თბილისი:
მანჩესტერი:
26-01-2018, 19:30
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1488,
კომენტარები: 7
პოგბა და მარსიალი "იოვილთან" არ იქნებიან
ფრანგები დღევანდელ შეხვედრას გამოტოვებენ.
პოგბა და მარსიალი
ასოციაციის თასის შეხვედრაში, "მანჩესტერ იუნაიტედი" სტუმრად "იოვილს" დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრა დღეს თბილისის დროით 23:55 სთ - ზე დაიწყება. ამ დაპირისპირებას, მოურინიოს გადაწყვეტილებით რამოდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დასვენების მიზნით გამოტოვებს.

Manchester Evening News - ის ჟურნალისტების ცნობით, ინგლისის სამხრეთ- დასავლეთით წასულ ფეხბურთელებს შორის "იუნაიტედს" რამოდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აკლდა. დღევანდელ შეხვედრაში არ იქნებიან: "დავიდ დე ხეა, ენტონი მარსიალი, პოლ პოგბა, ანტონიო ვალენსია და ფილ ჯონსი. გუნდთან ერთად ასევე არ ყოფილან, მარუან ფელაინი და დეილი ბლინდიც".

გუშინ გამართულ პრეს - კონფერენციაზე "წითლების დამრიგებელმა ჟოზე მოურინიომ აღნიშნულ თემებზე ისაუბრა: "ჩვენ გადავწყვიტეთ რემოდენიმე ფეხბურთელს დასვენების საშუალება მივცეთ, ხოლო რამოდენიმე მათგანს ჯერ კიდევ მცირე პრობლემები აწუხებს ჯამრთელობის მხრივ. ჩვენ გვინდა ამ პრობლემების ამჟამად აღმოფხვრა, რადგან შესაძლოა პრემიერ ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მატჩებში ამან ცუდად იმოქმედოს ჩვენზე".

აღსანიშნავია ისიც, რომ "იუნაიტედის" ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელმა ანხელ გომესმა რომელმაც უკვე მოაწერა ხელი პირველ პროფესიონალურ ხელშეკრულებას კლუბთან, შეძლო "წითლების" ძირითად გუნდში გამოჩენა. შესაძლოა დღეს მაყურებელმა 17 - წლის ფეხბურთელი მოედანზეც იხილოს.

"იოვილ თაუნში" წასულ შემადგენლობის სია ასე გამოიყურება: "რომერო, პერეირა, ო'ჰარა, სმოლინგი, როხო, ლინდელოფი, იანგი, შოუ, დარმიანი, მაკტომინი, მატიჩი, კერიკი, ერერა, გომესი, მატა, ლინგარდი, სანჩესი, რეშფორდი, ლუკაკუ".




წყარო: manutd.ru
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
26 იანვარი 2018 19:37
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ვნახოთ გომესს თუ მიცემს დროს
0
№2
ავტორი: ikeoni
26 იანვარი 2018 19:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Imedia atamshens gomes Saintereso iqneba magis naxva
0
№3
ავტორი: Svanchester
26 იანვარი 2018 19:50
  • სიახლეები: 2775
  • კომენტარები: 3861
შანსი ახალგაზრდებს, გომესი მაკტომინი, ესეთ თამაშებში უნდა გამოავლინონ რა შეუძლიათ, სანჩესის დებიუტიც კარგი იქნება, დგეს თუ გადუბლა გაასწორებს.
0
№4
ავტორი: Dato kutaisi
26 იანვარი 2018 20:04
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
წესით კი უნდა ათამაშოს სასტარტოდან სანჩესი ისეთი სასტავი ყავს წაყვანილი მეტი უკეთესი ვინ უნდა დააყენოს თან ზეწოლა ნაკლები ექნება მოწინააღმდეგის დონიდან გამომდინარე

მარა მაინც არ დააყენებს
0
№5
ავტორი: fergia
26 იანვარი 2018 20:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 108
სანჩესი ძირითადში უნდა დააყენოს რო გუნდთან შეთამაშდეს ტოტენჰემთან მატჩისთვის ასევე ახალგაზრდებსაც უნდა მიეცეს შანსი. საინტერესო იქნება გომესის თამაშის ყურება..
0
№6
ავტორი: LASHQARA
26 იანვარი 2018 21:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
სანჩესმა ითამაშოს მარტო და ახალგაზრდებმა love am
0
№7
ავტორი: kantona-7
26 იანვარი 2018 23:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
კაია დაასვენოს სასტავი და ახალგაზრდებს მისცეს შანსი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top