თბილისი:
მანჩესტერი:
24-01-2018, 10:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1769,
კომენტარები: 7
"იუნაიტედმა" პორტუგალიაში სკაუტები გაგზავნა
პორტუგალიური მედიის საინტერესო ცნობები.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "არსენალმა" პარასკევს "პორტუსა" და "ტონდელას" მატჩზე სკაუტები გაგზავნეს, გამოცემა A BOLA კი იტყობინება, თუ ვის აკვირდებოდნენ ისინი.

პორტუგალიური მედიის ცნობით, ორივე კლუბს სურს, თავიანთ სამომავლო სატრანსფერო სამიზნეებად დანილო პერეირა განიხილონ.

აღნიშნული მატჩი "პორტუს" გამარჯვებით დასრულდა და შეხვედრის ერთადერთი გოლი მუსა მარეგამ გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვებულის ბედი მარეგამ გადაწყვიტა, საუკეთესო ფეხბურთელად გაზეთებმა მაინც დანილო მიიჩნიეს და მისი თამაში 10-ბალიანი სისტემით რვა ქულით შეაფასეს.

26 წლის ფეხბურთელი შესანიშნავ ფორმაში იმყოფება, რამაც გააჩინა ეჭვი, რომ სწორედ მას აკვირდებოდნენ ინგლისური კლუბების წარმომადგენლები.

თუმცა, ეს მხოლოდ პორტუგალიური მედიის მოსაზრებაა და არავითარი საფუძველი არ არსებობს დარწმუნებით ვთქვათ, რომ აუცილებლად მართალია. მით უმეტეს, რომ ინგლისური კლუბების წარმომადგენლები ხშირად ესწრებიან პორტუგალიის ჩემპიონატში მოასპარეზე გრანდების მატჩებს.

"იუნაიტედმა" პორტუგალიაში სკაუტები გაგზავნა


წყარო: sportwitness
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: dachi_mu
24 იანვარი 2018 10:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
ar mgonia ravi.. zafxulze daiers iyidis mou
1
№2
ავტორი: ikeoni
24 იანვარი 2018 12:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Vnaxot ise araa cudi igroki
0
№3
ავტორი: PaLoMo
24 იანვარი 2018 12:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
მეეჭვება ზაფხულამდე ვინმე მოიყვანონ.სანჩესსაც არ იყიდიდნენ ასეთი მდგომარეობა,რომა არ ყოფილიყო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№4
ავტორი: Svanchester
24 იანვარი 2018 13:33
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
მგონია რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ჩვენთვის უკვე დაიხურა
1
№5
ავტორი: SANDROGRIGA
24 იანვარი 2018 14:24
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კარგი საყრდენია, თუმცა არამგონია იყიდონ
0
№6
ავტორი: gogita1991
24 იანვარი 2018 18:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
არააა ეს მანიუს დონე
0
№7
ავტორი: glory28
25 იანვარი 2018 15:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
არ გვინაა ეს !!! არ მევასება მეორე სახო მგონია ტიპი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top