თბილისი:
მანჩესტერი:
12-01-2018, 18:53
ავტორი: Human,
ნანახია: 1203,
კომენტარები: 3
გიგზმა შესაძლოა უელსის ნაკრები ჩაიბაროს
გიგზი უელსის მთავარი მწვრთნელის პოსტს უახლოვდება.
გიგზმა შესაძლოა უელსის ნაკრები ჩაიბაროს
ლეგენდარულმა ფეხბურთელმა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა დამრიგებელმა რაიან გიგზმა გაიარა გასაუბრება უელსის ფეხბურთის ფედერაციასთან, როგორც იუწყება Sky Sport-ი. შეგახსენებთ, რომ მისი კანდიდატურა განიხილება უელსის მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

მოგეხსენებათ უელსის ნაკრები დარჩა მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა, რის შემდეგადაც დაითხოვეს კრის კოულმენი, რომელიც ამჟამად "სანდერლენდში" გადაბარგდა, ხოლო უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტური რჩება ნოემბრის შემდეგ. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ სწორედ რაიან გიგზი არის მთავარი პრეტენდენტი ამ ადგილის დასაკავებლად.

წარსულში გიგზმა გამოთქვა სურვილი, რომ სურს ჩაიბაროს თავის ქვეყნის ნაკრები: "რათქმაუნდა დაინტერესებული ვარ. მე ვიცავდი უელსის ნაკრების ღირსებას და სიამოვნებით დავბრუნდებოდი, როგორც მთავარი მწვრთნელი. ეს საკმაოდ პრესტიჟული და საპასუხისმგებლო თანამდებობაა."

ლეგენდარულ უელსელ ფეხბურთელს ნაკრებში 64 მატჩი აქვს ჩატარებული, რომელშიც 12 გოლი აქვს გატანილი.





წყარო: manutd.ru
ახალი ამბები
3 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
12 იანვარი 2018 20:01
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ამან იცის რო იუნაიტედში ჯერ არავინ დანიშნავს და ნახა თავის გზა. არამგონია მოურინიო ჯერ გაუშვან
0
№2
ავტორი: ikeoni
12 იანვარი 2018 20:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Ra ver dainishna esec
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
12 იანვარი 2018 20:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
უნდა დათანხმდეს, ბოლოს და ბოლოს თუ უნდა მწვრთნელობა wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top