თბილისი:
მანჩესტერი:
25-01-2018, 18:56
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2922,
კომენტარები: 18
ითამაშებს თუ არა სანჩესი "იოვილ თაუნთან"?
აჟოზე მოურინიო თავის გეგმებზე საუბრობს.
ითამაშებს თუ არა სანჩესი
ჟოზე მოურინიო პარასკევს ძლიერ შემადგენლობას გაიყვანს ინგლისის თასის მეოთხე რაუნდში "იოვილ თაუნთან" მატჩში, თუმცა მან არ დაადასტურა, რომ ალექსის სანჩესი აუცილებლად სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს თამაშს.

ჩილელმა ფეხბურთელმა "არსენალიდან" "იუნაიტედში" თავისი ტრანსფერი ორშაბათს დაასრულა და ხვალ ინგლისის თასზე თამაშის უფლება აქვს, ვინაიდან "მეთოფეთა" მატჩი "ნონტინგემ ფორესტთან" მან გამოტოვა.

გულშემატკივარი მოუთმენლად ელის ახალი შვიდიანის გამოჩენას მოედანზე, მაგრამ პორტუგალიელმა სპეციალისტმა მათ ჩილელის თამაშის გარანტია ვერ მისცა.

"ჩვენ გამარჯვება გვსურს. ჩვენ ვიცით, რასაც ნიშნავს თასები. "მანჩესტერ იუნაიტედმა" რამდენიმე წლის წინ ითამაშა "იოვილში" და სირთულეს შესანიშნავად აცნობიერებს.

სწორედ ამიტომ, ძალიან ძლიერი გუნდი უნდა ვათამაშოთ. რამდენიმე ფეხბურთელი დაისვენებს; ჩვენ ასევე გვაქვს რამდენიმე პრობლემა, რომელთა თავიდან არიდებაც გვინდა და ეს პრობლემები თებერვალში გასამართი სათასო, საჩემპიონატო და ჩემპიონთა ლიგის მატჩებია. მაგრამ ამჯერად ძალიან ძლიერ გუნდს გავიყვანთ",
- განაცხადა მოურინიომ.

მოურინიოს თქმით, სანჩესი განაცხადში იქნება და იმედოვნებს, რომ "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი გუნდს ახალ მუხტს შესძენს იმ მწვერვალზე დასაბრუნებლად, რომელზეც ჟოზეს გუნდის აყვანა სურს.

"ეს არის დიდი კლუბების ცხოვრება. დიდ კლუბებში დიდი ფეხბურთელები გყავს. დიდ კლუბებში კონკურენციაა. დიდ კლუბებში პასუხისმგებლობებია - ყოველთვის კარგად უნდა ითამაშო, ყველა ტურნირს სერიოზულად უნდა მოეკიდო. ამას კი 11 ფეხბურთელით ვერ მოახერხებ. აბსოლუტურად წარმოუდგენელია 11 ფეხბურთელით ამის გაკეთება, ასე რომ, დიდი კლუბების ფეხბურთელებმა იციან, რომ დიდი გუნდი შედგება 20-ზე მეტი მოთამაშისგან, რომელთაგან ყველას სურს თამაში და ყველასთვის მოიძებნება ადგილი.

რისი გაკეთებაც არ შეგვიძლია, ეს არის 12 ფეხბურთელის გამოყვანა ერთდროულად ერთ მატჩში. მაგრამ ყველასთვის არის ადგილი და საჭიროცაა ეს ადგილი. ვფიქრობ, ეს სრულიად საფუძვლიანია და ჩვენ ყოველ ჯერზე მომატება და მომატება გვინდა. ჩვენ დიდი მიზნების მიღწევა გვსურს. არ გავჩერდებით ამის კეთების პროცესში და ფეხბურთელთა ევოლუცია ძალიან მნიშვნელოვანია.

