თბილისი:
მანჩესტერი:
31-01-2018, 08:35
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1705,
კომენტარები: 9
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ
ჟოზემ ტრავმირებულთა შესახებ ისაუბრა.
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ
"ტოტენჰემთან" მატჩის წინ ჟოზე მოურინიომ აღნიშნა, რომ შემადგენლობის შერჩევისას მას დიდი თავის ტკივილი ექნება, ვინაიდან ძალიან ბევრი ფეხბურთელია კარგ ფორმაში.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუს მიცემისას პორტუგალიელმა დაადასტურა, რომ მის გუნდში ინგლისის თასის მატჩის შემდეგ ახალი ტრავმირებული ფეხბურთელი არ არის.

ეს ნიშნავს, რომ ერთადერთი მიუწვდომელი ფეხბურთელები დიდი ხანია უქმად მყოფი ერიკ ბაიი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი არიან.

"მეტი ტრავმირებული არ გვყავს. იოვილში რთული მატჩი, რთული პირობები გვქონდა, მაგრამ ყველაფერი კარგად დამთავრდა".

როცა ჰკითხეს, ეს მისთვის ჯანსაღ პრობლემას ხომ არ წარმოადგენდა, ჟოზემ უპასუხა: "რა თქმა უნდა. ნამდვილი თავის ტკივილი ის არის, როცა ფეხბურთელები არ გყავს, ანუ როცა იმდენი ტრავმირებულია, რომ პრობლემები გექმნება. როცა თითქმის ყველა ხელმისაწვდომია და მათი დონეც მაღალია, უკვე კარგი პრობლემა გაქვს."

მწვრთნელმა ასევე აღნიშნა, რომ გუნდის ფეხბურთელები დიდი თავდაჯერებულობით სარგებლობენ, ვინაიდან 2018 წელი სხვადასხვა ტურნირზე ჩატარებულ 5 მატჩში გოლის გაშვების გარეშე დაიწყეს.

"იანვარში ყველა მატჩი მოვიგეთ, ვგონებ სამი პრემიერ ლიგისა და ორი სათასო, ასე რომ, ხუთი გამარჯვება გუნდს აბედნიერებს. კარგი ბალანსით ვთამაშობთ. ამ ქვეყანაში არსებული მაღალი საფეხბურთო დონის ფონზე ადვილი არ არის, კარის "მშრალად" შენახვა. გოლების გატანა და მატჩების მოგება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქულები გვჭირდება. კარგად ვთამაშობთ და ამ გამარჯვებებს ვიმსახურებთ".


ამაღამდელი შეხვედრა "უემბლიზე" გაიმართება, ვინაიდან "ტოტენჰემი" თავისი საშინაო სტადიონის შენების პროცესშია.

"იუნაიტედს" ბოლო წლებში ძალიან კარგი შედეგები აქვს ეროვნულ სტადიონზე და თავად ჟოზემაც მოიგო იქ "წითლების" მწვრთნელის რანგში 2 მატჩი, თუმცა მაშინ სტადიონი ნეიტრალური იყო.

"უემბლიზე" "ტოტენჰემისა" და "ჩელსის" მატჩს დავესწარი და ვგრძნობდი, რომ ეს მათი საშინაო სტადიონი იყო, ვინაიდან სავსე იყო "ტოტენჰემის" გულშემატკივრებით. მიჩვეული ვარ, რომ "უემბლიზე" ყოფნისას გულშემატკივართა რაოდენობა 50/50, ამიტომ ეს ჩემი პირველი შემთხვევა იყო, როცა ტრიბუნები ასეთ მდგომარეობაში დავინახე. ეს საოცარი სტადიონია და ჩვენც სიამოვნებით ვთამაშობთ იქ.

"დეზები" ჩემპიონატის ერთ-ერთი ტოპ გუნდია. არა ტიტულისთვის მებრძოლი, რადგან ისინი ძალიან შორს არიან, მაგრამ გულახდილად ვიტყვი, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგების კანდიდატები არიან. მათ ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელები ჰყავთ, ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი და ძალიან რთულ მეტოქეს წარმოადგენენ.

