თბილისი:
მანჩესტერი:
10-01-2018, 18:15
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2026,
კომენტარები: 7
"იუნაიტედმა" გარი ოლდმენს მიულოცა
ცნობილი გულშემატკივარის მიმართ კლუბმა პატივისცემა გამოიჩინა.
სამი დღის წინ - საუკეთესო მამაკაცის როლისთვის დრამის კატეგორიაში, "იუნაიტედის" ცნობილი გულშემატკივარი გარი ოლდმენი იყო ნომინირებული, რომელსაც ოქროს გლობუსი, ლეგენდარული უინსტონ ჩერჩილის როლის შესრულებისთვის ერგო.

პარასკევს გამართულ ასოციაციის თასის შეხვედრაში, სადაც "ოლდ ტრაფორდზე" "იუნაიტედი" "დერბის" დაუპირისპირდა და მოწინააღმდეგე დამაჯერებლად 2-0 დაამარცხა, ოლდმენი საყვარელი გუნდის საგულშემატკივროდ ტრიბუნებზე იმყოფებოდა, ორი დღის შემდეგ კი მსახიობმა, სასტუმრო ბევერლი-ჰილტონში გამართულ დაჯილდოებაზე, აღნიშნული ჯილდო დამსახურებულად მიიღო. გარიმ ცნობილი ისტორიული პიროვნება უინსტონ ჩერჩილი ფილმში "ბნელი დრო" განასახიერა.

ოლდმენი, ლონდონში 1958 წელს დაიბადა, "მანჩესტერის" გულშემატკივარი ის ბავშვობიდან გახლავთ. გასულ წინა სასეზონო ტურნეზე, როდესაც მოურინიოს გუნდი ლოს-ანჯელესში იმყოფებოდა, მსახიობი სავარჯიშო ბაზაზე მივიდა და საყვარელი გუნდის ფეხბურთელები მოინახულა, მასთან ერთად "იუნაიტედის" კიდევ ერთი ცნობილი გულშემატკივარი დომინიკ მონაჰენიც იმყოფებოდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" ულოცავს ამ დიდებულ გამარჯვებას გარი ოლდმენს. წერია კლუბის ოფიციალურ საიტზე.


"იუნაიტედმა" გარი ოლდმენს მიულოცა




წყარო: manutd.ru
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
10 იანვარი 2018 18:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Vuertdebit milocvaas:))
0
№2
ავტორი: Svanchester
10 იანვარი 2018 20:07
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
საუკეთესოები ირჩევენ საუკეთესოს ))
0
№3
ავტორი: kaxeti
10 იანვარი 2018 21:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
უდიდესზე უდიდესი მსახიობი!
0
№4
ავტორი: PaLoMo
10 იანვარი 2018 22:00
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
transferebi gaaaoficialuret bijooo.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№5
ავტორი: LASHQARA
11 იანვარი 2018 07:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
იცის კაცმა ვის უნდა უგულშემატკივროს, თან რა კაცმა love am
0
№6
ავტორი: dachi_mu
11 იანვარი 2018 16:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
isedac xo vgijdebidi da exla vafshe :)
0
№7
ავტორი: lefty
12 იანვარი 2018 19:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
ამაზე ძერსკი მსახიობი ძაან ცოტაა derpthumb
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top