ძალიან ბედნიერი ვარ და სიამაყე უნდა გამოვხატო ლინგარდის, მარსიალისა და მაკტომინეის პროგრესით. მაგრამ ამავდროულად საჭიროა მატიჩისა და ალექსისის მსგავსი ხალხი, რომელთაც გააჩნიათ გამოცდილება და იციან, როგორია იმ პოზიციაში ყოფნა, რომელშიც ჩვენს გვსურს - ტიტულებისთვის ბრძოლა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენია".
ახალი ამბები, ინტერვიუები
18 კომენტარი
№1
ავტორი: kashmara
25 იანვარი 2018 19:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
რეფორდი დზან ათვალწუნა ამ ცენზურამ და ნერვები მეშელება.... აგარსად აგარ ახსენებს ეს რა პონტია ტოო...
0
№2
ავტორი: Svanchester
25 იანვარი 2018 19:06
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
სავალდებულო არც არის სანჩესის თამაში, მოვითმენთ დებიუტს როგორმე.
0
№3
ავტორი: kantona-7
25 იანვარი 2018 19:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ტოტენჰემთან ათამაშოს უფრო გამისწორდება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№4
ავტორი: dachi_mu
25 იანვარი 2018 19:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
ციტატა: kashmara
რეფორდი დზან ათვალწუნა ამ ცენზურამ და ნერვები მეშელება.... აგარსად აგარ ახსენებს ეს რა პონტია ტოო...

rato amtyuneb mous? traki unda gaa****ios yvelam ro tamashi daimsaxuros... da ara is ro nichieri varo da ragac.. unicho aravis miyavs manchestershi.. mondomebaa sachiro...
2
№5
ავტორი: dato321dato
25 იანვარი 2018 19:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 168
ციტატა: kashmara
რეფორდი დზან ათვალწუნა ამ ცენზურამ და ნერვები მეშელება.... აგარსად აგარ ახსენებს ეს რა პონტია ტოო...

Meki mgonia ro rrshfordic rogorc yvela axalgazrda ingliseli gaibrwyinebs xolme ise iyo weliwadnaxevaria ukve ert doneze dgas vegar vitardeba an agar eg tviton icis mara roca shemodis didi veraferia xolme gundistvis egoistia dzaan
0
№6
ავტორი: ikeoni
25 იანვარი 2018 19:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Au imedia dziritadshi iqneba vegar vitmen ukve ise minda naxva manius formashi❤️
1
№7
ავტორი: PaLoMo
25 იანვარი 2018 20:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ციტატა: kashmara
რეფორდი დზან ათვალწუნა ამ ცენზურამ და ნერვები მეშელება.... აგარსად აგარ ახსენებს ეს რა პონტია ტოო...

რაშფირდმა დაიმსახურაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№8
ავტორი: kashmara
25 იანვარი 2018 20:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
რავი დზმებო ეს მენდომებას რატო უწუნებთ ვერ ვხდები და მეორე თუ არ დაყენე სწორ პოზიციაზე და არ მიეცი საკმარისი დრო როგორ უნდა განვთარდეს ერთი ამხსენით და ხმას აგარ ამოვიგებ ეგრე წინა წელს რეში იყო ხოდზე და მარსოს ედზინა ეხლა პირიქითა მე თუ მკითხავთ ლუკაკუს დედის ცენზურა თორე ეს ბიჩი უნდა იყოს ან მარცხენა ვინგერად ან 9 ნომერზე და ლუკაკუში რო ამხელა ფული გადაიხადეს იასნად დზირითადში ყავს ამ სატანა კაცს და მაგრად მეზიზეგაბა რა ვქნა ვერ ვიკავებ ამ მაიმუნი კაცის საციელებზე და უაზროდ ამოჩემებებზე თავს...
0
№9
ავტორი: PaLoMo
25 იანვარი 2018 20:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ათამაშის ნახევარი ტაიმი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№10
ავტორი: kashmara
25 იანვარი 2018 20:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
მე ჩემი გემოვნებით ლუკაკუს მირჩევნია 100 თავით გინდა ტქხნიკით გინდა სირბილით და გინდა შესრულებით ეხლა მასე უაზროდ ჯანზე არა სამაგიეროდ ისეთი პლიუსები აქ რაც ლუკაკუს ამ ასაკშიც არ აქ და ვერც ვერასდროდოს შეიდზენს
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top