მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარცმველი აცხადებს, რომ სწორედ ოლიმპიური თამაშების შემდეგ გახდა უფრო მოტივირებული და გააუმჯობესა თავისი თამაშის ხარისხი:" ოლიმპიური თამაშები ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირი იყო ჩემთვის. მე მივიღე უდიდესი გამოცდილება თუ როგორ უნდა ვითამაშო ფეხბურთი უმაღლეს დონეზე. როი ჰოჯსონი ჩვენ სულ გვაკვირდებოდა და მიხარია ის ფაქტი, რომ შეამჩნია თუ როგორ კარგ ფორმაში ვიმყოფებოდი. მე ძალიან მიხარია ის, რომ სისტემატიურად ვღებულობ ადგილს ძირითადში ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში. მიხარია, რომ მომეცა შანსი ყველას დავანახო ჩემი კარგი მხარეები. ეს რა თქმა უნდა ძალიან რთულია, მაგრამ ახალგაზრდა ვარ და იმედი მაქვს იმის, რომ ყველაზე მოვახდენ კარგ ზეგავლენას ჩემი თამაშით. მე უნდა ვითამაშო უმაღლეს დონეზე, რადგან ინგლისის პრემიერლიგა არის ჩემპიონატი სადაც ძალიან კარგი ფეხბურთელები თამაშობენ ჩემს პოზიციაზე.
ტომ ქლევერლი ასევე მოხარულია იმ ფაქტით, რომ სწორედ რუნიმ დაიმსახურა კაპიტნობა სან მარინოსთან მატჩში: "უეინს აქვს ყველაფერი იმისათვის, რომ იყოს შესანიშნავი კაპიტანი. მას აქვს გამარჯვებულის სული და ძალიან ძლიერი ზნე. ის არის ავტორიტეტი ჩვენთვის და ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია თავისი სიტყვით უდიდესი ზეგავლენა მოახდინოს ჩვენზე. მე მთავარი მწვრთნელი არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ რუნი კაპიტნობის ყველაზე კარგი კანდიდატურაა. ის შესანიშნავი ფეხბურთელი და ნამდვილი ლიდერია"