თბილისი:
მანჩესტერი:
19-01-2018, 15:01
ავტორი: pogba.,
ნანახია: 2771,
კომენტარები: 19
მოლაპარაკება გრძელდება
''მანჩესტერ იუნაიტედსა'' და ''არსენალს'' შორის, სანჩესისა და მხითარიანის გაცვლაზე მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება.
მოლაპარაკება გრძელდება
რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლონდონის ''არსენალი'' და ''მანჩესტერ იუნაიტედი'', შეთანხმდნენ და ისინი მხითარიანს და სანჩესს გაცვლიდნენ. არსენ ვენგერმა ეს დაადასტურა და განაცხადა, რომ ყველაფერი 48 საათში გადაწყდებოდა, თუმცა მოლაპარაკება გაიწელა და იგი დღესაც გრძელდება.

Sky Sports -ის ინფორმაციით ჯერ კლუბებს შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ, მხითარიანის გარდა, ასევე არსენალი განიხილავს, ''ბორუსია დორტმუნდის'' ფორვარდის ობამეიანგის დამატებას.

მხითარიანი დღეს კარინგტონზე მივიდა, სადაც გუნდი ვარჯიშს ატარებს ხვალინდელი მატჩისთვის, რომელიც ბარნლისთან გაიმართება. ბრიტანული პრესის თანახმად სანჩესის გადმოსვლა ''იუნაიტედში'' დამოკიდებულია სომეხი ფეხბურთელის ნებაზე , სურს თუ არა შეუერთდეს ''არსენალს''. მხითარიანის აგენტმა მინო რაიოლამ Sky Sports News -თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ მოლაპარაკებები უკვე 6 კვირაა გრძელდება.

თავის მხრივ გვაქვს სრული უფლება, რომ ტრანსფერი მხოლოდ დროის საკითხად ჩავთვალოთ, რადგან არსენ ვენგერი არ ერიდება და არ უარყოფს, სანჩესის დიდი ალბათობით წასვლას ''იუნაიტედში''. მან დღეს განაცხადა, რომ ალექსისის წასვლა ვერ იქნება უფრო მტკივნეული, ვიდრე ვან პერსის წასვლა გუნდიდან. ვენგერის აზრით ნებისმიერი ფეხბურთელის ჩანაცვლება შესაძლებელია.

წყარო: www.skysports.com
ტრანსფერები
19 კომენტარი
№1
ავტორი: pogba.
19 იანვარი 2018 15:02
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 213
მაგრააა გაწელეს რაა
0
№2
ავტორი: martial-11
19 იანვარი 2018 15:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
ეხლა წერენ მარსიალი გვინდაო სულ გაგიჟდა ვენგერი ამ სიბერეში
0
№3
ავტორი: pogba.
19 იანვარი 2018 15:17
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 213
ციტატა: martial-11
ეხლა წერენ მარსიალი გვინდაო სულ გაგიჟდა ვენგერი ამ სიბერეში

წავიკითხე და თუ მართალია ტრაკში გაიკეთონ მე არ მიღირს, მარა არსენალს არ გამოუთქვამს ეგ აზრი Charile Nicholas თქვა რო მარსიალზე იჩალიჩონო მაგათი ყოფილი ფეხბურთელია
0
№4
ავტორი: martial-11
19 იანვარი 2018 15:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
ციტატა: pogba.
ციტატა: martial-11
ეხლა წერენ მარსიალი გვინდაო სულ გაგიჟდა ვენგერი ამ სიბერეში

წავიკითხე და თუ მართალია ტრაკში გაიკეთონ მე არ მიღირს, მარა არსენალს არ გამოუთქვამს ეგ აზრი Charile Nicholas თქვა რო მარსიალზე იჩალიჩონო მაგათი ყოფილი ფეხბურთელია

სანჩესი ასე თუ უსე წამსვლელთა სიაშუა დიდი ფეხბყრთიდან რამდენუ მეწლში და მარსიალი მომავალი ლეგენდაა არანაირად არ გაუშვებს მოუ
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
19 იანვარი 2018 15:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ეს გაზეთები და მედია იგონებს ათასნაირ ჭორებს და მერე ჩვენ გვგონია რო წუთი-წუთზე უნდა დადასტურდეს, არადა რეალობა სხვაარი. ყველაფერი რო იყოს შეთანხმებული ოფიციალურად იქნებოდა უკვე დადასტურებული. მართლა დებილები ხო არ არიან შეთანხმება მიღწეული რო ქონდეთ და არცერთი გუნდი არ ადასტურებდეს, დაველოდოთ.
0
№6
ავტორი: martial-11
19 იანვარი 2018 15:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
იმედია ყველაფერი ისე დამთავრდება ჩვენ რო გაგვიხარდება
0
№7
ავტორი: pogba.
19 იანვარი 2018 15:23
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 213
ფაქტია რო დღესაც არ გაოფიციალურდება მაშინ მხითარიანს ვარჯიშზე რა უნდა ალბათ არც ხვალ :))))
0
№8
ავტორი: gaga1987
19 იანვარი 2018 15:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
meshinia imdenxans gaiwela archaishalos
0
№9
ავტორი: kaxeti
19 იანვარი 2018 15:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
ციტატა: pogba.
ციტატა: martial-11
ეხლა წერენ მარსიალი გვინდაო სულ გაგიჟდა ვენგერი ამ სიბერეში

წავიკითხე და თუ მართალია ტრაკში გაიკეთონ მე არ მიღირს, მარა არსენალს არ გამოუთქვამს ეგ აზრი Charile Nicholas თქვა რო მარსიალზე იჩალიჩონო მაგათი ყოფილი ფეხბურთელია

თავი დედისა არ უნდა?
0
№10
ავტორი: gache1991
19 იანვარი 2018 16:05
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
არანაირი მარსიალი.მაგაზე უარი ძაან დიდი ხნის წინ უთხრეს.ლაპარაკია მხითარიანზე და ზემოდან 12 მილიონი ფუნტის დამატებაზე.არსენალს ყველაფერი გარკვეული აქ ჩემი აზრით , ვენგერმა ბევრჯერ თქვა უკვე რო სანჩესი ფაწტიურად ჩვენია.პრობლემა მხითარიანი და რაიოლა მგონია მე რომელსაც იგივე ხელფასი უნდა რაც აქ წონდა რაც შეუძლებელია და რაიოლა რომელსაც როგორც სანჩესის აგენტი ჩალიჩობს საკომისიო 5 მილიონის აღება ისეა ისიც.. არც იყო ბარნლისთან ამის ყოფნა დიდად აუცილებელი.მთავარია ტოტენჰემთან იყოს თან ისე რო ერთი ვარჯიში მაინც წონდეს გუნდთან ერთად ჩატარებული
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top