თბილისი:
მანჩესტერი:
29-01-2018, 12:34
ავტორი: pogba.,
ნანახია: 3015,
კომენტარები: 14
''იუნაიტედის'' სატრანსფერო სიახლეები და ჭორები
''იუნაიტედის'' გარშემო გავრცელებული სატრანსფერო სიახლეები.
''იუნაიტედის'' სატრანსფერო სიახლეები და ჭორები
skysports-ი აქვეყნებს 29 იანვარს გავრცელებულ ჭორებს, რომელიც ''იუნაიტედის'' გარშემო ტრიალებს.

გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, ''მანჩესტერ იუნაიტედი'' შეუერთდა ''ბაიერნის'' ფეხბურთელ ვიდალისთვის ბრძოლას. წყაროს ინფორმაციით, ''ბაიერნს'' სურს ჩილელის გაყიდვა, ვინაიდან გუნდში მოვიდა ლეონ გორეცკა.

ესპანური გამომცემლობა El Confidencial აქვეყნებს ინფორმაციას, რომ ''რეალ მადრიდი'' მათ ვარსკვლავს ჩართავს დე ხეას ტრანსფერში. საუბარია რონალდოზე, რომელმაც საგრძნობლად მოუკლო თამაშს და ფორმიდანაა ამოვარდნილი. მოცემული გარიგება განხორციელდება, ცნობილი აგენტის ხორხე მენდეშის მიერ.

ESPN-ის ცნობით ''მანჩესტერ იუნაიტედის'' შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვოჩი, ახლოსაა ამერიკაში გამგზავრებასთან, კერძოდ მის ტრანსფერს ''ლა გალაქსიში'' ვარაუდობენ. გამომცემლობის ცნობით, იბრა მოლაპარაკებებს აწარმოებს კლუბთან.

ბოლოს, Marca-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ''იუნაიტედი'' ინტერესდება, ''დორტმუნდის ბორუსიას'' მცველით, საუბარია მარკ ბარტრაზე. მის შეძენასთან ''რეალ ბეტისი'' ძალიან ახლოს იყო, თუმცა Marca -ს ცნობით, მათ ბარტრასთვის ბრძოლა მოუწევთ, რადგან ის როგორც ''იუნაიტედს'', ასევე ''სიტის'' და ''იუვენტუსს'' აინტერესებს.

წყარო:http://www.skysports.com
ჭორები
14 კომენტარი
№1
ავტორი: BaChOo
29 იანვარი 2018 13:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 43
ესპანური გამომცემლობა El Confidencial აქვეყნებს ინფორმაციას, რომ ''რეალ მადრიდი'' მათ ვარსკვლავს ჩართავს დე ხეას ტრანსფერში. საუბარია რონალდოზე, რომელმაც საგრძნობლად მოუკლო თამაშს და ფორმიდანაა ამოვარდნილი
თვითონ ელ კონფიდენშელმა თუ იცის რა დაწერა ეხა :დდ მსოფლიოს საუკეთესო მეკარეს ვუცვლით დაბერებულ ფორმიდან ამოვარდნილ რონალდოში wink ლოლ
3
№2
ავტორი: SANDROGRIGA
29 იანვარი 2018 13:48
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მართლა ჭორები wink
0
№3
ავტორი: dzia_David
29 იანვარი 2018 14:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ზლატანი სეზონი ბოლოს რო დაგვტოვებს ვიცით უკვე ყველამ და მანამდე რომელ გუნდთან აღარ დააკავშირებენ ღმერთმა იცის.
ვიდალის ტრანსფერში ერთადერთი ასაკს ვხედავ დამაბრკოლებლად და კლუბის მიზნებიდან გამომდინარე მგონია რო ნახევარში თუ გავძლიერდით უფრო მომავალზე გათვლილი ახალგაზრდა მოვა.
დანარჩენ ორზე კიდე რავი მემგონი კომენტარიც არ ღირს, დე ხეა და რონალდო სანამ კარიერას არ დაასრულებენ ალბათ იქამდე მოგვიწევს მაგათ ტრანსფერებზე ჭორების მოსმენა.
2
№4
ავტორი: Phil Jones
29 იანვარი 2018 14:13
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ზლატანი წავა, თუ როდის ამას მალე გავიგებთ, მგონი ამერიკაში ნებისმიერ დროს შეუძლია თუ არ ვცდები. დე ხეა რჩება და მაგაზე სულ იქნება ჭორები, წამსვლელი წავიდოდა 2-3 წლის წინ. ვიდალი მე არ მინდა პირადად, მაგარი ამრევი როჟა მგონია.
0
№5
ავტორი: ikeoni
29 იანვარი 2018 14:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Reals mouchers dexeas yidvashi:)))
0
№6
ავტორი: VALERI.s
29 იანვარი 2018 15:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 231
ვიდალის ყიდვა არ იქნება ცუდი თუ იაფად იყუდიან. ამას გარდა ერთი ახალგაზრდა ნახევარმცველი და მარჯვენა ვინგერი ან ათიანი გვჭირდება. თუ შოუმ ვერ დაიბრუნა ძველი ფორმა მარცხენა მცველიც!
0
№7
ავტორი: SANCHEZ 7
29 იანვარი 2018 16:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
ვიდალი არაა საჭირო უფრო ახალგაზრდა გვინდა ვერატი იქნებოდა იდეალურიი
0
№8
ავტორი: abrama
29 იანვარი 2018 16:13
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
მილიკოვიჩ სავიჩი და ალექსანდრო და ვაფშე სუსტი წერტილი აღარ გვექნება რააა. :)
0
№9
ავტორი: Buk777
29 იანვარი 2018 16:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 649
De xea da pogbas vucvlit ronaldushi
0
№10
ავტორი: stepno
29 იანვარი 2018 16:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
სატრანსფეროო ნამდვილი ჭორებიი,რომელიც სიმართლეს არ შეესაბამებაა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top