თბილისი:
მანჩესტერი:
16-01-2018, 15:57
ავტორი: gache1991,
ნანახია: 3011,
კომენტარები: 19
რაიოლა დეტალებს ასაჯაროვებს
ყველაფერი მხითარიანზეა დამოკიდებული.
რაიოლა დეტალებს ასაჯაროვებს
ჰენრიხ მხითარიანის აგენტმა, მინო რაიოლამ ინგლისურ "თაიმსს" ინტერვიუ მისცა. როგორც მისი მონაყოლიდან ირკვევა, ყველაფერი სომეხ ფეხბურთელზეა დამოკიდებული, მას აქვს შემოთავაზება ლონდონის "არსენალისგან", რომელიც თავის მხრივ სომეხ ფეხბურთელს ალექსისის შემცვლელად მიიჩნევს. სწორედ მხითარიანია პრიორიტეტი ამ სატრანსფერო საგის.

რაიოლას განცხადებით, ჰენრიკს კონტრაქტით აქვს დარჩენილი კიდევ ორი წელი და ნახევარი სეზონი და ის რა თქმა უნდა განიხილავს "იუნაიტედში" დარჩენის ვარიანტს. როგორც ჩანს ტრანსფერის გაოფიციალურებას მართლაც ეს დეტალი აფერხებს, არსენალი ვერ აძლევს იმ ყოველ-კვირეულ ანაზღაურებას რასაც "იუნაიტედში" იღებს.

სანჩესის ამბავი კი თავიდან ბოლომდე გარკვეულია. შეთანხმების თანახმად "არსენალი" 30 მილიონს, სანჩესის აგენტი 5 მილიონს, თავად სანჩესი კი 350 000 სტერლინგს გამოიმუშავებს.

ურთულეს მდგომარეობაშია "არსენალი", რომელიც სანჩესის სახით გუნდის ლიდერს კარგავს, არაფერია ცნობილი იოზილის ტრანსფერზე, რომელიც ივნისის ბოლოს იწურება, "ევერტონის" სახით მყიდველი ყავს თეო ვოლკოტს, თურქული "ბეშიქთაში" განიხილავს დანი ველბეკის ვარიანტს, გუნდი უკვე დატოვა საყრდენმა ნახევარმცველმა კოკლენმა, რომელიც უკვე შეუერთდა "ვალენსიას" რიგებს.

რა თქმა უნდა ერთდროულად ამდენ ფეხბურთელთან გამომშვიდობება და მათი შემცვლელების მოყვანა რთული და დროში გაწელილი საქმეა. თავის დროზე, სწორედ სანჩესის შემცვლელად განხილული ლემარის უარი გახდა "მანჩესტერ სიტისთან" მოლაპარაკების ჩაშლის მიზეზი, რაც სანჩესის 60 მილიონ ფუნტად "სიტი" - ში გადასვლას გულისხმობდა.




წყარო : The Times
ინტერვიუები
19 კომენტარი
№1
ავტორი: pogba.
16 იანვარი 2018 16:50
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 213
მხითარიანის ადგილას მე დაუფიქრებლად წავიდოდი. სანჩესის ტრანსფერი რო ჩაშალოს დაალპობს ჟოზე სკამზე, მითუმეტეს ისედაც არ აკლებს არსენალი მისთვისაც უკეთესია ზუსტად არსენალის კალიბრის ფეხბურთელია და თან სასტავში სუ იქნება
0
№2
ავტორი: ikeoni
16 იანვარი 2018 16:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Ukve agar myofnis nervebii:))
0
№3
ავტორი: gache1991
16 იანვარი 2018 16:54
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
მეც ეგრე ვფიქრობ ვენგერი ბევრად მაგრა აათანაშებს და მეტად დაეყრდნობა.პლიუს ამას ობამეიანგზე ჩალიჩობენძაან სერიოზულად სკაი წერს რო 60 ევრო უკვე შეთავაზესო და მაგათთვის სომეხის და ობამეიანგის ტრანსფერი ძაან დიდი პლიუსი იწნება მაგათთვის.უოლკოტი მალე გაოფიციალურდება 25 მიილიონს აძლევს ევერყონი როგორც ჩანს მაგით ევანსზე დაჩალიჩდებიან,და ძაან სწორი ტრანსფერები გამოივათ.მალკომის დათრევას რომელსაც 50 ს აფასებს ბორდო მხითარიანი რო ურჩევნიათ რათ უნდა თწმა
0
№4
ავტორი: pogba.
16 იანვარი 2018 16:57
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 213
კონტეს კითხეს ეხლა აპირებთ სანჩესის დამატებასო და არამგონია ამაზე არ ვფიქრობო
0
№5
ავტორი: gache1991
16 იანვარი 2018 17:06
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
კი მეც ვნახე.არც მეგონა სერიოზილი მაგათI დაინტერესება,არც სანჩესი მგონია ეგეთI ტიპი რო არსენალიდან პირდაპირ ჩელსიში გადასვლა მოენდომებინა

ჩილელები წერენ 2010 წელს უდინეზეში რო იყო მანჩესტერის შეთავაზება არ იყო თორე უეჭველი გადავიდოდაო იმდენად უყვარდაო:)) რამდენად მართალია არ ვიცი მარა რო დაუფიქრდე 2007-08-09-10 წლებში მართლა ისეთI გუნდი გვყავდა რავი დღეს ვინ არი ეგეთი სასურველი გუნდი სადაც გადავიდოდი ვერ ვიტყვი,ალბათ იგივეა შარშანდელ და შარშანწინდელ რეალს რო შემოეთავაზებინა გადასვლა
0
№6
ავტორი: nika_nikusha
16 იანვარი 2018 17:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 276
სომეხი თუ ჩაა..ვავს ყველაფერში ისევ wink

მაინც მგონია რომ მოუ მოუგვარებს სომეხსაც და სანჩესი ჩვენია
0
№7
ავტორი: rooney-scholes
16 იანვარი 2018 17:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 210
ციტატა: pogba.
მხითარიანის ადგილას მე დაუფიქრებლად წავიდოდი. სანჩესის ტრანსფერი რო ჩაშალოს დაალპობს ჟოზე სკამზე, მითუმეტეს ისედაც არ აკლებს არსენალი მისთვისაც უკეთესია ზუსტად არსენალის კალიბრის ფეხბურთელია და თან სასტავში სუ იქნება

100% getanxmebi imena arsenalis da vengeris stilzea es somexi mochrili
0
№8
ავტორი: Svanchester
16 იანვარი 2018 17:16
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ცოტა დროც და გაოფიციალურდება.
0
№9
ავტორი: ikeoni
16 იანვარი 2018 17:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ციტატა: Svani
ცოტა დროც და გაოფიციალურდება.

Vitom svani?:((
0
№10
ავტორი: Svanchester
16 იანვარი 2018 17:35
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ციტატა: ikeoni
ციტატა: Svani
ცოტა დროც და გაოფიციალურდება.

Vitom svani?:((

კი ეგრეა, ცოტა დროა საჭირო, სიტის აღარ უნდა სანჩესი, როგორც ვიცი კონტესაც უარი უთქვია ამ ტრანსფერზე, იმიტომ რო აზრი არ აქვს იუნაიტედში უნდა სანჩესსაც და კარგი შემოთავაზებაც გაუკეთეს არსენალს ჩვენებმა.
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top