედიზედ სამჯერ ბოლოს 1966 წლის სექტემბერში დაამარცხეს.

"დიდი ექვსეულის" გუნდებს შორის მიმდინარე სეზონში ყველაზე ცუდი მაჩვენებელი "ტოტენჰემს" აქვს - 1 მოგება, 4 წაგება.

"მანჩესტერ იუნაიტედს" პრემიერ ლიგაში 8 მატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვს, რაც ამ ეტაპზე საუკეთესო მაჩვენებელია.

მაურისიო პოჩეტინოს ჟოზე მოურინიოს წინააღმდეგ პრემიერ ლიგის ბოლო სამი საშინაო თამაში არ წაუგია - 2 მოგება, 1 ფრე.
0
№9
ავტორი: kobinio
31 იანვარი 2018 20:28
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ლუკაკუს უკან მგონია განათავსებს მაურინიო.
0
№10
ავტორი: reddevil12
31 იანვარი 2018 20:41
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 180
ძალიან დიდი საჩუქარია რეშფორდი აკადემიისგან...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top