თბილისი:
მანჩესტერი:
15-01-2018, 18:15
ავტორი: SANDROGRIGA,
ნანახია: 1371,
კომენტარები: 8
ოფიციალურად: "გიგზი უელსის ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა"
"იუნაიტედის" ლეგენდამ კრის კოულმენი ჩაანაცვლა.
ოფიციალურად:
უელსის ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა, რომ მათი ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი, რაიან გიგზი იქნება. მხარეებს შორის ოთხ წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

გიგზისათვის ეს პირველი ძირითადი სამუშაო იქნება მთავარი მწვრთნელის რანგში, რადგან მისი ერთადერთი გამოცდილება ამ მხრივ მხოლოდ 4 თამაშს მოიცავს, როცა ის დევიდ მოიესის განთავისუფლების შემდეგ ხელმძღვანელობდა გუნდს.

მოგეხსენებათ, უელსის ნაკრებს სათავეში კრის კოულმენი ედგა, რომელმაც 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე საკუთარი ნაკრები ნახევარ ფინალში გაიყვანა. თუმცა, იმის გამო, რომ უელსი რუსეთის მუნდიალის მიღმა დარჩა კოულმენი თანამდებობიდან გაანთავისუფლეს, ამის შემდეგ კი მან ჩემპიონშიპის ბინადარი გუნდი "სანდერლენდი" ჩაიბარა.

"მე ვარ ამაყი, რადგან მერგო პატივი გავუძღვე საკუთარი ქვეყნის ეროვნულ გუნდს, ჩვენი მთავარი გამოწვევა, რა თქმა უნდა, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე თამაში იქნება. მოუთმენლად ველოდები დღეს, როცა უელსის ნაკრებთან ერთად პირველ ვარჯიშს ჩავატარებ, ჩვენ წინ მნიშვნელოვანი შეხვედრები გველის". - განაცხადა გიგზმა.

შეგახსენებთ, რომ 44 წლის უელსელმა, თავისი 24 წლიანი კარიერის განმავლობაში ნაკრების მაისური 64-ჯერ მოირგო და 12 გოლის გატანა მოახერხა.



წყარო: skysports.com
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
15 იანვარი 2018 18:32
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მშვენიერი შანსია, ვნახოთ რას იზამს
0
№2
ავტორი: Svanchester
15 იანვარი 2018 18:41
  • სიახლეები: 2779
  • კომენტარები: 3861
წარმატებები რაიანს.
0
№3
ავტორი: shotkin
15 იანვარი 2018 18:46
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ძლივს რა
0
№4
ავტორი: PaLoMo
15 იანვარი 2018 19:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
imeida iswavlis ragacas.
sastav sanchesi manchestershi gadava da 400K eqneba kvirashio sitym shewyvita molaparakebebio.mgoni xvalistvis tvelaferi gaoficialurdeba.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№5
ავტორი: ikeoni
15 იანვარი 2018 20:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11435
Warmatebebiii raian
0
№6
ავტორი: giorgi_mg
15 იანვარი 2018 21:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
წარმატებები რაიანს! იმედია თავისი ხელწერა გექნება!
0
№7
ავტორი: rooney-scholes
15 იანვარი 2018 22:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 210
iqneb daamugamos mwvrtneloba da gveshvelos chvenc
0
№8
ავტორი: kantona-7
15 იანვარი 2018 22:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
warmatebebi raian da momavalshi iqneb manchec chaibaro
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top