ევროპა ლიგის ფინალში, "წითელ ეშმაკებმა" ამსტერდამის "აიაქსი" მარტივად დაამარცხეს და აღნიშნულ თასს დაეუფლენ. მატჩის შემდეგ, კამერებს არ გამოპარვიათ დაეფიქსირებინათ ის, თუ როგორ მივიდა "წითლების" პორტუგალიელი მწვრთნელი ჯასტინთან და ესაუბრა.
შემდგომ ამისა იყო მარჩიელობა იმ საკითხზე, თუ რა უთხრა ჟოზემ ფეხბურთელს. ჰოლანდიურმა ტელეკანალმა RTL 7- მა, ამის შესახებ ინფორმაციებიც გაავრცელა. აღნიშნულ არხმა გააკეთა ინტერპრეტაცია, თითქოს მოურინიომ კლიუვერტ - უმცროსს მის გუნდში გადაყვანას, მაქსიმუმ ერთ წელიწადში დაპირდა.
ამ ფაქტის შესახებ ჟუნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში, ჯასტინმა ისაუბრა და უარყო ჭორები იმის შესახებ, რომ პორტუგალიელმა თითქოს მას "იუნაიტედში" წაყვანის პირობა მისცა.
"ის უბრალოდ ჩემი ნახვით ძალიან მოხარული იყო. მოურინიო ჯერ კიდევ მაშინ მიცნობდა, როდესაც მე სულ პატარა ვიყავი, ეს ის პერიოდი იყო როდესაც მამაჩემი ჯერ კიდევ "ბარსელონაში" თამაშობდა, ხოლო ჟოზე მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო".განაცხადა დასასრულს ნიჭიერ ნახევარმცველმა.