თბილისი:
მანჩესტერი:
24-01-2018, 13:55
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1299,
კომენტარები: 6
ერიკ ბაიი გუნდს თებერვალში დაუბრუნდება
აფრიკელი ფეხბურთელი მომდევნო თვეში მოედანზე გასვლას შეძლებს.
ერიკ ბაიი გუნდს თებერვალში დაუბრუნდება
"მანჩესტერ იუნაიტედში" დარწმუნებულნი არიან, რომ ერიკ ბაიი გამოჯანმრთელების პირასაა და მომდევნო თვეში ჩემპიონთა ლიგის ეგიდით "სევილიასთან" გასამართ მატჩში მონაწილეობას შეძლებს.

საერთაშიროს შესვენებისას კოტ დ'ივუარის ნაკრებში მიღებული ტრავმის გამო მცველმა დეკემბერში ოპერაცია გაიკეთა მუხლზე.

ჟოზე მოურინიოს მოლოდინით, 23 წლის ფეხბურთელს მარტამდე ვერ უნდა მოეხერხებინა თამაში, მაგრამ ESPN FC იტყობინება, რომ "იუნაიტედის" სამედიცინო შტაბი პოზიტიურად არის განწყობილი ბაიის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და მის დაბრუნებას 21 თებერვლისთვის ვარაუდობენ.

ცენტრალურმა მცველმა "იუნაიტედის" რიგებში თავისი ბოლო შეხვედრა 5 ნოემბერს "ჩელსისთან" წაგებულ მატჩში ჩაატარა და მიმდინარე სეზონში შთამბეჭდავად გამოიყურებოდა.

მისი დანაკლისის ფონზე "იუნაიტედის" დაცვის ცენტრს ფილ ჯონსი, კრის სმოლინგი და მარკოს როხო ამაგრებენ, მაგრამ მოურინიო მოუთმენლად ელის აფრიკელის დაბრუნებას და სწორედ მისი მდგომარეობიდან გამომდინარე აპირებს გადაწყვიტოს, იჯარის წესით გაუშვას თუ არა აქსელ ტუანზებე.

ტუანზებემ მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა მიმდინარე სეზონში, ამიტომ სათამაშო პრაქტიკის ნაკრებობას განიცდის, რის გამოსწორებასაც მოურინიო მისი განათხოვრებით აპირებს.

მსურველთა შორის "ასტონ ვილაა", თუმცა გადაწყვეტილებას პორტუგალიელი სპეციალისტი მხოლოდ მიმდინარე კვირის ბოლოს მიიღებს.

წყარო: espn
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
24 იანვარი 2018 14:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Ise dzaan tramviani kia:(((
0
№2
ავტორი: Svanchester
24 იანვარი 2018 14:06
  • სიახლეები: 2775
  • კომენტარები: 3861
ამას ოპერაცია გაუკეთდა და იმიტო დაგვიანდა მაგდენი.
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
24 იანვარი 2018 14:30
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კარგია კარგი, გვჭირდება ბაიი
0
№4
ავტორი: gogita1991
24 იანვარი 2018 18:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
კარგია
0
№5
ავტორი: LASHQARA
25 იანვარი 2018 13:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
აფრიკას რო მოუ-ტ-ყან სუყველაფერი დააწყვიტეს ფეხები კაცს, ტრამვების 80% მაქედან ააქ, რა მაგრად დაგვეხმარებოდა ეხლა ან აღიდგენს ან არა ძველ ფორმას am
0
№6
ავტორი: glory28
25 იანვარი 2018 15:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
გვეშველება რასაც ჰქვია და სმოლინგის ფაფუხურს არ ვუყურებთ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top