თბილისი:
მანჩესტერი:
31-01-2018, 08:14
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1374,
კომენტარები: 9
"იუნაიტედმა" მატას კონტრაქტი გაახანგრძლივა
ხუან მატა გუნდში კიდევ ერთი წლით დარჩება.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ხუან მატას კონტრაქტში არსებული პუნქტი გამოიყენა და ესპანელ ფეხბურთელს მოქმედი კონტრაქტი დამატებით ერთი წლით, 2019 წლის ივნისამდე გაუხანგრძლივა.

ჟოზე მოურინიომ მიმდინარე თვეში არაერთხელ ისაუბრა მატას მნიშვნელობაზე და ასევე მოიქცა ორშაბათს
"ტოტენჰემთან" მატჩის წინა პრესკონფერენციის გამართვისასაც.

"მატა ძალიან მნიშვნელოვანია. წელიწადნახევრის წინ რომ მოვედი, ხალხი ამბობდა, "მატას პრობლემები ექნება, პრობლემები და მხოლოდ პრობლემები", მაგრამ ის კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივებას იღებს ჯილდოდ. მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩემთვის, კლუბისთვის და სხვა ფეხბურთელებისთვის" - განაცხადა მოურინიომ.

თავად ფეხბურთელმა კი კლუბის ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში თავისი გრძნობები არ დამალა:

"ჯერ კიდევ ბედნიერად და ამაყად ვგრძნობ თავს, რომ ამ კლუბის წევრი ვარ. ჩემი აზრით, ყველა, ვინც "მანჩესტერ იუნაიტედთან" არის კავშირში, თავს პრივილეგირებულად უნდა თვლიდეს და მე სწორედ ასე ვარ.

კლუბში მყოფი თითოეული ადამიანით ვარ კმაყოფილი და, რა თქმა უნდა, მწვრთნელითა და თანაგუნდელებითაც. როგორც კი ამ საფეხბურთო კლუბის წევრი ხდები, შენი კარიერა იგივე აღარ არის, იცვლება, რადგან ეს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბია. ყოველდღე ვახსენებ ჩემს თავს, როგორ გამიმართლა და რა იღბლიანი ვარ, ყოველი სავარჯიშო სესიისგან სარგებლის პოვნას ვცდილობ და ვცდილობ დავინახო, რა მნიშვნელოვანი მოვლენაა "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელობა".


მატა "იუნაიტედში" 2014 წლის იანვარში "ჩელსიდან" შეუერთდა და მან 172 მატჩი ჩაატარა "წითლების" რიგებში, რომლებშიც 39 გოლი გაიტანა. "ოლდ ტრაფორდზე" ყოფნისას გულშემატკივართა შორის პოპულარულმა მატამ ლიგის თასი, ინგლისის თასი და ევროპა ლიგა მოიგო, ფანებს კი იგი მუდამ ემახსოვრებათ 2015 წელს "ლივერპულის" კარში გატანილი ფანტასტიკური გოლით.

"რვა, ათი, თორმეტი წლის ასაკში ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ასეთ დიდ კლუბში ვითამაშებდი. მახსოვს დიდი ფეხბურთელები - სქოულზი, გიგზი, ბექჰემი, ვან ნისტელროი, ფერდინანდი, ვიდიჩი - და მაშინ მეგონა, რომ მათგან ძალიან შორს ვიყავი, მაგრამ ახლა აქ ვარ და განსაკუთრებული შეგრძნება მაქვს.

ჩემი აქ ყოფნის 4 წლის განმავლობაში ბევრი ახალი ფეხბურთელი შევიძინეთ, მაგრამ ახლა ერთმანეთს ვიცნობთ და ერთმანეთის უკეთ გვესმის. ჩვენ ვაყალიბებთ სტაბილურობას, რაც საჭიროა შედეგისა და ტიტულების მიღების თანმიმდევრულობისთვის".
ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: temo-scholes
31 იანვარი 2018 09:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1666
დუმბუ გუშინ რაზეც ვისაუბრეთ..., უკვე ფაქტია დილიდანვე...)))

ფორმაში ხარ ისევ და საიტს უხარია შენი გამოჩენა...:))
0
№2
ავტორი: ikeoni
31 იანვარი 2018 10:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11616
Esec jozes pasuxi yvelas ..xuanito ❤️
0
№3
ავტორი: gache1991
31 იანვარი 2018 12:08
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
დამსახურებულად,არსად გასაშვები არ იყო ეს.არც ერერა და იანგი არიან ამ ეტაპზე დასაკარგი.ფელაინი დარმიანი ბლინდი წავლენ და წასასვლელებიც არიან
0
№4
ავტორი: Manstark_United
31 იანვარი 2018 13:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
ციტატა: gache1991
დამსახურებულად,არსად გასაშვები არ იყო ეს.არც ერერა და იანგი არიან ამ ეტაპზე დასაკარგი.ფელაინი დარმიანი ბლინდი წავლენ და წასასვლელებიც არიან

დარმიანი გასაშვებია.ფელაინი გასაშვებია.ბლინდზე რა გითხრათ,შესანიშნავი ზამენაა ჩემი აზრით.
0
№5
ავტორი: gache1991
31 იანვარი 2018 13:37
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
გასაშვებია ბლინდიც.რომამ პალმიერი მიყიდა ჩელსის და მარტო კოლაროვი დარჩა მარცხენა მცველი და ჭირდებათ კაცი.სანამ უფასოდ დაგვიკარგია მივცეთ ერთ 10 მილიონს მაინც ავიღებთ.როხო შოუ იანგი გვყავს და ზედმეტია,არც ცენტრალური მცველების ნაკლებობა გვაქ და
0
№6
ავტორი: bziki
31 იანვარი 2018 14:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
კაი მიდგომა კი აქვთ გასაშვებ ფეხბურთელებზე,იაფად არ უშვებენ რაც გინდა ღრმა ზამენა იყოს,რაღაცაში მაინც გამოდგებაო:D:D პოტენციური მსურველებიც დისტანციას იჭერენ იციან რო მარტივად ვერ დაითრევენ.როგორც ჩანს უმეტესობა კონტრაქტის ამოწურვის შედეგად წავლენ.
0
№7
ავტორი: Svanchester
31 იანვარი 2018 14:13
  • სიახლეები: 2946
  • კომენტარები: 3956
კარგია მივესალმები მატას კონტრაქტის გახანგრძლივებას
0
№8
ავტორი: gia miqadze
31 იანვარი 2018 14:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 16
მოგესალმებით ყველას დიდი ხანია აქ ვაკვირდები სიახლეებს და გადავწყვიტე მეც გამომეატა ჩემი აზრი.

რაც შეეხება მატას კონტრაქტს მივესალმები რომ გაუხანგზლივე ძალიან საცჰირო ადამიანი არი
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
31 იანვარი 2018 19:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
კარგი სიახლეა, საჭირო ფეხბურთელია ხუანი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top