თბილისი:
მანჩესტერი:
10-01-2018, 09:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1901,
კომენტარები: 9
"იუნაიტედი" ბაილისთვის ბრძოლაში ჩაერთო
ლეონ ბაილი "იუნაიტედის" სამიზნეა.
"ჩელსი", "არსენალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ლეონ ბაილისთვის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე იბრძოლებენ.

პრემიერ ლიგის ტრიო ლევერკუზენის "ბაიერის" საოცარი ვინგერით დაინტერესდა და მას მთელი მიმდინარე სეზონის განმავლობაში ადევნებენ თვალს.

გერმანული კლუბი ნებისმიერ ფასად ეცდება, გარემარბი იანვარში შეინარჩუნოს, ზაფხულს კი დიდძალი თანხის ოდენობით სარფიანი წინადადებები განიხილოს.

ბაილის ამჟამინდელი მზარდი საფასური 40 მლნ. ფუნტს შეადგენს.

20 წლის იამაიკელ ფეხბურთელს გარკვეული დრო დასჭირდა, სანამ გასული წლის იანვარს ბელგიური "გენკიდან" "ბაიერში" გადასვლის შემდეგ ბუნდესლიგაში თავს დაიმკვიდრებდა.

მაგრამ 12.4 მლნ. ფუნტად შეძენილმა ფეხბურთელმა მოახერხა და იმდენად სტაბილურად ათამაშდა, რომ ახლა თავისი თავბრუდამხვევი მოძრაობებით, სისწრაფითა და ძლიერი დარტყმით ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი "ლევერკუზენის" ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ფეხბურთელს წარმოადგენს.

ბუნდესლიგის მეოთხეადგილოსანი გუნდის რიგებში ჩატარებულ 16 მატჩში მან 8 გოლი გაიტანა და რამდენიმე საგოლე გადაცემაც გააკეთა.

"ჩელსი" ჯერ კიდევ იმ დროიდან ცდილობს ფეხბურთელის შეძენას, როცა ბაილი "გენკში" ირიცხებოდა, მაგრამ 15 წლის ასაკშიც კი ვერ მოახერხა მისი შეძენა, გასულ თვეში კი გერმანულმა კლუბმა არ მიიღო 22 მლნ. ფუნტის ოდენობით გაკეთებული შეთავაზება.

ახლა კი ლონდონელები გაცილებით დიდ წინააღმდეგობას წააწყდებიან, როცა საქმეში სეზონის ბოლოს "არსენალი" და "იუნაიტედიც" ჩაერთვებიან.

წყარო: mirror
ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: PaLoMo
10 იანვარი 2018 10:05
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
kargia amimavali varskvlavebi,magram arc magat mosvlas ro ar daadga sahveli?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№2
ავტორი: GeorgeBest
10 იანვარი 2018 10:19
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მარცხენა ვინგერია როგორც ვიცი, მარა იმედია მარჯვნივაც შეუძლია თამაში. მარჯვენა ვინგერი გვაღირსონ
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
10 იანვარი 2018 10:48
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ვინგერი რო ჭირდება გუნდს ცხადია, ზამთარშივე თუ დაიმატებენ კარგ ფლანგელს მთლად უკეთესი, ბაილის ყიდვა ნაკლებად სავარაუდოა, ალბათ უფრო მალკომი-მოურადან რომელიმეს უნდა ველოდოთ, თუმცა ისიც არაა გამორიცხული ეს მხოლოდ მედიას ჭორები იყოს და არავინაც არ იყიდონ.
0
№4
ავტორი: gache1991
10 იანვარი 2018 11:30
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ძაან კაი ბიჭია მაქ ამის თამაში ბევრჯერ ნანახი მარა კაცმა რო თქვას მარცხენა მცველი უფროა ვიდრე ვინგერი,უფრო მარსელოს ტიპია ვიდრე მარცხენა ვინგერად რო რონალდო იდგა ხოლმე,დაცვაში ანუ უფრო ღრმად ჩადის ხოლმე ვიდრრ როგორც ვინგერებს ჩვევიათ..დარტყმაც კაი აქ და პასიც..ჩელსიმ თუ დაითრია ალონსო მოგვცეს:)) მშვენიერი ბიჭია..
0
№5
ავტორი: ikeoni
10 იანვარი 2018 11:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Vnaxot aba davelodot
0
№6
ავტორი: kantona-7
10 იანვარი 2018 12:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
magari bichia visac nanaxigaqvt amis tamashi dametanxmebit
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№7
ავტორი: stepno
10 იანვარი 2018 15:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
კაით რაა ჯერ ზამთარში იყიდონ ვინმე და ზაფხულზე მერე ვიფიქროთ.....
0
№8
ავტორი: Svanchester
10 იანვარი 2018 15:22
  • სიახლეები: 2775
  • კომენტარები: 3861
ზაფხულამდე დაკვირვება კარგი იქნება. მთავარია სტაბილურად ასპარეზობა შეძლოს სეზონის ბოლომდე
0
№9
ავტორი: dzia_David
11 იანვარი 2018 10:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
სოქერ მენეჯერზე ვერთობოდი ხოლმე ადრე ერთი 7 სეზონი ვითამაშე მანჩესტერით და იბრა და ლუკაკუ მყავდა გადაყვანილი ჯერ კიდე მაშინ სანამ გადმოვიდოდნენ გავიხედე იყიდეს მერე ლინდელოფი დავითრიე გავიხედე ეგეც გადმოვიდა :D :D მერე ახლა ეს ლეონ ბაილი ვიყიდე სამომავლო გეგმებისთვის, სკამზე დავსვი შემოვედი დღეს და თურმე ამის ყიდვაზეც მიდის ლაპარაკი :D :DDDD :D რაღაცა ხდება მემგონი და რავი დიბალაც მყავს გუნდში იქნება ეგეც გაითვალისწინონ :DDDD wink wink wink
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top