თბილისი:
მანჩესტერი:
10-01-2018, 09:52
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1611,
კომენტარები: 10
შესაძლოა, იბრაჰიმოვიჩმა მარტში კლუბი დატოვოს
ტრავმირებული ზლატანი ჯერ კიდევ სასურველი სატრანსფერო სამიზნეა.
შესაძლოა, იბრაჰიმოვიჩმა მარტში კლუბი დატოვოს
"მანჩესტერ იუნაიტედი" ზლატან იბრაჰიმოვიჩის შემცვლელის ძიებაშია, ვინაიდან შვედმა, შესაძლოა, კლუბი დატოვოს.

იბრაჰიმოვიჩს მოქმედი კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ მან მანამდეც გამოძებნოს თავისთვის სხვა კლუბი, რომლის პოტენციური მდებარეობაც აშშ-ში ან ჩინეთშია.

ჩინეთის სუპერ ლიგა და ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატი მარტში იწყება და კალენდარული წლის ბოლომდე გრძელდება, ამ ორივე ქვეყნის კლუბები კი აქტიურად ინტერესდებიან ზლატანით მისი სპორტული და კომერციული შესაძლებლობების გამო.

მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედი" არ აპირებს შვედთან ივნისის ბოლომდე გამოთხოვებას, კლუბი შესანიშნავად აცნობიერებს, რომ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთში ფეხბურთელის ფასი საგრძნობლად ძვირი იქნება.

რაც არ უნდა გადაწყვიტოს იბრაჰიმოვიჩმა სეზონის შუა პერიოდში, "იუნაიტედში" სჯერათ, რომ "ოლდ ტრაფორდზე" იგი მესამე სეზონს აღარ გაატარებს.

გუნდის ძირითად ფორვარდად არჩეული რომელუ ლუკაკუსთვის უკონკურენტობის პერიოდში საეჭვოა, რომ ჟოზე მოურინიომ ზლატანს პირველმოქმედი პირის როლი შესთავაზოს, ამას კი "იუნაიტედის" 10 ნომერი მიჩვეული არ არის.

იბრაჰიმოვიჩი ამჟამად გასული წლის აპრილში მიღებული ტრავმის რეციდივის გამო უქმობს, მაგრამ კლუბში არ შიშობენ, რომ ეს მდგომარეობა მის კარიერას საფრთხეს შეუქმნის და მიაჩნიათ, რომ იგი მოედანს მალე დაუბრუნდება.

თუმცა, გარდაუვალია ის ფაქტი, რომ იბრაჰიმოვიჩის შემცვლელი გუნდს ნამდვილად სჭირდება. შემცვლელის საპოვნელად კი "იუნაიტედი" სხვადასხვა სტრატეგიულ ნაბიჯს დგამს, რომელთაგან ერთ-ერთი 20-25 წლის თავდამსხმელის შეძენაა და ამგვარ კანდიდატად ანდრე ბელოტის მოიაზრებენ.

მეორე სტრატეგიას კი საკუთარ რესურსებზე დაფუძნება და ენტონი მარსიალსა და მარკუს რეშფორდზე დაყრდნობა წარმოადგენს. თუმცა, აქ წინააღმდეგობას წარმოადგენს ის, რომ არც ფრანგი და არც ინგლისელი არ უთანაბრდება ფიზიკური შესაძლებლობებით ბელგიელ ფორვარდს, რომ არაფერი ვთქვათ რეშფორდის არაეფექტურობაზე უკან დახეული დაცვის ხაზის წინააღმდეგ მოთამაშე გუნდის შემთხვევაში. ამ გარემოებათა გამო, "იუნაიტედს" თითქმის არ აქვს არჩევანის საშუალება, თუკი, რა თქმა უნდა, სრულიად სხვა სქემას არ გამოიყენებს სამოქმედოდ.

და თუ მაინც საკუთარ რესურსებს დაეყრდნობა გუნდი, მაშინ აუცილებელი ხდება ვინგერის შეძენა, რომელიც კომფორტულად იგრძნობს თავს ფლანგზე და კარგი ჩაწოდებებით მოამარაგებს ლუკაკუს.

მესამე არჩევანს წარმოადგენს ახალგაზრდა თავდამსხმელის შეძენა, რომელიც ლუკაკუს მემკვიდრე იქნება და არა ალტერნატივა. ამ შემთხვევაში ყველაფერი მოურინიოს სამწვრთნელო მიდგომასა და პროფესიონალიზმზე იქნება დამოკიდებული, რომლის წყალობითაც თავად უნდა შექმნას თავისთვის სასურველი ფეხბურთელი. თუმცა, ეს ვარიანტია ძალზედ საეჭვოა, ვინაიდან გარანტირებული არ არის, რომ პორტუგალიელი "იუნაიტედში" დიდხანს დარჩება.

