თბილისი:
მანჩესტერი:
28-01-2018, 20:27
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1388,
კომენტარები: 6
მოურინიო: "სანჩესი ფანტასტიური ფეხბურთელია"
ჟოზე "იუნაიტედის" ახალწვეულს აქებს.
მოურინიო:
"იუნაიტედის" მაისურის მორგების შემდეგ, ალექსის სანჩესმა "წითლების შემადგენლობაში სადებიუტო მატჩიც გამართა. ინგლისის ასოციაციის თასის შეხვედრაში "წითელი ეშმაკები" სტუმრად "იოვილ თაუნს" დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა სტუმრების დამაჯერებელი ანგრიშით 0-4 დასრულდა. ერთ - ერთი საგოლე გადაცემა სწორედ ჩილელ ფეხბურთელ ალექსის სანჩესმა მიითვალა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში ჟოზე მოურინიომ ალექსისის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

"სანჩესი ჩვენი გუნდისთვის ფანტასტიური შენაძენია. ჩვენ ყველა ბედნიერები ვართ, რომ მან "იუნაიტედში" თამაში გადაწყვიტა. კარგ ფეხბურთელებს ყოველთვის სურთ ითამაშონ კარგ ფეხბურთელებთან. ხშირად ისმის კითხვები თუ ვინ არ ითამაშებს გუნდის ძირითადში, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ეს არ გვაღელვებს.

ჩვენ შემტევი სტილის შესანიშნავი ფეხბურთელები გვყავს. როდესაც "იოვილს" მეორე გოლი გავუტანეთ საგოლე პასი კი ალექსის სანჩესმა გააკეთა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც რეშფორდისთვის ზედმეტი დატვირთვის და ნერვიულობის მოხსნას ითვალისწინებდა. სანჩესი მოწიფულობისა და მაღალი კლასის მაგალითის მომტანია "იუნაიტედისთვის".
- ციტირებს BBC - ჟოზეს სიტყვებს.



წყარო: euro-football
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
28 იანვარი 2018 20:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Saocari shenadzeni❤️
0
№2
ავტორი: kantona-7
28 იანვარი 2018 20:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
მაგარი შენაძენია ნამდვილად და ძაან დიდი ძალა დაგვემატა შეტევაში

ადმინთან მაქვს ერთი სათხოვარი და მგონი ბევრს მოეწონება ესაზრი>>>თუშესაძლებელია რათქმაუნდა ესყველაფერი....live Chati რომგაკეთდეს აქაც როგორც ლივეს საიტზეა გაკეთებული კარგი იქნება მგონი სხვადასხვა თემებზე სასაუბროდ და თუსიახლე არიქნება იქმაინც დავწერ რაომე თემაზე ჩვენ აზრს და მეტი აქტიურობა იქნება საიტზე ჩემიაზრით>>>რააზრისხართ ბიჭებო ამაზრზე მგონი ცუდი არუნდაიყოსხო?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№3
ავტორი: SANDROGRIGA
28 იანვარი 2018 20:55
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
უდიდესი ძალა შეემატა გუნდს
0
№4
ავტორი: Svanchester
28 იანვარი 2018 21:44
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
სანჩესის იუნაიტედს ტიტულების მოგებაში დაეხმარება, დიდებული ფეხბურთელია, ის რაც ნამდვილად გვჭირდებოდა, საკუთარ თავზე შეუძლია თამაშის აღება და გადაწყვეტილებების მიღება, მაგრად გაგვაძლიერებს ჩვენი შვიდიანი.
0
№5
ავტორი: WeAreUnited
29 იანვარი 2018 08:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
ციტატა: kantona-7
მაგარი შენაძენია ნამდვილად და ძაან დიდი ძალა დაგვემატა შეტევაში

ადმინთან მაქვს ერთი სათხოვარი და მგონი ბევრს მოეწონება ესაზრი>>>თუშესაძლებელია რათქმაუნდა ესყველაფერი....live Chati რომგაკეთდეს აქაც როგორც ლივეს საიტზეა გაკეთებული კარგი იქნება მგონი სხვადასხვა თემებზე სასაუბროდ და თუსიახლე არიქნება იქმაინც დავწერ რაომე თემაზე ჩვენ აზრს და მეტი აქტიურობა იქნება საიტზე ჩემიაზრით>>>რააზრისხართ ბიჭებო ამაზრზე მგონი ცუდი არუნდაიყოსხო?

გეთანხმები სრულად ძალიან მაგარი იქნება ეგ :)
0
№6
ავტორი: krekera
29 იანვარი 2018 11:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
ძაან დიდი იმედი მაქვს ალექსასი, ტოპია და მოხოდავს სხვა შემტევებსაც ;)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top