თბილისი:
მანჩესტერი:
10-01-2018, 17:40
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1495,
კომენტარები: 6
Sky: "ფელაინისთან მოლაპარაკებები გრძელდება"
ფელაინის "იუნაიტედის" დატოვება არ სურს.
Sky:
გარკვეული დონის დილემა არის შექმნილი, "იუნაიტედის" ბელგიელ ფეხბურთელ მარუან ფელაინისა და კლუბს შორის. ვინაიდან წითლების 27- ნომერს, ვერ გადაუწყვეტია დარჩეს თუ წავიდეს გუნდიდან. ადრე გავრცელებული ჭორების თანახმად, მარუანს ახალი კონტრაქტის პირობები არ აკმაყოფილებდა და კარიერის სხვა გუნდში გაგრძელება სურდა, თუმცა როგორც ცნობილი ტელეარხი Sky Sports - იუწყება, "ოლდ ტრფორდის" მესვეურებსა და ფელაინის შორის, ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და გადაწყვეტილი ამ ეტაპზე არაფერია.

სამშაბათს, დილით გავრცელებული ცნობებიდან გამომდინარე, ფეხბურთელმა თავისი გადაწყვეტილების გუნდიდან წასვლის შესახებ, "წითლების" მენტორს ჟოზე მოურინიოს უკვე აცნობა, თუმცა ზემოხსენებულ ტელეკანლს თუ დავუჯერებთ არაფერი მსგავსი არ მომხდარა და ყველაფერი ჯერკიდევ არ დამთავრებულა. მარუანი ფიქრობს.

მიმდინარე კონტრაქტი ბელგიელს "მანჩესტერთან" სეზონის დასასრულამდე აკავშირებს, აქედან გამომდინარე მას უფლება მიეცა იანვარშივე დაეწყო მოლაპარაკებები სხვა კლუბებთან, მას აქტიურად უკავშირებდნენ არაინგლისურ კლუბებს, თუმცა როგორც ჩანს ყველაფერი ჯერ კიდევ გაურკვევლად რჩება. მისი გადაბირებით აქტიურად ინტერესდებიან თურქული კლუბები "ბეშიქთაში" და "გალათასარაი", იწერებოდა ასევე ჩინეთის სუპერლიგაში გადაბარგების საკითხზე.

შეგახსენებთ, მარუანი 25 ნოემბერს დაშავდა და მას შემდეგ მოედანზე დაბრუნებას ვერ ახერხებდა, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ შეძლო და ტრავმის შემდეგ გამოჩნდა, მან ინგლისის ასოციაციის თასის შეხვედრაში "დერბის" წინააღმდეგ იასპარეზა.




წყარო: manutd.ru
ჭორები
6 კომენტარი
№1
ავტორი: PaLoMo
10 იანვარი 2018 18:35
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
artidulobs aravin?gayidet es martla buchqi
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№2
ავტორი: ikeoni
10 იანვარი 2018 18:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Vnaxot aba Ra iqneba davelodot
0
№3
ავტორი: Svanchester
10 იანვარი 2018 20:07
  • სიახლეები: 2775
  • კომენტარები: 3861
მოუს ფაქტორი მგონია ეს ყველაფერი, მაგრად ევასება ეს ხე..
0
№4
ავტორი: Benny
10 იანვარი 2018 20:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
გრიზმანი ბარსამ თუ დაითრია მომავალ წელს ლიგის ფავორიტები იქნებიან არუნდა დავუთმოთ დიბალა ან გრიზმანი ამ ორიდან ერთ ერთი უეჭველი უნდა ვიყიდოთ
0
№5
ავტორი: Svanchester
10 იანვარი 2018 20:13
  • სიახლეები: 2775
  • კომენტარები: 3861
ციტატა: Benny
გრიზმანი ბარსამ თუ დაითრია მომავალ წელს ლიგის ფავორიტები იქნებიან არუნდა დავუთმოთ დიბალა ან გრიზმანი ამ ორიდან ერთ ერთი უეჭველი უნდა ვიყიდოთ

არამგონია ბარსამ დაითრიოს გრიზმანი, დაიწერა რო ბარსელონა ტრანსფერებზე ამ ეტაპზე მეტის დახარჯვას არ აპირებსო.
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
10 იანვარი 2018 20:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ეჭვი მაქ გაახანგრძლივებს ესეც
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top