ეს დიდი მატჩია. ჩვენსა და "ტოტენჰემს" შორის ქულათა სხვაობა შვიდი თუ რვაა, მაგრამ რეალობა ის არის, რომ თავისი ამბიციითა და შემადგენლობით დიდი გუნდია. ამას დამატებული ჩვენი გუნდის დონე კი დიდ მატჩს ქმნის."
ახალი ამბები, ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: temo-scholes
31 იანვარი 2018 09:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ძალიან კარგად დაახასიათა და კარგია რომ ეგრე სერიოზულად უდგება სამეს, მიუხედავად ჩვენი ქულების სხვაობისა სიტისთან...
0
№2
ავტორი: the class92
31 იანვარი 2018 10:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
1 ფეხბურთელის გუნდია და რამე უნდა მოიფიქროს აი ერერა რომ დააყენოს და პერსონალურად მეურვეობდეს
0
№3
ავტორი: ikeoni
31 იანვარი 2018 10:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Magrad mgonia Ro dges movigebt❤️
0
№4
ავტორი: gache1991
31 იანვარი 2018 12:06
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
დავბრუნდი პატარა შესვენების მერე:)) ძალიანაც კაი რო ყველა ფორმაშია,ჩვენთან რთული თამაში იყო და რაღაცეები უნდა შეიცვალოს,კაია რო სანჩესმა თანაშიც მოასწრო და 2-3 ვარჯიში..ზოგადად კეინს ძალიან უჭირს ჩვენთან თუ სწორად მახსოვს ბოლო თამაშში გაგვიტანა .უნდა ვისარგებლოთ რო ალდერვეირელდი დამტვრეული ყავთ ერიქსენზე იწერება ტრამვა აქო და კიდე რამდენიმე იგროკზე,ფორმიდან ამოვარდნენ და უნდა მოვიგოთ მეეჭვება ჩელსიმ ქულები დაკარგოს
0
№5
ავტორი: Manstark_United
31 იანვარი 2018 12:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
ჩემი აზრით,კარგი იქნებოდა თუ ლინგარდს სკამზე დასვამდა.ამას აქვს ერთი მიზეზი,როცა ვეთამაშებით შეტევაში თითქმის იდეალურ გუნდს,საყრდენის პოზიციაზე მხოლოდ მატიჩი ვერ გაუმკალვდება საქმეს. მატიჩთან ერთად,ერერა რომ დააყენოს მოურინიომ და პერსონალურად ალის ან კეინს მეურვეობდეს მატიჩი დანარჩენებს თვითონ მიხედავს wink შესაბამისად პოგბა გადავა 10-ზე და შეტევასთან მეტი კონტაქტი ექნება,რაც სანჩესს,მარსიალს და ლუკაკუს ხელ-ფეხს გაუხსნის.პოგბას პასებიდან 1-2 მაინც გავა დასარტყმელ პოზიციაზე და მერე ზემოთ ხსენებულმა ტრიომ უნდა გაიტანოს love
თუ ყველაფერი ასე წავიდა,მერე შეცვლაზე შემოიყვანს ლინგარდს,ფელაინის და კიდევ ვინმეს... winked
0
№6
ავტორი: Svanchester
31 იანვარი 2018 14:16
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
3 ქულის მოლოდინში.
0
№7
ავტორი: Phil Jones
31 იანვარი 2018 14:45
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ციტატა: the class92
1 ფეხბურთელის გუნდია და რამე უნდა მოიფიქროს აი ერერა რომ დააყენოს და პერსონალურად მეურვეობდეს

კეინს თუ გილისხმობ ვერ დაგეთანხმები, ტოტენჰემი არამგონია 1 კაცის გუნდი, უბრალოდ კეინი არის 1 დიდი მექანიზმის ბოლო ნაწილი, აქ ერიკსენი უფრო სახიფათოა, მთლიანად პოჩეტინო არის მაგარი და იდეალური გუნდი ყავს შეკრული ასე რომ არამგონია კეინს პერსონალური მეურვე დასჭირდეს. მგონია რომ გუნდური თამაშით უნდა ვაჯობოთ დღეს და აუცილებლად ასე იქნება.
0
№8
ავტორი: ROI
31 იანვარი 2018 17:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
ციტატა: Phil Jones
ციტატა: the class92
1 ფეხბურთელის გუნდია და რამე უნდა მოიფიქროს აი ერერა რომ დააყენოს და პერსონალურად მეურვეობდეს

კეინს თუ გილისხმობ ვერ დაგეთანხმები, ტოტენჰემი არამგონია 1 კაცის გუნდი, უბრალოდ კეინი არის 1 დიდი მექანიზმის ბოლო ნაწილი, აქ ერიკსენი უფრო სახიფათოა, მთლიანად პოჩეტინო არის მაგარი და იდეალური გუნდი ყავს შეკრული ასე რომ არამგონია კეინს პერსონალური მეურვე დასჭირდეს. მგონია რომ გუნდური თამაშით უნდა ვაჯობოთ დღეს და აუცილებლად ასე იქნება.

Dgesaa tamashii

?
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
31 იანვარი 2018 19:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ცუდია ბაიის უქმობა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top