თბილისი:
მანჩესტერი:
12-01-2018, 22:59
ავტორი: gache1991,
ნანახია: 1204,
კომენტარები: 3
იბრათი თურქები ინტერესდებიან
მინო რაიოლა სახელოვანი კლიენტისთვის ახალ კლუბს ეძებს.
იბრათი თურქები ინტერესდებიან
იტალიური სპორტული გაზეთის ფურცლებზე, გამოჩნდა ინფორმაცია ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ. სტატიაში ვკითხულობთ, რომ ზლატანის აგენტი, მინო რაიოლა მოლაპარაკებებს აწარმოებს თურქულ "ბეშიქთაშთან".

რამდენიმე დღის წინ "ევერტონმა" ოფიციალურად დაადასტურა ამჟამად უკვე ყოფილი "ბეშიქთაშელის", ჯენეკ თოსუნის ტრანსფერი. მიუხედავად იმისა, რომ "ბეშიქთაშის" შემადგენლობაში მრავლად არიან ისეთი შემტევები როგორებიც კვარეჟმა, ტალისკა, ნეგრედო და სხვანი არიან. შავთეთრების ხელმძღვანელობა ფორვარდის დამატებაზე აქტიურად მუშაობს.

ზლატანის ალტერნატივად რუსი ფიოდორ სმოლოვის გვარი სახელდება, რომელიც საკუთარი კარგი თამაშით უკვე იქცევს ისეთი დიდი გუნდის ყურადღებას როგორიც ლონდონური "ვესტ ჰემ იუნაიტედია". რომელიც თავის მხრივ საკოსა და ხავიერ ერნანდეს (ჩიჩარიტოსთან) გამომშვიდობებით, მისთვის ადგილის განთავისუფლებას ცდილობს.

საინტერესოა რა გადაწყვეტილებას მიიღებს ინგლისური გრანდი შვედ ლეგენდასთან მიმართებაში,რომელმაც ხანგრძლივი ტრამვა სულ ახლახან მოირჩინა და კვლავ ლაზარეთში იძულებით დაბრუნება მოუწია.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ იბრას მოედანზე დაბრუნება იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში იგეგმება.
სიახლეები
3 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
13 იანვარი 2018 00:20
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
იბრა მაგრად მიტყდება რო უნდა წავიდეს.
0
№2
ავტორი: ikeoni
13 იანვარი 2018 08:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Samwuxarod...
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
13 იანვარი 2018 14:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არამგონია თურქეთში წავიდეს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top