თბილისი:
მანჩესტერი:
23-01-2018, 21:04
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1305,
კომენტარები: 5
ჟოზე: "მხითარიანის წვლილი ევროპა ლიგის მოგებაში დაუვიწყარი იქნება"
ჟოზე მხითარიანის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებს.
ჟოზე:
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა "იუნაიტედისთვის" ნამდვილად სარფიანი გამოდგა. კერძოდ, "წითლებმა" გუნდში "მეთოფეების" ჩილელი შემტევი ალექსის სანჩესი მოიყვანეს, ხოლო თავის მხრივ "ოლდ ტრაფორდი" ჰენრიკ მხითარიანმა დატოვა. გუნდებმა ფეხბურთელები ერთი - ერთში გაცვალეს. ტრანსფერი კლუბებმა ოფიციალურად გუშინ გამოაცხადეს.

ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში, "მანჩესტერის" პორტუგალიელ მენტორმა ჟოზე მოურინიომ ორივე ფეხბურთელზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მხითარიანის წვლილი გასულ წელს, ევროპა ლიგის მოგებაში ძალიან დიდია და ეს დაუვიწყარი იქნება კლუბის მხრიდან.

"ალექსისი მსოფლიოში ერთ - ერთი საუკეთესო შემტევი ფეხბურთელია. ის ჩვენი ახალგაზრდა შემტევი ფეხბურთელების რიგებს შეუერთდება. ის ჩვენ მეტ ამბიციებს მოგვიტანს, მეტ დრაივს შეძენს გუნდს, ხოლო ჩვენი გუნდის ხარისხიანი შეტევები კიდევ უფო ხარისხიანი გახდება.

ჰენრიხ მხითარიანს მინდა წარმატებები ვუსურვო, დარწმუნებული ვარ, რომ ის წარმატებული იქნება. ის არის ფეხბურთელი, რომელმაც გასულ სეზონში ევროპა ლიგის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა და ჩვენ ამას არასდროს დავივიწყებთ".
- ციტირებს განსაკუთრებულის სიტყვებს კლუბის ოფიციალური პრეს - სამსახური.



წყარო: euro-football
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: Pele
23 იანვარი 2018 21:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
Mxito ka igrokia magram manchesteris stilis igroki araaaa . Warmatebebi mas
0
№2
ავტორი: dzia_David
23 იანვარი 2018 22:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
მანჩესტერს დაუნახავი ფანები არასდროს ყოლია :დ ვიცით დაფასება და მიკისაც დავუფასებთ ყოველთვის თავის შეტანილ წვლილს
0
№3
ავტორი: ikeoni
23 იანვარი 2018 22:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Bazari araa
0
№4
ავტორი: Svanchester
23 იანვარი 2018 23:12
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
მიკის რაც შეეძლო დადო მაქსიმუმი. იუნაიტედის დონე ეს ფეხბურთელი არ ყოფილა.
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
24 იანვარი 2018 13:54
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ევროპა ლიგა ნეხავრად ამის მოგებულია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top