წყარო: uk.sports.yahoo
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: PaLoMo
10 იანვარი 2018 10:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
wels bolo shansi aq ligis mogebis tu arada wava amerikashi
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№2
ავტორი: GeorgeBest
10 იანვარი 2018 10:17
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ამის დაბრუნებას თავისი მიზეზი ჰქონდა, ტეხავს კიდე ტრავმა მაგრამ საერთოდ შორს იყო ფორმისგან ისედაც
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
10 იანვარი 2018 10:54
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კი ამბობს ლომი ვარო ისაო ესაო მარა თვითონაც ხვდება რო ბევრი აღარ დარჩა დიდ ფეხბურთში, ამხელა ტრამვის მერე საერთოდ რო დაბრუნდა ამ ასაკში ესეც გასაკვირია და ძველებურად თამაშის რა მოგახსენო wink ბოლო სეზონია ეს სავარაუდოდ, თუმცა ზლატანისგან გასაკვირი არაფერია ვნახოთ როგორ დაბრუნდება
1
№4
ავტორი: gache1991
10 იანვარი 2018 11:34
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ძაან ღირსეული საქციელი იუო გუნდისგან რო ასეთ ცუდ დროს არ მიატოვა და ასე შემდეგ მარა ეს სეზონი რო ბოლოა რათ ინდა ლაპარაკი.თავისთვისაც ასე აჯობებს და ჩვენ ალტერნატივიდ მოძებნა მოგვიწევს სკამისთვის,ან მარსიალს გამოვიყენებთ ხოლმე როცა ლუკაკუს დავასვენებთ,არავითარ შემთხვევაში რეშფორდს....ჟირუს დაითრევდა კაცი სკამოდან უმაგრესია იაფია ფრანგები ჩვენც გვყავს და კაკრას ბოლო წუთEბზე ჩაწოდებებებისტVის არი იდეალური:))
0
№5
ავტორი: ikeoni
10 იანვარი 2018 11:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Imedia ar wava da sezonis bolomde darcheba
0
№6
ავტორი: makaveli
10 იანვარი 2018 13:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
რო ამბობთ შორს არი ფორმისგანო ცხრიანზე არ უთამაშია საერთოდ და რას ელოდებოდით აბა? 20 წლიანი კარიერა გაატარა 9ზე და ცენტრი ამის საქმე არაიი და რამე სხვას ვუყურებდი თუ რა ხდება
0
№7
ავტორი: gache1991
10 იანვარი 2018 14:54
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ძაან დიდი ხელფასი აქ და ამის კერიკის ფელაინის მხითარიანის დარმიანის წასვლით დიდი სახელფასო ბიუჯეტი თავისუფლდება რაც ერთ ერთ დიდ პლიუსად ითვლება გუნდისთვის..ძაან სიწყნარეა და ასე მაშინ ხდება ხოლმე როცა ფანრის დახურვამდე დიდი ფეხბურთელი მოდის ხოლმე,იმედია ეს ზუსტად ეგ შემთხვევაა..ვნახოტ,აგერ ბეილიც ათამაშდა სელტას დუბლი გაუკეთა თU ცოტა იაფად დავითრევთ და ისე არ იტრამვიანებს ამაგას რო მარჯვენა ვინგერად ვერავინ აჯობებს დღეს ეგ ყველამ ვიცით
0
№8
ავტორი: stepno
10 იანვარი 2018 15:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ლიგის მოგება უნდა ამ კაცს და არსად არ წავაა შანსი არაა ზაფხულამდე
0
№9
ავტორი: Svanchester
10 იანვარი 2018 15:28
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
იუნაიტედმა როგორც დიდ და ღირსეულ კლუბს შეეფერებოდა ისე დააფასა ზლატანი ბოლომდე გვერდში დაუდგა. სხვა ნებისმიერი კლუბი ავიღოთ თუნდაც რეალი, არამგონია პერესს მსგავსი რამ გაეკეთებინა..მაგრად მევასება ზლატანი როგორც ფეხბურთელი და ლიდერი თუმცა რაოდენ სამწუხაროც არუნდა იყოს მესამე სეზონს ნამდვილად არ დატოვებენ, სხვა თემა იქნებოდა ის წყეული ტრავმა რომ არ მიეღო თუმცა ფაქტია მაგრად უჭირს ფორმის დაბრუნება. ამის გაყიდვით კი გუნდში მშვენიერი თანხა შემოვა რაც მომავალში შესანიშნავი ტრანსფერის საშუალებას მოგვცემს.დიდი ალბათობით გაიყიდება.

ციტატა: stepno
ლიგის მოგება უნდა ამ კაცს და არსად არ წავაა შანსი არაა ზაფხულამდე

გეთანხმები ლიგა მაგრად უნდა და არამგონია ზაფხულამდე წავიდეს. თუმცა ზაფხულში უეჭველი წავა.
0
№10
ავტორი: The Special One
10 იანვარი 2018 16:21
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
მარტში რაღა ხდება დარჩეს 3 თვეც
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top