თბილისი:
მანჩესტერი:
10-01-2018, 09:18
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1405,
კომენტარები: 7
"იუნაიტედს" მოლაპარაკებები არ დაუწყია
მალკომი ჯერჯერობით მხოლოდ პოტენციურ სამიზნეს წარმოადგენს.
"მანჩესტერ იუნაიტედს" ჯერჯერობით არ დაუწყია მოლაპარაკებების გამართვა "ბორდოს" ნახევარმცველის, მალკომის თაობაზე.

ორი წლის წინ "კორინთიანსიდან" "ბორდოში" გადასულმა მალკომმა ლიგა 1-ის ამომავალ ვარსკვლავად წარმოაჩინა თავი. 20 წლის ბრაზილიელის მიმართ ინტერესს საფრანგეთის საზღვრებს გარეთ მოასპარეზე გუნდებიც იჩენენ.

მიუხედავად იმისა, რომ "ბორდოს" ჩემპიონატში მე-15 ადგილი უჭირავს, მალკომი უბრალოდ შესანიშნავად ასპარეზობს მიმდინარე სეზონში - შვიდი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა. ჭორების თანახმად, ახალგაზრდა ფეხბურთელისადმი განსაკუთრებულ ინტერესს პრემიერ ლიგის კლუბები იჩენენ, რომელთა შორისაა "იუნაიტედიც".

რამდენიმე დღის წინ კი ამ ჭორებს თავად მალკომმაც მისცა განვითარების საშუალება, რამეთუ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ინგლისურ ენას სწავლობს.

"იუნაიტედს" მოლაპარაკებები არ დაუწყია


ფეხბურთელთან დაახლოებულმა წყარომ ბრიტანული მედიის წარმომადგენლებს აცნობა, რომ "იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს მართლაც მოსწონს მალკომის თამაში, მაგრამ ჯერჯერობით არავითარი კონკრეტული შეთავაზება არ გაუკეთებია.

ამავე წყაროს ცნობით, მალკომის თაობაზე მოლაპარაკებებს ამჟამად ორი კლუბი აწარმოებს, თუმცა მათ სახელებს არ ამხელს, მაგრამ ამტკიცებს, რომ "იუნაიტედი" მათ შორის არ არის.

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: PaLoMo
10 იანვარი 2018 10:04
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
amasac davkargavt.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№2
ავტორი: GeorgeBest
10 იანვარი 2018 10:20
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არადა ძაან კაი ვინმეა. ფლანგზე დაითრევენ ვინმეს ალბათ, რამდენიმე კაცზე უკვე დაიწერა, იქიტ მოურას ეჩალიჩებიან კიდევ
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
10 იანვარი 2018 10:45
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
გაზეთების ინტერესი უფრო მგონია მალკომის მიმართ, ვიდრე კლუბის. ბევრი კი იწერებოდა მარა როგორც ჩანს სერიოზული არაფერია ჯერ
0
№4
ავტორი: ikeoni
10 იანვარი 2018 11:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Arada araa cudi igroki gamogvadgeboda...ise fereiras dabrunebac ar iqneboda cudi Dzaan magar formashia
0
№5
ავტორი: stepno
10 იანვარი 2018 15:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ვინმე იყიდეთ ბიჯოოო რა გახდააა :)) ტრანსფერები თუ არ გაკეთდა ამ ზამთარში არაფრის იმედი არ გვქონდეს no
0
№6
ავტორი: Svanchester
10 იანვარი 2018 15:21
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
მოურა ვიყიდეთ მგონი და არამგონია მალკომიც გადმოვიფორმოთ. ამის ინგლისურის სწავლა ეხლა რატომღაც ტოტენჰემთან მიასოცირდება დაიწერა ტოტენჰემსაც უნდაო
0
№7
ავტორი: krekera
11 იანვარი 2018 08:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
მოუ და ტალანტების ყიდვა რიჟა თემაა სამწუხაროდ, ვერ ანვითარებს რა ტალანტს ეს დებილი ბლინ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top