"მანჩესტერ იუნაიტედი" მოხარულია გაცნობოთ, რომ ალექსის სანჩესი "არსენალიდან" "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგდა, მის ნაცვლად კი საპირისპირო მიმართულებით ჰენრიხ მხითარიანი წავიდა.
თავის ტრანსფერთან დაკავშირებით ჩილელმა განაცხადა: "მოხარული ვარ მსოფლიოს უდიდეს კლუბში გადასვლის გამო. "არსენალში" სამწელიწად-ნახევარი გავატარე და თან გამოვიყოლე ძალიან პოზიტიური მოგონებები ამ დიდებული კლუბისა და გულშემატკივრებისა. ამ ისტორიულ სტადიონზე თამაშისა და ჟოზე მოურინიოსთან მუშაობის შანსს ვერაფრით გავუშვებდი ხელიდან. ვამაყობ, რომ "იუნაიტედის" ისტორიაში პირველი ჩილელი ფეხბურთელი ვარ და იმედი მაქვს, გულშემატკივრებს და მთელ მსოფლიოს დავუმტკიცებ, რისთვის შემიძინა კლუბმა".
მოურინიო: "ალექსისი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო შემტევია და ის ჩვენ ახალგაზრდულსა და ნიჭიერ თავდასხმის ხაზს სრულყოფილს გახდის. ის თან მოიტანს თავის ამბიციებს, დრაივს და ხასიათს, უნარებს, რომლებიც "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელს ქმნიან და ფეხბურთელს, რომელიც გუნდს აძლიერებს. გულშემატკივრები იამაყებენ თავიანთი კლუბის პრესტიჟითა და მიღწევებით."
"მინდა, ჰენრიხს წარმატება და ბედნიერება ვუსურვო, დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. მას არასოდეს დავივიწყებთ, მის წვლილს ევროპა ლიგის მოგებაში კი - განსაკუთრებით".