თბილისი:
მანჩესტერი:
26-01-2018, 19:05
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1723,
კომენტარები: 7
ჟოზე მოურინიოს ზიდანის შეგირდი სურს
"წითელი ეშმაკები" კოვაჩიჩის გაწითლებას აპირებენ.
ჟოზე მოურინიოს ზიდანის შეგირდი სურს
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ჯერ არ დახურულა. "იუნაიტედს" ნახევარმცველის დამატება და ამ პოზიციის გაძლიერება სურს. ჟოზე მოურინიოს გეგ
მებში მადრიდული კლუბის ხორვატი ნახევარნცველი მატეო კოვაჩიჩი შედის.

როგორც ცნობილი გამოცემა Mirror - იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედი" ფეხბურთელის თაობაზე პერესის გუნდს შეთავაზებას გაუკეთებს. "წითლების" პორტუგალიელი დამრიგებელი, ხორვატ ფეხბურთელში ხედავს მაიკლ კერიკის შემცვლელს. მოგეხსენებათ, კერიკი მომავალ ზაფხულს საფეხბურთო კარიერას დაასრულებს.

გარდა კერიკისა, კლუბს კიდევ ერთი ნახევარმცველი მარუან ფელაინიც დატოვებს, რომელთანაც ახალი კონტრაქტის გაფორმება ისევ ვერ მოხერხდა, ხოლო სეზონის დასრულების შემდეგ, ბელგიელი "ოლდ ტრაფორდს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

რაც შეეხება კოვაჩიჩის მადრიდულ კარიერას, უნდა ითქვას, რომ ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი ესპანური გრანდის სათადარიგო ფეხბურთელია. ლა ლიგის მიმდინარე სეზონში კოვაჩიჩი მოედანზე მაყურებელმა მხოლოდ ექვსჯერ იხილა.



წყარო: euro-football
ჭორები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
26 იანვარი 2018 19:07
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
კარგი ვარიანტია, არ არის ჩამქრალი ფეხბურთელი, თამამად შეუძლია კერიკის ჩანაცვლება, განვითარდება ეს ბიჭი იუნაიტედში. მივესალმები ამ ტრანსფერს.
0
№2
ავტორი: dybbuk
26 იანვარი 2018 19:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
რეალის ზამენას აქაც იგივე ელოდება, მეორე მომენტია რომ კერიკი კარიერას ამთავრებს და ფელაინისთან ერთად შეიძლება ერერაც წავიდეს(ყველამ ვიცით როგორ უყვარს მანიუ მაგ ბიჭს მაგრამ არამგონია სკამზე ჯდომა მისთვის მისაღები იყოს), ასე რომ სასტავის კაცად მე ამას ვერ ვხედავ და იმედია ჟოზეც, გრძელი სკამი კიდე წარმატების ერთ-ერთი პირველი საწინდარია. იმას არ ვამბობ რო ცუდი იგროკია, ტიპს კროოსი მოდრიჩი კაზემირო ყავს კონკურენტად და მესმის რამდენად რთულია მათი სასტავიდან ამოგდება, მაგრამ რომ გადმოვიდეს არც გამიხარდება და არც მეწყინება, აი ნი რიბა ნი მიასაო რო იტყვიან ეგეთი მასტია ეს ფეხბურთელი ჩემთვის:)))
0
№3
ავტორი: stepno
26 იანვარი 2018 19:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
რავიციი როცა თამაშობს ხოლმე ცუდად არ გამოიყურებაა დაა ნიჭიერი რო არის მაგაზე ორი აზრი არაა :) ნახევარმცველი რო გვჭირდება ფაქტიაა :)
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
26 იანვარი 2018 19:35
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: dybbuk
რეალის ზამენას აქაც იგივე ელოდება, მეორე მომენტია რომ კერიკი კარიერას ამთავრებს და ფელაინისთან ერთად შეიძლება ერერაც წავიდეს(ყველამ ვიცით როგორ უყვარს მანიუ მაგ ბიჭს მაგრამ არამგონია სკამზე ჯდომა მისთვის მისაღები იყოს), ასე რომ სასტავის კაცად მე ამას ვერ ვხედავ და იმედია ჟოზეც, გრძელი სკამი კიდე წარმატების ერთ-ერთი პირველი საწინდარია. იმას არ ვამბობ რო ცუდი იგროკია, ტიპს კროოსი მოდრიჩი კაზემირო ყავს კონკურენტად და მესმის რამდენად რთულია მათი სასტავიდან ამოგდება, მაგრამ რომ გადმოვიდეს არც გამიხარდება და არც მეწყინება, აი ნი რიბა ნი მიასაო რო იტყვიან ეგეთი მასტია ეს ფეხბურთელი ჩემთვის:)))

გეთანხმები
0
№5
ავტორი: ikeoni
26 იანვარი 2018 19:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Xo ar iqneba cudi
0
№6
ავტორი: kashmara
26 იანვარი 2018 20:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
დიდი სიამოვნებიტ ვიხილავდი ამას ჩვენი ფორმით
0
№7
ავტორი: kantona-7
26 იანვარი 2018 22:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ძაან მაგარი იგროკია და ნახა ზამენაზეა რეალში იმას არნიშნავრო ანკლასი აკლია და ანვინმეზე ნაკლებია უბრალოდ ისეთი ხალხის ზამენაა ვისაც თითქმის ვერავინ ამოაგდებს, რეალი რამდენად მოინდომებს მაგის გაყიდვას ეგარვიცი თორე ძაან კაი ტრანსფერი იქნება და მაგის მოყვანა ინტერში რომთამაშობდა მაშინვე მინდოდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top