დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟოზე მოურინიომ კლუბის ტელევიზიასთან ვრცლად ისაუბრა ლუკ შოუს შესახებ. პორტუგალიელმა განაცხადა: "მე მახსოვს მისი პირველი მატჩი დაბრუნების შემდეგ მოსკოვის "ცსკა''- ს წინააღმდეგ, ის ნაბიჯ-ნაბიჯ უმატებდა და დღეს ის ძალიან კარგად თამაშობს, გაიზარდა როგორც ფიზიკური თვალსაზრისით ასევე ტაქტიკურად, რაც მე ძალიან მახარებს".
ტრანსფერებზე დასმულ კითხვაზე, "განსაკუთრებულმა'' კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი ახალგაზრდა ინგლისელ მარცხენა მცველს და განაცხადა, რომ არ ეგულება ლუკ შოუზე უკეთესი მარცხენა მცველი ბაზარზე.
ბოლო პერიოდში არ წყდებოდა საუბრები "იუნაიტედის'' დაინტერესების შესახებ სხვა და სხვა მარცხენა მცველით. პრესის განცხადებით, ნომერ პირველ ვარიანტად დენი როუზი ითვლებოდა, რომელმაც ზაფხულში გააკრიტიკა "ტოტენჰემის'' სატრანსფერო პოლიტიკა და წასვლის სურვილი გამოთქვა. ფეხბურთელის ხშირი ტრამვიანობა და დანიელ ლევის მიერ დდადებული ფასი, რომელიც 50 მილიონ ფუნტს მოიცავდა როგორც ჩანს გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა როუზისადმი დაინტერესების შეწყვეტის.
მეორე ვარიანტად ბრიტანული პრესა ალექს სანდროს მოიაზრებდა, რომლის შეძენასაც დიდი ხანია ცდილობს ანტონიო კონტე, თანხა ამ შემთხვევაშიც სოლიდურია, 60 მილიონი ფუნტი.
როგორც მოურინიოს კომენტარიდან ირკვევა, გუნდი არ აპირებს ბაზარზე აქტიურობას მარცხენა მცველის შესაძენად, ლუკ შოუს გარდა ამ პოზიციაზე თამაში ასევე შეუძლიათ: ეშლი იანგს, დეილი ბლინდს, მარკოს როხოს, მატეო დარმიანსა და ახლახანს არენდიდან დაბრუნებულ კამერონ ბორტვიკ-ჯექსონს.
სიახლეები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.